კოდორი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა/გასწორდა თარგი
No edit summary
ხაზი 46:
|Commons =
}}
'''კოდორი''' - [[მდინარე]] დასავლეთ [[საქართველო|საქართველოში]], [[აფხაზეთის არ|აფხაზეთის]] ტერიტორიაზე. კოდორი იქმნება [[მდინარე]]ების [[საკენი (მდინარე)|საკენისა]] და [[გვანდრა (მდინარე)|გვანდრის]] შეერთებით სოფ. [[მარცხენა გენწვიში|მარცხენა გეწვიშთან]], ზღვის დონიდან 740 მ-ზე. ერთვის შავ ზღვას სოფ. აძუბჟის სამხრეთით. სიგრძე 84 კმ (გვანდრის სათავიდან 110 კმ), აუზის ფართობი 2030 კმ<sup>2</sup>. მიედინება ვიწრო ხეობაში, შესართავიდან 25 კმ-ზე გადის დაბლობზე, წყლის საშუალო ხარჯი - 123 კუბ.მ/წმ-ში. კოდორის შენაკადთა უმეტესობას სათავე აქვს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფის სამხრეთ კალტაზე. უმთავრესი შენაკადებია: [[ჩხალთა (მდინარე)|ჩხალთა]], [[მრამბა]], [[ჯამპალი (მდინარე)|ჯამპალი]] [[ამტყელი (მდინარე)|ამტყელით]]. კოდორის აუზში 100-მდე მყინვარია ([[მარუხი]], [[პტიში]], [[კლიჩი (მყინვარი)|კლიჩი]], [[ქლუხორი]], [[საკენი]] და სხვა), რომელთა ფართობი 80 კმ<sup>2</sup> აღწევს.
 
კოდორი საზრდოობს წვიმის (31%), მიწისქვეშა (28,6%), [[თოვლი]]ს (22,6%) და მყინვარული (17,8%) წყლით. წყალდიდობაა მარტის მეორე ნახევრიდან სექტემბრის ბოლომდე. წლიური ჩამონადენის 72% გაზაფხულ-ზაფხულზე მოდის. [[შემოდგომა]]ზე იცის წყალმოვადრდნები, წყალმცირობა ზამთარშია. კოდორი წყალუხვი მდინარეა. წლიური ჩამონადენი - 4,1 კმ<sup>2</sup>. [[შავი ზღვა|შავ ზღვაში]] შესვლისას ქმნის დელტას.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კოდორი“-დან