გუდისის ქედი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''გუდისის ქედი''', [[ქედი]] [[კავკასიონი]]ს სამხრეთ კალთაზე, მდინარეების [[დიდი ლიახვი|დიდი ლიახვსა]] და [[პატარა ლიახვი]]ს წყალგამყოფი. გამოეყოფა [[გერმუხი|გერმუხის ქედს]] მანგაავცაგის მწვერვალთან. სიგრძე 32 კმ, უმაღლესი მწვერვალი გუდისი (2863 მ). გუდისის ქედი რკალის ფორმისაა, მიმართულია სამხრეთისაკენ. აგებულია ზედაიურული ფიქლებით, კირქვებითა და ქვიშაქვებით, ქვედაცარცული კირქვებითა და მერგელებით, სარმატული ქვიშაქვებით, თიხებითა და კონგლომერატებით. მაღალ ადგილებში ტროგებისა და მორენების სახით შემორჩენილია ძველი გამყინვარების კვალი. თხემი და ჩრდილოეთი კალთა შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით, დანარჩენ კალთაზე მუხის, რცხილის, წიფლისა და სოჭის ტყეებია.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გუდისის_ქედი“-დან