ხევსურეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''ხევსურეთი''' — [[საქართველო|საქართველოს]] ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. იგი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, [[კავკასიონი|კავკასიონის]] ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთებზე. კავკასიონის ქედი მას ორ ნაწილად ჰყოფს — პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთად. [[პირიქითა ხევსურეთი]] შედგება სამი ხეობისაგან: [[მიღმახევი |მიღმახევის]], [[შატილი|შატილის]] და [[არხოტი (ხეობა)|არხოტის]], პირაქეთა ხევსურეთი — [[არაგვი|არაგვის]] ხეობისაგან.
 
ხევსურეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება [[ჩეჩნეთი]] და [[ინგუშეთი]], აღმოსავლეთით — [[თუშეთი]], დასავლეთით — [[ხევი (მხარე)|ხევი]] და [[გუდამაყარი]], სამხრეთით — [[ფშავი]]. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ხევსურეთის მთელი ტერიტორია შედის [[მცხეთა-მთიანეთის მხარე|მცხეთა-მთიანეთის მხარის]] [[დუშეთის რაიონიმუნიციპალიტეტი|დუშეთის რაიონშიმუნიციპალიტეტში]] და ოთხ თემადაა გაყოფილი: ბარისახოს, გუდანის , შატილის და არხოტის.
 
სახელწოდება „ხევსურეთი“ შერქმეული აქვს მხარის მთიანი, ხევებიანი ადგილმდებარეობის გამო. ამ სახელწოდებით წყაროებში XV საუკუნიდან იხსენიება. ხევსურეთის ადრინდელი სახელწოდებაა [[ფხოვი]] (ასე ეწოდებოდა მას ფშავთან ერთად), ხოლო ხევსურებისა და [[ფშავლები|ფშავლებისა]] — ფხოველები. პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთი უკავშირდებიან არხოტისა და დათვისჯვარის უღელტეხილებით. საუკუნეების განმავლობაში ხევსურეთი პოლიტიკური და ადმინისტრაციული სტატუსით სამეფო ხელისუფლებას ექვემდებარებოდა. სამეფო ხელისუფლების დასუსტების პერიოდში არაგვის ერისთავები, რომელთაც მთიანეთის საერთო გამგებლობა ევალებოდათ, ცდილობდნენ ხევსურეთზე საბოლოო გაბატონებას. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ხევსურეთის მნიშვნელობა გაიზარდა, იგი ბარს იცავდა მომხვდური მოთარეშე რაზმების დარბევისაგან. ხევსურები ქმედითად მონაწილეობდნენ [[ასპინძის ბრძოლა]]ში (1770), [[კრწანისის ბრძოლა]]ში (1795). [[მთიულეთის აჯანყება|მთიულეთის აჯანყებისა]] (1804) და [[1812]] წლის [[კახეთის აჯანყება (1812)|კახეთის აჯანყების]] დროს აქტიურად იბრძოდნენ ცარიზმის კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ. XIX საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო ხევსურების სხვა რეგიონებში გადასახლება. XX საუკუნის 50-იან წლებში ხევსურეთის მოსახლეობის ნაწილის ბარად ჩამოსახლებას ნეგატიური სოციალური და ეკონომიკური შედეგი მოჰყვა. 80-იან წლებში დაიწყო ხევსურეთის მიტოვებულ რეგიონებში ცხოვრების გეგმაზომიერი აღორძინება. ხევსურეთში შემორჩენილია შუა საუკუნეების მატერიალური კულტურის ძეგლები: [[ხახმატის ციხე]], [[ახიელის ციხე]], [[ლებაისკრის ციხე]], [[მუცო|მუცოს ციხე-სოფელი]],[[არდოტი|არდოტის ციხე-სოფელი]], [[ხახაბოს ციხე-სოფელი]], [[შატილი (ძეგლი)|შატილის ციხე-სოფელი]], [[გუდანის ჯვარი]], [[ანატორის ჯვარი]], [[ანატორი]], აკლდამები და სხვა.