'''მიგელ ანხელ ასტურიასი''' (დ. [[19 ოქტომბერი]], [[1899]], [[გვატემალა (ქალაქი)|გვატემალა]] ― გ. [[9 ივნისი]], [[1974]], [[მადრიდი]]), — [[გვატემალელები|გვატემალელი]] მწერალი, [[საერთაშორისო ლენინური პრემია „ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისათვის“|"ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისათვის" საერთაშორისო ლენინური პრემიის ლაურეატი]] ([[1966]]); [[ნობელის პრემია|ნობელის პრემიის]] ლაურეატი ([[1967]]). [[ლათინური ამერიკა|ლათინური ამერიკის]] რეალისტური პროზის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი. ახალგაზრდობისას რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობდა. რადიკალური შეხედულებების გამო იძულებული იყო ცხოვრების დიდი ნაწილი [[ემიგრაცია]]ში გაეტარებინა. მისი თხზულებებისათვის დამახასიათებელია მკვეთრი სოციალური-პოლიტიკური გამიზნულობა და [[გვატემალა|გვატემალის]] [[აბორიგენი (ტომი)|აბორიგენთა]] - [[მაია]]ს ფოლკლორის შემოქმედებითი გამოყენება. ავტორია წიგნისა "გვატემალის ლეგენდები" ([[1930]]), [[რომანი (პროზა)|რომანებისა]] "სენიორ პრეზიდენტი" ([[1946]]), "სიმინდის ხალხი" ([[1949]]), ფართოდ ცნობილი ტრილოგიისა "ძლიერი ქარი" ([[1950]]), "მწვანე პაპი" ([[1954]]), "დამარხულთა თვალები" ([[1960]]), მოთხრობათა კრებულისა "შაბათ-კვირა გვატემალაში" ([[1956]]) და სხვა.