გეოგრაფიული მდებარეობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 1:
{{გეოგრაფიული დაფა}}
'''გეოგრაფიული მდებარეობა''' — დედამიწის ზედაპირზე რაიმე პუნქტის ან ტერიტორიის მდებარეობა სხვა ობიექტის მიმართ. მათემატიკური გეოგრაფიის თვალსაზრისით ამა თუ იმ პუნქტის ან ტერიტორიის გეოგრაფიული მდებარეობა განისაზღვრება [[გეოგრაფიული კოორდინატები]]თ; ფიზიკურ-გეოგრაფიული თვალსაზრისით — მდებარეობით [[კონტინენტი|კონტინენტების]], [[ოკეანე]]ების, [[მთა|მთების]], [[მდინარე]]ების, [[ტბა|ტბებისა]] და სხვა ფიზიკურ-გეოგრაფიული ობიექტების მიმართ; ეკონომიკური და პოლიტიკური გეოგრაფია გეოგრაფიულ მდებარეობაში გულისხმობს დასახლებული პუნქტის, რაიონის, ქვეყნის თუ სხვა ობიექტის მდებარეობას ეკონომიკურ-გეოგრაფიული (გზების, ბაზრების, სამეურნეო ცენტრების და სხვა) და ფიზიკურ-გეოგრაფიული ობიექტების მიმართ. გეოგრაფიული მდებარეობა [[ქვეყანა|ქვეყნის]], [[რაიონი]]ს, [[ქალაქი]]ს და სხვა განვითარების ერთ-ერთი პირობაა. გეოგრაფიული მდებარეობის პრაქტიკული მნიშვნელობა იცვლება სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკურ ფორმაციებში.<ref>{{ქსე|3|72||არა}}</ref> გეოგრაფიული ტაქსონების კონკრეტული შესწავლისას განასხვავებენ მიკრომდებარეობას (ლოკალური გარემოცვა სხვა გეოგრაფიულ ობიექტებთან უშუალო კონტაქტის არეალში), მეზომდებარეობას (მდებარეობა რეგიონში, ქვეყანასა და სხვა), მაკრომდებარეობას (თანაფარდობა [[გეოგრაფიული გარსი|გეოგრაფიულ გარსთან]] ან მთლიანად დედამიწის ზედაპირის მსხვილ მონაკვეთებთან). განსაკუთრებით გამოიყოფა აგრეთვე ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა, ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა, სატრანსპორტო-გეოგრაფიული მდებარეობა და სხვა.<ref> [http://dic.academic.ru/dic.nsf/enc_geo/6170/%D0%B3%D0%B5%D0%BE%D0%B3%D1%80%D0%B0%D1%84%D0%B8%D1%87%D0%B5%D1%81%D0%BA%D0%BE%D0%B5 გეოგრაფიული მდებარეობა — გეოგრაფიული ენციკლოპედია]</ref> „გეოგრაფიული მდებარეობის“ გაგება ცნობილია XVIII საუკუნის ბოლოდან, როდესაც დომინირებდა [[გეოგრაფიული დეტერმინზმიდეტერმინიზმი]]ს პარადიგმა.
== სქოლიო ==