ნექტანებ II: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა ეგვიპტის მეფე | სახელი = ნექტანებ II | ალტ_სახელი =...
 
No edit summary
ხაზი 30:
}}
'''ნექტანებ II''' (ან '''ნახტჰორჰები''') — [[ეგვიპტის ოცდამეათე დინასტია|ოცდამეათე დინასტიის]] მესამე და უკანასკნელი წარმომადგენელი. ნექტანებ II მოიხსენიება, როგორც [[ძველი ეგვიპტე|ძველი ეგვიპტის]] უკანასკნელი ადგილობრივი ფარაონი, იგი მებობდა ძვ.წ 360–342 წლებში. ნექტანებ II-ის მმართველობის დროს ეგვიპტე აყვავდა. მისი მეფობის დროს ეგვიპტურ ხელოვნებაში შეიქმნა სპეციალური სტილი, რომელმაც განსაკუთრებული ნიშანი დატოვა [[ბარელიეფი|ბარელიეფში]], პტოლემეების ეპოქის დროს. ნექტანებ II-მ [[ნექტანებ I|ნექტანებ I-ის]] მსგავსად დიდი ყურადღება გამოიჩინა ყველა [[ძველი ეგვიპტური რელიგია|ეგვიპტური კულტის]] მიმართ და ეგვიპტის ასზე მეტი ადგილი ატარებს მისი ყურადღების მტკიცებულებას. ნექტანებ II-მ საკუთარ თავზე უფრო მეტი ნაგებობის აშენება და რესტავრაცია აიღო, ვიდრე [[ნექტანებ I|ნექტანებ I-მა]], კერძოდ ღვთაება [[ისიდა]]ს უზარმაზარი ტაძრის მშენებლობა.
 
რამდენიმე წლის განმავლობაში ნექტანები წარმატებით უნარჩუნებდა ეგვიპტეს უსაფრთხოებას და თავს არიდებდა [[აქემენიანთა იმპერია|აქემენიანთა იმპერიის]] მხრიდან მომავალ საფრთხეებს. მისი ყოფილი მსახურის [[მენტორ როდოსელი]]ს ღალატის შემდეგ, [[ძვ. წ. 343|ძვ.წ. 343]] წელს ნექტანებ II საბოლოოდ მაინც დამარცხდა სპარსულ-ბერძნული კომბინირებული ძალის წინააღმდეგ [[პელუზიის ბრძოლა (ძვ. წ. 343)|პელუზიის ბრძოლაში]]. [[ძვ. წ. 342|ძვ.წ. 342]] წელს სპარსელებმა ჯერ [[მემფისი (ეგვიპტე)|მემფისის]] ოკუპაცია მოახდინეს, შემდგომ კი მთელი ეგვიპტის. რის შემდეგაც ეგვიპტე კვლავ დაბრუნდა [[აქემენიანთა იმპერია|აქემენიანთა იმპერიის]] შემადგებნლობაში. განცდილი მარცხის შემდეგ ნექტანები სამხრეთით გაიქცა და გარკვეული დროის მანძილზე ინარჩუნებდა ძალებს. მისი შემდგომი ბედი უცნობია.
== რესურსები ინტერნეტში ==
{{commons category|Nectanebo II}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნექტანებ_II“-დან