ახალი ზელანდია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 652:
 
სასამართლო სისტემის მეთაურია დედოფალი.
 
=== შიდა პოლიტიკა ===
 
==== საარჩევნო სისტემა ====
1996 წლიდან ახალ ზელანდიაში იყენებენ საარჩევნო სისტემას, რომელიც წარმოადგენს შერეული მაჟორიტარულ-პროპორციული წარმომადგენლობის ერთ-ერთ ფორმას (Mixed Member Proportional ან MMP). ყოველ ამომრჩეველს აქვს ორი ხმა — ერთი წარმომადგენელთა პალატის დეპუტატის ასარჩევად თავისი ტერიტორიალური ოლქის მიხედვით (electorate vote) და ერთი პარტიული სიების მიხედვით არჩევანის გასაკეთებლად (party vote). ეს ორი ხმა თითოეულ ამომრჩეველს შეუძლია მისცეს სხვადასხვა პარტიას. იმისათვის, რომ მიიღოს წარმომადგენელი წარმომადგენელთა პალატაში თითოეულმა პარტიამ უნდა მიიღოს ამომრჩეველთა ხმების არა ნაკლებ 5 %. პალატის დეპუტატების პირველი ნაწილი ფორმირდება ტერიტორიალურ ოლქებში გამარჯვებულის ხმათა უბრალო უმრავლესობით. პალატაში დარჩენილი ადგილების მეორე ნაწილი ფორმირდება პოლიტიკური პარტიებით არჩევნების შედეგების მიხედვით პარტიული სიებიდან. ასეთი სისტემა პრაქტიკულად უსპობს რომელიმე ერთ პარტიას შესაძლებლობას დაიკავოს ყველა ადგილი პალატაში და მთავარ საკითხად ხდის პარტიული კოალიციის შექმნას, რომლებიც ხშირად ცხადდება ჯერ კიდევ არჩევნების დაწყებამდე<ref>{{cite web
| url = http://www.elections.org.nz/voting/mmp/two-ticks-too-easy.html
| title = MMP basics
| publisher = Elections New Zealand
| accessdate = 2008-12-12
| lang = en
| deadlink = 404
| archiveurl = http://web.archive.org/20080516094152/www.elections.org.nz/voting/mmp/two-ticks-too-easy.html
| archivedate = 2008-05-16
}}</ref>.
 
საყოველთაო არჩევნების სისტემის გარდა პალატაში ადგილების ნაწილი დარეზერვირებულია მაორების წარმომადგენლებისთვის, არჩევნები ამ ადგილებისათვის მიმდინარეობს საყოველთაო არჩევნების დროს, მაგრამ ცალკე სიებით. მაორთა ადგილების რაოდენობა შეიძლება იცვლებოდეს, 2008 წლის მდგომარეობით ასეთი ადგილები იყო შვიდი.
 
ახალი ზელანდიის 18 წელს მიღწეულ თითოეულ მოქალაქეს, აქვს უფლება წამოაყენოს თავისი კანდიდატურა წარმომადგენელთა პალატის არჩევნებზე. ახალი ზელანდიის თითოეულ მოქალაქეს და მის მუდმივ მაცხოვრებელს (Permanent Resident) აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. არჩევნები ტარდება სამ წელიწადში ერთხელ.
 
== დემოგრაფია ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ახალი_ზელანდია“-დან