გურჯაანის ყველაწმინდა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 15:
 
== არქიტექტურა ==
ტაძარი აგებულია შერეული მასალით: კარგად შერჩეული ფორმის რიყის ქვით ამოყვანილია გარეთა კედლები, [[აფსიდა]], გვერდითი ნავები და პატრონიკეები; შირიმი ნახმარია კედლების კუთხეებში (წყობის გასამაგრებლად), ხოლო აგურით ამოყვანილია მთელი შუა ნავი, კედელ-[[კამარა]]-გუმბათებიანად. ჩვეულებრივი კვადრატული აგურის გარდა, აქ გვხვდება საგანგებო ფორმის აგური სვეტისთავებისა და სხვა სპეციფიკური დეტალებისათვის. ნავებიცა და გუმბათიც გადახურულია ღარისებური [[კრამიტი|კრამიტით]].
ტაძარი აგებულია შერეული მასალით: კარგად შერჩეული ფორმის რიყის ქვით ამოყვანილია გარეთა კედლები, [[აფსიდა]], გვერდითი ნავები და პატრონიკეები; შირიმი ნახმარია კედლების კუთხეებში (წყობის გასამაგრებლად), ხოლო აგურით ამოყვანილია მთელი შუა ნავი, კედელ-[[კამარა]]-გუმბათებიანად. ჩვეულებრივი კვადრატული აგურის გარდა, აქ გვხვდება საგანგებო ფორმის აგური სვეტისთავებისა და სხვა სპეციფიკური დეტალებისათვის. ნავებიცა და გუმბათიც გადახურულია ღარისებური [[კრამიტი|კრამიტით]]. ტაძრის [[ინტერიერი (არქიტექტურა)|ინტერიერი]] სამ ნავად იყოფა. შუა, მაღალი ნავი ორფერდა სახურავითაა გადახურული, ნალისებრი აფსიდით სრულდება და სამი კვადრატისაგან შედგება. პირველსა და მესამე კვადრატებზე ამოყვანილია რვაწახნაგა გუმბათები ტრომპების მეშვეობით (ტრომპი კონსტრუქციაა, რომლითაც გუმბათის წრიული საფუძველი საფეხურებრივად უკავშირდება საყრდენ კვადრატს). დასავლეთი გუმბათი ოდნავ მაღალი და განიერია, ვიდრე აღმოსავლეთი. ნალისებრი აფსიდის გვერდით საკურთხევლის დამხმარე სათავსები: სამკვეთლო (ჩრდილოეთით) და სადიაკვნეა (სამხრეთით). მთავარ ნავს სამხრეთსა და ჩრდილოეთიდან ეკვრის კამარებით გადახურული ორი გვერდითი ნავი, რომლებიც ერთმანეთს თავიანთივე სიგანის ნავით უკავშირდებიან დასავლეთის მხრიდან. სამივე ნავი ორსართულიანია, აღმოსავლეთ ბოლოებში დამატებითი სამლოცველო ეკვდერებით, ხოლო დასავლეთი ნაწილი სამ იარუსად განლაგებული თაღებით იხსნება და წარმოქმნის პატრონიკეს, ანუ საგანგებო ადგილს საზოგადოების მაღალი წრის წარმომადგენლებისათვის ლიტურგიის მოსასმენად. პატრონიკეებად შეიძლება ჩაითვალოს ასევე ჩრდილოეთი და სამხრეთი მეორე სართულის სათავსები. ტაძარს შესასვლელი აქვს სამხრეთიდან და დასავლეთიდან. დასავლეთ მხარეს ამ ფუნქციას ითავსებს დამატებითი სწორკუთხა მოყვანილობის სათავსი - ნარტექსი, დასავლეთ სათავსს მთელ სიგრძეზე ეკვრის და ტაძრის მშენებლობის თანადროულად მიიჩნევა. იგი ვიწრო კარით უკავშირდება ტაძრის მთავარ სივრცეს და აქვს კიდევ ერთი მცირე ზომის ნიშა ზედა სართულზე ასასვლელად. მის თავზე ღია ტერასაა, რომელსაც ადრე მოაჯირი უნდა ჰქონოდა. ტაძარში მიმსვლელი თავდაპირველად აღმოსავლეთ ფასადს მიადგება. ის სხვა ფასადებზე მეტად არის გაფორმებული. დეკორატიული მორთულობის ძირითადი ელემენტია ქვის წყობაში თითო საფეხურით შეღრმავებული, ნალისებური თაღებით დაბოლოებული არეები, რომლებიც შიდასტრუქტურულ დანაწილებას იმეორებენ. შუა ნაწილის ორი თაღი ყველაზე მაღალია და შესაყართან დეკორატიული ჯვარი ადგათ თავზე. გვერდით ნავებში ორ-ორი თაღით, სარკმლებია. ამათგან პირველი სართულის სარკმლებს თავზე ჯვრები აქვთ გამოსახული. მოზრდილი ჯვარი უნდა ყოფილიყო საკურთხევლის სარკმლის თავზე, რომელიც კომპოზიციურ ცენტრად შეიძლება ჩაითვალოს. სამხრეთ ფასადზე, პირველი სართულის დონეზე შირიმით მოპირკეთებული ფართო კარია. მის თავზე შირიმისავე ქვის წყობით გამოყვანილი ყვითელი ჯვარი რიყის ქვის წყობაშია ჩასმული და შემოფარგლულია ნალისებური თაღით. ამ თაღის გასწვრივ, აღმოსავლეთით, გაჭრილია სწორკუთხა მოყვანილობის დიდი სარკმელი, რომელიც სადიაკვნეს ეკუთვნის და გვიანდელი უნდა იყოს. შესასვლელის ზემოთ მეორე სართულის გარშემოსასვლელის ოთხი თაღია გახსნილი. კარი და სარკმლები მკვეთრად გამოიყოფა ფასადის დიდ, დაუნაწევრებელ ზედაპირზე და ძალიან მკაფიო რიტმულ მახვილს ქმნის მის ცენტრში. რიტმულობის შთაბეჭდილების ზრდის შუა ნავის სარკმლებიც და განსაკუთრებით ორი გუმბათის ყელი დასაფეხურებული საფასადო სიბრტყეებითა და მათ შორის დატოვებული ინტერვალით. ჩრდილოეთი ფასადი არქიტექტურული ფორმებით სამხრეთის ანალოგიურია, მაგრამ აქ არ არის ტაძარში შესასვლელი. ჩრდილოეთ პატრონიკეს ოთხი ღიობი. აქედან სამი სარკმელია და ერთიც კარი, რომელიც მეორე სართულის წინ ადრე არსებულ ბაქანზე უნდა გასულიყო. დასავლეთ ფასადი ყველაზე ნაკლებადაა გამომსახველი. მთავარ მახვილად აღიქმება აგურით ნაწყობი ნალისებურთაღიანი, განიერი და მაღალი შესასვლელი, რომელიც ნარტექსის თავზე მოწყობილ ტერასას დასავლეთ პატრონიკესთან აკავშირებს. [[ვახუშტი ბატონიშვილი|ვახუშტი ბატონიშვილის]] მიხედვით, გურჯაანის ყველაწმინდა ჯერ კიდევ [[თამარ მეფე|თამარ მეფის]] დროიდან ენისელ მოურავთა მფლობელობაში ყოფილა, ხოლო XVII საუკუნიდან თავად ჯანო ანდრონიკაშვილის სამფლობელოს წარმოადგენდა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი თავად [[ნოდარ ჯორჯაძე|ნოდარ ჯორჯაძეს]] გადაეცა, რომლის სახელსაც უკავშირდება ტაძრის ძირეული რესტავრაცია და გადაკეთება XVII საუკუნეშივე. ის უმთავრესად შეეხო აღმოსავლეთის ფასადის ცენტრალურ დეკორატიულ თაღს, ასევე გამაგრდა დასავლეთ გუმბათის ყელი, კარნიზი და გადახურვა. სავარაუდოდ, ამ პერიოდშივე უნდა დაფარულიყო ტაძრის კედლები ფერწერით. სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობია აქ არსებული მოხატულობანი. ტაძრის მომდევნო რეკონსტრუქცია 1938 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურმა წარმართა. გაიწმინდა ტაძრის დასავლეთ ნაწილი მიწის საფარისაგან და გამოჩნდა პატრონიკესაკენ მიმავალი კიბის მცირე ნაშთები. სამწუხაროდ ამ სამუშაოების დროს შეიცვალა სამხრეთ ფასადის თავდაპირველი სახე, ამოშენდა ოთხი დიდი ღიობი და აგრეთვე ჩრდილოეთ ფასადის აღმოსავლეთი ღიობი. გამაგრდა და შეკეთდა რიგი არქიტექტურული ელემენტები, რის გამოც ზოგიერთმა დეტალმა თავდაპირველი ფორმა დაკარგა. ამ სამუშაოების დროს ტაძრის სამხრეთ ფასადთან, რამდენიმე ნაბიჯში გაიხსნა საიდუმლო ოთახი, რომელიც გადახურული ყოფილა ნახევარწრიული კამარით.
 
ტაძრის [[ინტერიერი (არქიტექტურა)|ინტერიერი]] სამ ნავად იყოფა. შუა, მაღალი ნავი ორფერდა სახურავითაა გადახურული, ნალისებრი აფსიდით სრულდება და სამი კვადრატისაგან შედგება. პირველსა და მესამე კვადრატებზე ამოყვანილია რვაწახნაგა გუმბათები ტრომპების მეშვეობით (ტრომპი კონსტრუქციაა, რომლითაც გუმბათის წრიული საფუძველი საფეხურებრივად უკავშირდება საყრდენ კვადრატს). დასავლეთი გუმბათი ოდნავ მაღალი და განიერია, ვიდრე აღმოსავლეთი.
 
ნალისებრი აფსიდის გვერდით საკურთხევლის დამხმარე სათავსები: სამკვეთლო (ჩრდილოეთით) და სადიაკვნეა (სამხრეთით). მთავარ ნავს სამხრეთსა და ჩრდილოეთიდან ეკვრის კამარებით გადახურული ორი გვერდითი ნავი, რომლებიც ერთმანეთს თავიანთივე სიგანის ნავით უკავშირდებიან დასავლეთის მხრიდან. სამივე ნავი ორსართულიანია, აღმოსავლეთ ბოლოებში დამატებითი სამლოცველო ეკვდერებით, ხოლო დასავლეთი ნაწილი სამ იარუსად განლაგებული თაღებით იხსნება და წარმოქმნის პატრონიკეს, ანუ საგანგებო ადგილს საზოგადოების მაღალი წრის წარმომადგენლებისათვის ლიტურგიის მოსასმენად. პატრონიკეებად შეიძლება ჩაითვალოს ასევე ჩრდილოეთი და სამხრეთი მეორე სართულის სათავსები.
 
ტაძარს შესასვლელი აქვს სამხრეთიდან და დასავლეთიდან. დასავლეთ მხარეს ამ ფუნქციას ითავსებს დამატებითი სწორკუთხა მოყვანილობის სათავსი - ნარტექსი, დასავლეთ სათავსს მთელ სიგრძეზე ეკვრის და ტაძრის მშენებლობის თანადროულად მიიჩნევა. იგი ვიწრო კარით უკავშირდება ტაძრის მთავარ სივრცეს და აქვს კიდევ ერთი მცირე ზომის ნიშა ზედა სართულზე ასასვლელად. მის თავზე ღია ტერასაა, რომელსაც ადრე მოაჯირი უნდა ჰქონოდა.
ტაძარში მიმსვლელი თავდაპირველად აღმოსავლეთ ფასადს მიადგება. ის სხვა ფასადებზე მეტად არის გაფორმებული. დეკორატიული მორთულობის ძირითადი ელემენტია ქვის წყობაში თითო საფეხურით შეღრმავებული, ნალისებური თაღებით დაბოლოებული არეები, რომლებიც შიდასტრუქტურულ დანაწილებას იმეორებენ. შუა ნაწილის ორი თაღი ყველაზე მაღალია და შესაყართან დეკორატიული ჯვარი ადგათ თავზე. გვერდით ნავებში ორ-ორი თაღით, სარკმლებია. ამათგან პირველი სართულის სარკმლებს თავზე ჯვრები აქვთ გამოსახული. მოზრდილი ჯვარი უნდა ყოფილიყო საკურთხევლის სარკმლის თავზე, რომელიც კომპოზიციურ ცენტრად შეიძლება ჩაითვალოს.
სამხრეთ ფასადზე, პირველი სართულის დონეზე შირიმით მოპირკეთებული ფართო კარია. მის თავზე შირიმისავე ქვის წყობით გამოყვანილი ყვითელი ჯვარი რიყის ქვის წყობაშია ჩასმული და შემოფარგლულია ნალისებური თაღით. ამ თაღის გასწვრივ, აღმოსავლეთით, გაჭრილია სწორკუთხა მოყვანილობის დიდი სარკმელი, რომელიც სადიაკვნეს ეკუთვნის და გვიანდელი უნდა იყოს. შესასვლელის ზემოთ მეორე სართულის გარშემოსასვლელის ოთხი თაღია გახსნილი. კარი და სარკმლები მკვეთრად გამოიყოფა ფასადის დიდ, დაუნაწევრებელ ზედაპირზე და ძალიან მკაფიო რიტმულ მახვილს ქმნის მის ცენტრში. რიტმულობის შთაბეჭდილების ზრდის შუა ნავის სარკმლებიც და განსაკუთრებით ორი გუმბათის ყელი დასაფეხურებული საფასადო სიბრტყეებითა და მათ შორის დატოვებული ინტერვალით. ჩრდილოეთი ფასადი არქიტექტურული ფორმებით სამხრეთის ანალოგიურია, მაგრამ აქ არ არის ტაძარში შესასვლელი. ჩრდილოეთ პატრონიკეს ოთხი ღიობი. აქედან სამი სარკმელია და ერთიც კარი, რომელიც მეორე სართულის წინ ადრე არსებულ ბაქანზე უნდა გასულიყო.
დასავლეთ ფასადი ყველაზე ნაკლებადაა გამომსახველი. მთავარ მახვილად აღიქმება აგურით ნაწყობი ნალისებურთაღიანი, განიერი და მაღალი შესასვლელი, რომელიც ნარტექსის თავზე მოწყობილ ტერასას დასავლეთ პატრონიკესთან აკავშირებს.
[[ვახუშტი ბატონიშვილი|ვახუშტი ბატონიშვილის]] მიხედვით, გურჯაანის ყველაწმინდა ჯერ კიდევ [[თამარ მეფე|თამარ მეფის]] დროიდან ენისელ მოურავთა მფლობელობაში ყოფილა, ხოლო XVII საუკუნიდან თავად ჯანო ანდრონიკაშვილის სამფლობელოს წარმოადგენდა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი თავად [[ნოდარ ჯორჯაძე|ნოდარ ჯორჯაძეს]] გადაეცა, რომლის სახელსაც უკავშირდება ტაძრის ძირეული რესტავრაცია და გადაკეთება XVII საუკუნეშივე. ის უმთავრესად შეეხო აღმოსავლეთის ფასადის ცენტრალურ დეკორატიულ თაღს, ასევე გამაგრდა დასავლეთ გუმბათის ყელი, კარნიზი და გადახურვა. სავარაუდოდ, ამ პერიოდშივე უნდა დაფარულიყო ტაძრის კედლები ფერწერით. სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობია აქ არსებული მოხატულობანი.
ტაძრის მომდევნო რეკონსტრუქცია 1938 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურმა წარმართა. გაიწმინდა ტაძრის დასავლეთ ნაწილი მიწის საფარისაგან და გამოჩნდა პატრონიკესაკენ მიმავალი კიბის მცირე ნაშთები. სამწუხაროდ ამ სამუშაოების დროს შეიცვალა სამხრეთ ფასადის თავდაპირველი სახე, ამოშენდა ოთხი დიდი ღიობი და აგრეთვე ჩრდილოეთ ფასადის აღმოსავლეთი ღიობი. გამაგრდა და შეკეთდა რიგი არქიტექტურული ელემენტები, რის გამოც ზოგიერთმა დეტალმა თავდაპირველი ფორმა დაკარგა. ამ სამუშაოების დროს ტაძრის სამხრეთ ფასადთან, რამდენიმე ნაბიჯში გაიხსნა საიდუმლო ოთახი, რომელიც გადახურული ყოფილა ნახევარწრიული კამარით.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
{{commonscat-inline|Kvelatsminda Church, Gurjaani}}