ამირანის გორა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+ლიტერატურა
No edit summary
ხაზი 1:
'''ამირანის გორა''', ''თავშან-თაფა'' - [[ენეოლითი |ენეოლით]]-ადრინდელი [[ბრინჯაოს ხანა|ბრინჯაოს ხანის]] [[ნასოფლარი]] ქ. [[ახალციხე (ქალაქი)|ახალციხის]] მახლობლად, [[მდინარე]] [[ფოცხოვი]]ს მარცხენა ნაპირას.
 
გათხრები დაიწყო 1953 წელს (ხელმძღვანელი ტ. ჩუბინიშვილი). ამირანის გორის სამხრეთ კალთაზე აღმოჩნდა ადრინდელი ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. III ათასწლეული) ტერასურად განლაგებული ნასოფლარი. მადნის გამოსადნობი სახელოსნო, მსხვერპლის შესაწირავი მოედნები, სამაროვნები. საშენად გამოყენებულია კლდისა და რიყის ქვა, თიხის ხსნარი, ზოგჯერ ალიზი და ხის მასალა. ნაგებობანი გადახურულია ბანურად. ოთხკუთხა საცხოვრებელ ოთახების შუაში კერებია. გვხვდება სამეურნეო დანიშნულების მოგრძო ნაგებობაბი. სახლების იატაკქვეშ ან კედლებს შორის ჩვილ ბავშვთა სამარხებია. აღმოჩენილია სხვადასხვა დანიშნულების შავი, ნაცრისფერი და მოწითალო, ორნამენტიანი და სადა თიხის ჭურჭელი, კერის სადგარები, რომლებიც ასახიერებენ კერის გამანაყოფიერებელ მამრობითი სქესის ღვთაებას, ქვის იარაღი, ძვლის კვირისტავი, ბრინჯაოს ნამგალი, სპილენძის სადგისები, ისპირისპირი, სატევრისპირი, სამკაული.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ამირანის_გორა“-დან