ელესდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
'''ლსდ''' ან ლსდ-25 (ინგ: LSD ან LSD-25; ანუ ლიზერგინული მჟავის დიეთილამიდი) — ნახევრადსინთეზური ფსიქოაქტიური ნივთიერება, რომელიც ადამიანში იწვევს [[ჰალუცინაცია|ჰალუცინაციებს]] (დახუჭული და გახელილი თვალით), [[დრო]]ის, [[სივრცე|სივრცის]] და [[ცნობიერება|ცნობიერების]] შეცვლას, სინესთეზიებს (ფერების მოსმენა, სუნის დანახვა). ლსდ-ს აღმოჩენამ, მისი საშუალებით განცდილმა აქამდე უცნობმა ფსიქიკურმა მდგომარეობებმა, ხედვამ და ასევე მისმა შემდგომმა შესწავლამ, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა [[ფსიქიატრია]]ზე, [[ფილოსოფია]]ზე, [[ხელოვნება]]ზე და იმდროინდელ კონტრ-კულტურაზე.
 
ლსდ პირველად 1938 წელს შვეიცარიელმა მეცნიერმა ალბერტ ჰოფმანმა დაასინთეზა. "ლსდ„ლსდ-25"25“ როგორც თავად ალბერტ ჰოფმანი განმარტავს ლაბორატორიაში მიცემული კოდური სახელია, რომელიც ლიზერგინული მჟავის ამიდების სერიის სინთეზის დროს, როგორც რიგით 25-ე სუბსტანციას მიენიჭა<ref>https://www.erowid.org/culture/characters/hofmann_albert/hofmann_albert_interview1.shtml</ref> მიუხედავად ამისა ნივთიერების ჭეშმარიტი ბუნება წლების მანძილზე უცნობი იყო მისი შემქმნელისთვის მანამ სანამ 1943 წელს 16 აპრილს ლაბორატორიაში მუშაობისას შემთხვევით თითებიდან შეწოვის შედეგად იგი მის ორგანიზმში არ მოხვდა, რაოდენობა ძალიან მცირე იყო თუმცა საკმარისი, რომ ჰოფმანს მისი ფსიქოაქტიური ბუნება შეეგრძნო. სამი დღის შემდეგ 19 აპრილს, მან ამჯერად უკვე გამიზნულად 10 მლ წყალში განზავებული, 250 მიკროგრამი (0.25 მილიგრამი) ლსდ per os მიიღო. (დოზა რომელიც მისი აზრით ზღვრული რაოდენობა უნდა ყოფილიყო ეფექტის შესაგრძნობად). (რეალურად კი ზღვრული დოზა 20 მიკროგრამია) .<ref>http://www.skeptically.org/recres/id8.html</ref>
 
დღესდღეობით ჰალუცინოგენები რომლებიც საქართველოში ბლოტერების (პატარა, ჰალუცინოგენით გაჟღენთილი ქაღალდები), განსაკუთრებით კი სითხის და ფხვნილის სახით იყიდება, როგორც ლსდ, შემთხვევების აბსოლიტურ უმრავლესობაში საერთოდ არ შეიცავს ლსდ-ს და სულ სხვა ქიმიური ჯგუფის ჰალუცინოგენს, ბევრად უფრო იაფფასიან რომელიმე ფენეთილამინს წარმოადგენენ. უარეს შემთხვევაში, მომხმარებელი მეცნიერულად შეუსწავლელ, ახალ ექსპერიმენტულ ნაერთს იღებს, რომლის შესაძლო შედეგებიც, ახლო და შორეულ მომავალში ჯანმრთელობაზე უცნობია.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ელესდი“-დან