კარლოვიცის ზავი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''კარლოვიცის ზავი''' – [[კარლოვიცის საერთაშორისო კონგრესი|კარლოვიცის საერთაშორისო კონგრესზე]] (1698-1699 წწ.) დადებული საზავო ხელშეკრულების ლიტერატურაში მიღებული სახელწოდება. კონგრესი შეიკრიბა „[[წმინდა ლიგა]]ში“ შემავალ ქვეყნებსა ([[ავსტრია]], [[ვენეცია]], [[პოლონეთი]], [[რუსეთი]]) და [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალთა იმპერიას]] შორის ზავის დასადებად. „წმინდა ლიგის“ ქვეყნებმა მათ შორის არსებული წინააღმდეგობების გამო ცალ-ცალკე დადეს კავშირი ოსმალეთთან (პოლონეთმა [[1699]] წლის 16 იანვარს, ავსტრიამ და ვენეციამ 26 იანვარს), ხოლო რუსეთმა 24 იანვარს დადო მხოლოდ ორწლიანი ზავი ოსმალეთთან, რომელიც შემდეგ შეიცვალა [[კონსტანტინოპოლის საზავო ხელშეკრულება|კონსტანტინოპოლის საზავო ხელშეკრულებით]] (1700 წ.). პოლონეთმა მიიღო მარჯვენა ნაპირის უკრაინის ნაწილი და პოდოლია, ავსტრიამ – [[უნგრეთი]]ს ტერიტორიის დიდი ნაწილი, [[ტრანსილვანია]], [[ხორვატია]] და თითქმის მთელი [[სლოვენია]], ვენეციამ – მორეა, არქიპელაგის კუნძულები და ციხესიმაგრეები [[დალმაცია]]ში; რუსეთს დარჩა აზოვი.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
* [[სამშვიდობო ხელშეკრულებების სია]]
* [[ოსმალეთის იმპერიის ხელშეკრულებების სია]]
 
== ლიტერატურა ==