უ წეთიენი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
No edit summary
 
ვუ ჰუმ იმთავითვე მოახერხა მთავრობაზე საკუთარი კონტროლის დაწესება და თავიდან მოიცილა ყველა, ვინც მისი და იმპერატორის კავშირს სისხლის აღრევად მიიჩნევდა. არაერთი მაღალჩინოსანი, მათ შორის იმპერატორის ბიძაც, ან სიკვდილით დასაჯეს, ან გადაასახლეს. [[660]] წელს იმპერატორს მძიმე სენმა დარია ხელი და მთელი ძალაუფლება დედოფლის ხელში აღმოჩნდა. იგი ნიშნავდა და ათავისუფლებდა მინისტრებს, ირჩევდა სარდლებს, რომლებმაც მისი ბრძანებით, [[660]]-დან [[668]] წლების პერიოდში [[კორეა]] დაიპყრეს.
 
[[683]] წელს კაო ცუნგის გარდაცვალების შემდეგ, მისი მემკვიდრე ვუ ჰუს ვაჟი — [[ჩუნ ცუნგი]] გახდა. ერთ თვეში ვუ ზეტიანმა ის ტახტიდან გადმოაგდო და ქვეყნიდან გააძევა, ხოლო გვირგვინი მეორე ვაჟს — [[ჯუი ცუნგი|ჯუი ცუნგს]] დაადგა თავზე, თუმცა ქვეყანას, როგორც რეგენტი, თავად მართავდა. ჩუნ ცუნგის მხარდამჭერთა მიერ მოწყობილი ამბოხება დამარცხდა.
 
[[690]] წელს ვუ ჰუმ სამეფო ტახტის უზურპირება მოახდინა და 15 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას. ის დიდად წყალობდა სამეფო კარის ორ გარყვნილ მსახურს — ძმებ ჩანებს , რომელბიც აგდებულად ექცეოდნენ მინისტრებსა და გენერლებს. [[705]] წელს მომხდარი გადატრიალების შემდეგ, ჩანები სიკვდილით დასაჯეს, ვუ ზეტიანი კი აიძულეს, ძალაუფლება თავისი ვაჟისთვის — [[ჩუნ ცუნგი]]სთვის გადაეცა. 80 წლის ასაკში ის სახელმწიფო საქმეებს ჩამოშორდა და საზაფხულო სასახლეში დაბინავდა, სადაც მალევე გარდაიცვალა
 
==ლიტერატურა==