ცრუაკაცია: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ცრუაკაცია''', ''თეთრი აკაცია'' (Robinia pseudoacacia), ფოთოლმცვივანი ხე [[პარკო...
(განსხვავება არ არის)

19:10, 30 ივლისი 2007-ის ვერსია

ცრუაკაცია, თეთრი აკაცია (Robinia pseudoacacia), ფოთოლმცვივანი ხე პარკოსანთა ოჯახისა. 25-30 მ სიმაღლის გაშლილვარჯიანი მცენარეა. ბუნებრივად გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში იზრდება მთის ქვედა სარტყელში. დასავლეთ საქართველოში გაველურებულია. მისი ბაღური ფორმები კარგად ხარობს თბილისის ბოტანიკურ ბაღში. ცრუაკაცია სწრაფმზარდი ხეა. ყვავილობს მაის-ივნისში. მაგარი და გამძლე მერქანი აქვს. ქერქი შეიცავს მთრომლავ ნივთიერებებს, თესლი - ზეთს და ყავის სუროგატად იხმარება. იყენებენ მინდორსაცავი ტყის ზოლების გასაშენებლად. ეროზიის საწინააღმდეგოდ. კარგი თაფლოვანი მცენარეა.