არჩილ გელოვანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 23:
|სამსახურიდან გადადგომა =
}}
'''არჩილ გელოვანი''' (დ. [[14 ნოემბერი]], [[1915]] — გ. [[19 აგვისტო]], [[1978]]) — საბჭოთა სამხედრო მშენებლობის ისტორიაში საინჟინრო ჯარების პირველი მარშალი (1977), [[უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა|უკრაინისა]] ([[1962]]) და [[რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა|რსფსრ-ს]] ([[1971]]) დამსახურებული ინჟინერი. დაიბადა საქართველოში, სოფელ სპათაგორში [[1915]] წელს. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი ([[1936]]) და [[ლენინგრადი|ლენინგრადის]] [[ძერჟინსკი, ფელიქს|ფელიქს ძერჟინსკის]] სახელობის სამხედრო-საზღვაო სასწავლებელი ([[1939|1939) წელს]]. [[1939|1939 წლიდან]] მსახურობდა არმიაში. [[მეორე მსოფლიო ომი|მეორე მსოფლიო ომის]] დროს ხელმძღვანელობდა სამხედრო-საზღვაო და საფორტიფიკაციო მშენებლობებს. [[1945|1945 წლიდან]] იყო [[შავი ზღვა|შავი ზღვის]] ფლოტის საინჟინრო სამმართველოში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, [[1949|1949 წლიდან]] - სამხედრო-საზღვაო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, [[1953|1953 წლიდან]] კი - იმავე სამმართველოს უფროსი და [[შავი ზღვა|შავი ზღვის]] ფლოტის სარდლის თანაშემწე მშენებლობის დარგში. [[1964]]-[[1969]] წლებში იყო სარაკეტო ჯარების მთავარსარდლის მოადგილე მშენებლობის დარგში და სამხედრო საბჭოს წევრი, [[1969]]-[[1971]] წლებში კი - [[სსრკ|სსრკ-ს]] თავდაცვის სამინისტროს სამშენებლო სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე, [[1971]]-[[1974]] წლებში - [[სსრკ|სსრკ-ს]] თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო ექსპერტიზის უფროსი, [[1974]]-[[1978]] წლებში კი - [[სსრკ|სსრკ-ს]] თავდაცვის მინისტრის მოადგილე სამხედრო მშენებლობისა და ჯარების განლაგების დარგში. [[ლენინური პრემია|ლენინური]] ([[1968]]) და სსრკ სახელმწიფო ([[1977]]) პრემიების ლაურეატი.

არჩილ გელოვანი გარდაიცვალა [[1978|1978 წელს]]. დაკრძალულია [[მოსკოვი|მოსკოვში]], ნოვოდევიჩის სასაფლაოზე.
== ლიტერატურა ==
* 100 ქართველი უცხოეთში, თბ., 2011 წ.

[[კატეგორია:დაბადებული 1915]] [[კატეგორია:გარდაცვლილი 1978]] [[კატეგორია:ლენინური პრემიის ლაურეატები]]
[[კატეგორია:საბჭოთა კავშირის მარშლები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/არჩილ_გელოვანი“-დან