ახალი ზელანდია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 605:
| archivedate = 2011-08-21
}}</ref>. 1967 წლიდან გენერალ-გუბერნატორის პოსტზე ინიშნებიან მხოლოდ ახალი ზელანდიის მოქალაქეები.
 
==== პარლამენტი ====
[[ახალი ზელანდიის პარლამენტი]] შედგება ქვეყნის მონარქისგან (ყოველდღიური მოღვაწეობით წარმოდგენილია გენერალ-გუბერნატორით) და ერთპალატიანი წარმომადგენლობითი პალატით. პარლამენტი არის ქვეყნის [[საკანონმდებლო ხელისუფლება|საკანონმდებლო ხელისუფლების]] უმაღლესი ორგანო. მონარქის როლი პარლამენტის მუშაობაში გამომდინარეობს თვითონ პარლამენტის მოწვევის და დათხოვნის ფუნქციებში და სამეფო სანქციების დადებაში საკანონმდებლო აქტებზე, რომელსაც იღებს წარმომადგენელთა პალატა. ქვეყნის პირველი პარლამენტი შეიქმნა 1852 წელს. პარლამენტის სხდომების ადმინისტრაციულ მართვას ეწევა მისი [[სპიკერი]]<ref name="pwr3">[http://www.parliament.nz Parliament of New Zealand]</ref>.
 
==== წარმომადგენელთა პალატა ====
ახალი ზელანდიის წარმომადგენელთა პალატა ({{lang-en|New Zealand House of Representatives}}) შედგება 120 წევრისაგან. წარმომადგენელთა პალატის წევრები ირჩევიან სამ წელიწადში ერთხელ საყოველთაო ეროვნული არჩევნების დროს, რომელიც ტარდება პროპორციული საარჩევნო სისტემის პრინციპებით. თავისი წევრების რაოდენობიდან წარმომადგენელთა პალატა ირჩევს ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრებს და პრემიერ-მინისტრს. 1951 წლიდან წარმომადგენელთა პალატა არის ქვეყნის პარლამენტის ერთადერთი პალატა. 1947 წელს ვესტმინსტერის სტატუსის მიღების შემდეგ წარმომადგენელთა პალატა გახდა ქვეყნის უმაღლესი არჩევითი საკანონმდებლო ორგანო. ისტორიულ ტრადიციებზე დაფუძნებული, ახალი ზელანდიის წარმომადგენელთა პალატა თავის სტრუქტურაში და ორგანიზაციაში იქმნებოდა ვესტმინსტერის პარლამენტარიზმის მოდელის პრინციპებზე. მნიშვნელოვანი ცვლილებები ასეთ მოდელში დაიწყო მხოლოდ XX საუკუნის 50-იან წლებში — 1951 წელს გაუქმდა უმაღლესი საკანონმდებლო საბჭო, და პარლამენტი გახდა ერთპალატიანი; შეიცვალა პალატის მუშაობის პროცედურა; გაიზარდა სპიკერის მუშაობის როლი და მნიშვნელობა.
 
==== მთავრობის მეთაური ====
ახალი ზელანდიის მთავრობის მეთაური არის [[ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი|პრემიერ-მინისტრი]]<ref>{{cite web
| url = http://www.cabinetmanual.cabinetoffice.govt.nz/2.2
| title = Prime Minister, ¶ 2.3.
| publisher = New Zealand Cabinet Manual
| accessdate = 2009-07-29
| lang = en
| archiveurl = http://www.webcitation.org/616rVubvF
| archivedate = 2011-08-21
}}</ref>. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ხდება პარტიული ფრაქციის ლიდერი, რომელმაც მიიღო ყველაზე მეტი ხმები (მათ შორის, კოალიციური უმრავლესობაც) წარმომადგენელთა პალატაში არჩევნების დროს. პრემიერ-მინისტრი ინიშნება თავის პოსტზე გენერალ-გუბერნატორის მიერ<ref>{{cite web
| url = http://www.primeminister.govt.nz
| title = Prime Minister of New Zealand
| publisher = Official web site of Prime Minister of New Zealand
| accessdate = 2008-12-12
| lang = en
| archiveurl = http://www.webcitation.org/616rWTy8d
| archivedate = 2011-08-21
}}</ref>.
 
როგორც სხვა ბევრ შემთხვევაში, ახალ ზელანდიაში ამა თუ იმ სახელმწიფო მოღვაწეების გამომხატველი როლზე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოვალეობებს არ აქვს საკანონმდებლო გამოხატულება და ბევრი რამით განისაზღვრება კონსტიტუციური ჩვევებით. მისი მდგომარეობა წარმომადგენელთა პალატის სხვა წევრებს შორის განისაზღვრება პრინციპით «[[Primus inter pares|პირველი თანასწორებს შორის]]» და, უკავია რა უმაღლესი ადმინისტრაციული თანამდებობა, პრემიერ-მინისტრი, მაინც ვალდებულია გაიზიაროს მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებები. ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრის ძირითად უფლებებს და ვალდებულებებს შორის შეიძლება გამოვყოთ:
* წარმომადგენელთა პალატის სხდომის დღის წესრიგის განსაზღვრის უფლება;
* გენერალ-გუბერნატორისათვის მინისტრების კანდიდატების დანიშვნის და მათი თანამდებობიდან გადაყენების წარდგენის უფლება;
* პრემიერ-მინისტრის მოადგილის დანიშვნის ან დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლების უფლება;
* პარლამენტის ახალი არჩევნების წინადადების მიცემის უფლება დედოფლისადმი გენერალ-გუბერნატორის მეშვეობით;
* გენერალ-გუბერნატორის პოსტზე კანდიდატურის დედოფლისადმი რეკომენდაციის მიცემის უფლება.
 
== დემოგრაფია ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ახალი_ზელანდია“-დან