ფილიპინები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტი: რჩეული სტატიის ბმული გვერდისათვის es:Filipinas; cosmetic changes
No edit summary
ხაზი 65:
 
[[ფაილი: Philippines-CIA WFB Map.png|thumb|left]]
ქვეყანასახელმწიფო [[სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია|სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში]] მდებარეობს, ფილიპინების არქიპელაგზე.არქიპელაგის ფართობი:კუნძულებზე, 300.000წყნარი კვოკეანის დასავლეთ ნაწილში.კმ [[არქიპელაგი|არქიპელაგის]] 7100 კუნძულიდან უდიდესია 11 (ტერიტორიის 96%) - [[ლუსონი]], [[მინდანაო]], [[სამარი (კუნძული)|სამარი]], [[ნეგროსი]], [[პალავანი]], [[პანაი]], [[მინდორო]], [[ლეიტე]], [[სებუ]], [[ბოჰოლი]], [[მასბატე]].
== ბუნება ==
 
ფილიპინის კუნძულები დასავლეთ წყნაროკეანურ გეოსინკლინურ სარტყელში მდებარე კუნძულთა რკალების ნაწილია. იგი გადაჭიმულია 1800 კმ-ზე მეტ მანძილზე. უმთავრეს კუნძულთა სანაპირო ზოლი ძლიერ შეჭრილ-შემოჭრილია. აღმოსავლეთ სანაპიროს გაყოლებით გადის [[ფილიპინის ღარი]]. ჭარბობს მთიანი რელიეფი. საშუალო სიმაღლე 1500-2000 მ (მაქსიმალური 2953 მ - [[ვულკანი]] [[აპო (ვულკანი)|აპო]] კუნძულ მინდანაოზე). დამახასიათებელია ციცაბოკალთებიანი, ძლიერ დანაწევრებული, მოკლე მასივები და მოქმედი ვულკანები. მნიშვნელოვანი ფართობი უჭირავს დაბალმთიანეთს, მაღლობსა და პლატოებს, ტერიტორიის მცირე ნაწილი დაბლობია. სასარგებლო წიაღისეულიდან მოიპოვება [[რკინის მადანი|რკინის]], [[სპილენძი|სპილენძის]], [[მანგანუმი|მანგანუმის]], [[ნიკელი|ნიკელის]], [[კობალტის]], [[ქრომი|ქრომის]], [[ვერცხლისწყალი|ვერცხლისწყლის]] [[მადანი]], [[ქვანახშირი]], [[ბუნებრივი აირი]]. [[ჰავა]] ტერიტორიის დიდ ნაწილში ეკვატორულია, ჩრდილოეთით სუბ-ეკვატორული, მუსონური. ჰაერის ტემპერატურა სანაპიროზე მთელი წლის განმავლობაში 24-დან 28°C-მდეა, მთაში მცირდება 15-17°C-მდე. ტერიტორიის დიდ ნაწილში ნალექები 2000 მმ-ზე მეტია წელიწადში, ქედების განაპირა კალთებზე - 3500-4000 მმ, მთათაშუა ხეობებში და ზოგიერთ სამხრეთ კუნძულზე - 1000 მმ-ზე ნაკლებია. ყოველწლიურად, აგვისტო-ოქტომბერში, დაახლოებით 20-ჯერ აღინიშნება [[ტაიფუნი]]. მდინარეები მოკლეა, წყალუხვი. მთავარი მდინარეებია: მინდანაო, აგუსანი, პამპანგა, აგნო, კაგაიანი. შედარებით დიდინ ტბებია ბაი, ლანაო და ტაალი. ნიადაგებიდან ჭარბობს ლატერიტული წითელმიწები და ყვითელმიწები, რომელთაც მთაში მთის წაბლა ნიადაგი ენაცვლება. ვულკანური მოქმედების რაიონში ვულკანური ნიადაგებია, მდინარეთა გაყოლებით - ალუვიური.
 
== [[ფლორა]] და [[ფაუნა]] ==
მცენარეულობა მდიდარი და მრავალფეროვანია. ფილიპინებზე დაახლოებით 10 000 სახეობის მცენარეა, აქედან დაახლოებით 40% ენდემურია. ტყეს უჭირავს ქვეყნის ფართობის დაახლოებით 40%, უმთავრესად მთაში. არქიპელაგის აღმოსავლეთ ნაწილში ჭარბობს მარადმწვანე, დასავლეთ ნაწილში ფოთოლმცვივანი ტყე. ცხოველთა სამყარო მიეკუთვნება ინდო-მალაის ზოოგეოგრაფიულ ოლქს. ფილიპინებზე არიან დიდი [[ძუძუმწოვრები]]. ბინადრობენ მაიმუნები (უმთავრესად [[მაკაკი|მაკაკები]]), მფრინავი ძაღლები, [[ვივერისებრნი|ვივერები]], ტყის კატები და სხვა. არის დაახლოებით 450 სახეობის ფრინველი. ბევრია ქვეწარმავალი. გარემომცველი წყლები მდიდარია თევზით (სარდინი, მაკრელი, თინუსი და სხვა).
== სახელმწიფო ==
Line 94 ⟶ 96:
 
== ისტორია ==
[[XVI საუკუნე|XVI საუკუნემდე]] ფილიპინების ისტორია ნაკლებადაა შესწავლილი. ზოგიერთი მონაცემით, ახ. წ. I ათასწლეულის II ნახევარში ფილიპინების მნიშვნელოვანი ნაწილი [[სუმატრა|სუმატრის]] სახელმწიფო [[შრივიჯაია|შრივიჯაიას]] გავლენის სფეროში შედიოდა. ამ პერიოდში [[ზონდის კუნძულები|ზონდის კუნძულებიდან]] ფილიპინებზე გადასახლდა მალაიელების დიდი ნაწილი. ისინი შეერივნენ ადგილობრივ მოსახლეობას. [[XIV საუკუნე|XIV]]-[[XVI საუკუნე|XVI]] საუკუნეებში ფილიპინების ნაწილი (არქიპელაგი სელუ, მინდანაო, ლუსონის ნაწილი) ნომინალურად ექვემდებარებოდა [[მაჯაპაჰიტი|მაჯაპაჰიტის იმპერიას]]. XVI საუკუნისათვის ფილიპინების არქიპელაგის ტომები და ხალხები საზოგადოებრივი განვითარების სხვადასხვა საფეხურზე იმყოფებოდნენ. ყველაზე განვითარებული ფეოდალური სამთავროები იყო სებუს, პანაისა და ლუსონის კუნძულებსა და არქიპელაგ სულუზე. [[1564]]-[[1572]] წლებში ესპანელმა კოლონიზატორებმა დაიმორჩილეს ფილიპინების მნიშვნელოვანი ნაწილი. [[1896]] წელს დაიწყო ანტიესპანური აჯანყება. 1897 წელს შეიქმნა დამოუკიდებელი ფილიპინების რესპუბლიკა, თუმცა 1898 წლის 10 დეკემბერს ესპანეთსა და აშშ-ს შორის პარიზში ხელმოწერილი საზავო ხელშეკრულებით ესპანეთმა ფილიპინები აშშ-ს დაუთმო. 1899-1901 წწ-ში ამერიკელებმა ფილიპინები დაიკავეს. ფილიპინებმა [[აშშ]]-სგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა [[1946]] წელს. პრეზიდენტი
 
[[აშშ]]-სგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა [[1946]] წელს. პრეზიდენტი ფერდინანდ მარკოსი დამხობილ იქნა კორასონ აკინოს სახალხო მოძრაობის მიერ ([[1986]]). [[1987]]-[[1992|92]] წლებში სამხედრო გადატრიალების 7 მცდელობა იყო, მაგრამ აკინომ შეინარჩუნა ხელისუფლება.
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფილიპინები“-დან