კახეთის სამთავრო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
 
== კახეთის სამთავროს წარმოქმნა და ჩამოყალიბება ==
 
კახეთი შედიოდა [[ქართლის სამეფო]]ს, ხოლო ქართლის მეფის ხელისუფლების გაუქმების შემდეგ, [[ქართლის საერისმთავრო]]ს შემადგენლობაში. VII ს-ში და VIII ს-ის პირველ ნახევარში ქართლი მოიცავდა მთელ აღმოსავლეთ საქართველოს და ის [[არაბთა სახალიფო]]ს ქვეშევრდომი იყო, მაგრამ VIII ს-ის მეორე ნახევარში, აღმოსავლეთ საქართველოში, არაბული წყაროები ცალკ-ცალკე ასახელებენ ქართლსა (ჯურზან) და სანარიას, რაც ამ დროს კახეთს გულისხმობს. კახეთის სამთავროს წარმოშობა უშუალოდ უკავშირდება [[წანარები]]ს, [[წანარეთი]]ს ხევის ისტორიას. წანარეთისა და წანარების შესახებ ცნობები მოგვეპოვება ქართულ, არაბულ და სომხურ საისტორიო წყაროებში. ქართული წყაროების „წანარეთი“, არაბული წყაროების „სანარია“ და სომხური წყაროების „წანარქ“ აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ეთნო-ადმინისტრაციული ერთეულია. წანარეთი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, [[დარიალი]]ს კარის, მდინარე [[არაგვი]]ს სათავეებში მდებარეობდა და მოიცავდა [[ჯვრის უღელტეხილი|ჯვრის უღელტეხილსა]] და მისი მიმდგომი მხარის მიწა-წყალს (თანამედროვე [[ყაზბეგის მუნიციპალიტეტი|ყაზბეგის რაიონს]]). ეს მხარე მდიდარია IX-X საუკუნეების საკულტო ძეგლებით. XVI-XVII საუკუნეების რუსულ წყაროებში არაგვის საერისთავოს სიონის (სონის) საერისთავო ეწოდება, რაც მიუთითებს სიონის მნიშვნელობაზე არაგვის ხეობაში, რის საფუძველზეც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ წანარეთის ადმინისტრაციული ცენტრი სიონ-გარბანში იყო. საისტორიო წყაროებში ის აგრეთვე მოიხსენიება როგორც „წანარეთის ხევი“. დროთა განმავლობაში „წანარეთი“ ჩამოშორდა და დარჩა „ხევი“. ამ „ხევის“ ფარგლებში იყო [[კავკასიონი]]ს ერთ-ერთი მთავარი გასასვლელი, [[დარიალის ხეობა]], რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ანტიკური ხანისა და შუა საუკუნეების კავკასიის ისტორიაში. მას ჰქონდა როგორც სავაჭრო ეკონომიკური, ისე სამხედრო-პოლიტიკური მნიშვნელობა (ამ გზით ქართველები და უცხოელი დამპყრობლებიც ქირაობდნენ სამხედრო რაზმებს), გარდა ამისა, აქედან სამხრეთ კავკასიაში და [[წინა აზია]]ში იჭრებოდნენ ჩრდილოკავკასიელი მომთაბარეები, ამიტომ დარიალის ჩაკეტვით დაინტერესებულნი იყვნენ როგორც ქართველი ხელისუფლები, ისე წინა აზიაში გაბატონებული დამპყრობლები და რადგანაც დარიალი და არაგვის ხეობა კახეთთან იყო დაკავშირებული, წანარების ისტორია ორგანულად უკავშირდება კახეთისას.
 
VII საუკუნის შუა წლებში წანარები, სხვა ქართულ ადმინისტრაციულ ერთეულებთან ერთად, არაბთა მფლობელობაში მოექცნენ. მართალია, არაერთგზის ჰქონდა ადგილი დამპყრობთათვის დაუმორჩილებლობასა და ხარკის გადახდაზე უარის თქმას, მაგრამ [[არაბთა სახალიფო|არაბთა სახალიფოს]] დამსჯელი ექსპედიციები ახერხებდნენ ძველი მდგომარეობის აღდგენას. VIII საუკუნის შუა წლებიდან კი წანართა ურჩობამ სისტემატიური ხასიათი მიიღო. ჩანს ამავე საუკუნის 70-80-იანი წლებიდან იწყება მათი ბრძოლის გააქტიურება. ამასთანავე წანარები სათავეში უდგებიან (თუ წარმართავენ?) კახეთის გაერთიანებისა და ერთიანი სამთავროს ჩამოყალიბების პროცესს. ბრძოლა დაძაბულია, გამოგზავნილი სამხედრო ძალები უმრავლეს შემთხვევაში მარცხდებიან. სავარაუდოა, რომ VIII საუკუნის 60-70-იან წლებში უკვე არსებობს წანართა მოთავეობით არაბთა წინააღმდეგ საერთო ძალით ბრძოლის კავშირი, რომელიც პოლიტიკურ ორგანიზმად ყალიბდება, რომელსაც არაბები სანარიას უწოდებენ, ქართველები კი კახეთს. ნიშანდობლივია, რომ იგივე წყაროები VIII ს-ის ბოლოსა და IX საუკუნის დასაწყისის მოვლენებში ჯურზანს (საკუთრივ ქართლს) და სანარიას (კახეთს) ერთმანეთს უპირისპირებენ. იმდროინდელი არაბული წყაროების სანარია უკვე ქართლიდან გამოყოფილი კახეთის სამთავროა, სადაც წამყვან ძალას წანარები წარმოადგენენ. კახეთის პირველი მთავრები, ჩანს, წანართა დინასტიიდან იყვნენ. VIII ს-ის 80-იან წლებში კახეთის გაერთიანება, სამთავროს შექმნა წანართა მოთავეობით მომხდარი ფაქტია.

იმყოფებოდნენ რა არაბთა წინააღმდეგ ბრძოლის სათავეში და საფუძველს უყრიდნენ კახეთის ქვეყნების გაერთიანებასა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას, წანარები ენით ქართველები, სარწმუნოებით მართლმადიდებელი ქრისტიანები იყვნენ და კახეთის სამთავროს ქართული სახელმწიფოს შექმნას ემსახურებოდნენ.
 
== ქორეპისკოპოსობა და ქორეპისკოპოსები ==
 
არსებობს მოსაზრება, რომ წანართა ქორეპისკოპოსები, კერძოდ პირველი [[გრიგოლი (ქორეპისკოპოსი)|ქორეპისკოპოსი გრიგოლი ]] (787-827 წწ.) ბაგრატიონი იყო. გრიგოლის შემდეგ ქორეპისკოპოსები გარდაბნელი დონაურები ხდებიან (837-881 წწ.), ხოლო მათი შემდგომი ქორეპისკოპოსები არევმანელები იყვნენ (881-1037 წწ.). არსებობს მოსაზრება, რომ [[ფადლა I|ფადლა არევმანელი]] პირველი ქორეპისკოპოსის, გრიგოლის შთამომავალი ე.ი. ისიც ბაგრატიონი იყო. 1037 წლიდან კახეთის გამგებლები კვირიკიანები ხდებიან, [[კვირიკე III|კვირიკე III-ის]] (1010-1037 წწ.) შემდეგ კახეთის მეფეა მისი დისწული, [[ტაშირ-ძორაგეტის სამეფო|ტაშირ-ძორაგეტის]] მეფის, დავით ბაგრატიონის ვაჟი - გაგიკი. ეს დინასტია [[აღსართან II|აღსართან II-ით]] სრულდება, რომლის შემდეგ კახეთ-ჰერეთი ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში შედის. უკანასკნელად ქორეპისკოპოსის ტიტულს [[დავითი (ქორეპისკოპოსი)|დავითი]] ატარებდა. მისი მომდევნო ხელისუფალნი უკვე „კახთა და რანთა (ჰერთა) მეფედ“ იწოდებოდნენ. ქორეპისკოპოსები წერილობით წყაროებში ზოგჯერ მეფეებად იწოდებიან, ისევე, როგორც ქართლის ერისმთავრები და ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონები. ქორეპისკოპოსი სასულიერო ტიტულია. ის აერთიანებს საერო და სასულიერო ხელისუფლებას. კახეთის მთავრები კი საერო პირები იყვნენ, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ რადგან კახეთის გაერთიანების საქმეში წამყვან ძალას წანარები წარმოადგენდნენ, პირველი მთავრებიც მათი ქორეპისკოპოსები იყვნენ, ხოლო კახეთის ერთიანი სამთავროს შექმნის შემდეგ ხდება ქორეპისკოპოსის საერო ხელისუფლად, მთავრად ტრანსფორმაცია. საერო და საულიერო ხელისუფლების ერთი პირის ხელში გაერთიანების ტრადიცია კი საქართველოს მთიანეთისათვის უცხო არ არის. XI საუკუნის დასწყისიდან კახეთის მთავრები „მეფის“ ტიტულს იღებენ და იწოდებიან „კახთა და რანთა“ ე.ი. კახეთისა და ჰერეთის მეფეებად. კახეთის ქორეპისკოპოსებმა რომ ნამდვილად დაიმკვიდრეს საერო მმართველის სტატუსი, ამის დადასტურებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ უკვე IX ს-ში ისინი კახეთის სამთავროს უზენაესი სამოქალაქო ხელისუფალნი არიან, ასეთ როლში გამოდიან ისინი საერთაშორისო არენაზე, სადაც ოფიციალური ბიზანტიური ხელისუფლება მათ წანართა არქონტს უწოდებს.
 
ქორეპისკოპოსი სასულიერო ტიტულია. ის აერთიანებს საერო და სასულიერო ხელისუფლებას. კახეთის მთავრები კი საერო პირები იყვნენ, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ რადგან კახეთის გაერთიანების საქმეში წამყვან ძალას წანარები წარმოადგენდნენ, პირველი მთავრებიც მათი ქორეპისკოპოსები იყვნენ, ხოლო კახეთის ერთიანი სამთავროს შექმნის შემდეგ ხდება ქორეპისკოპოსის საერო ხელისუფლად, მთავრად ტრანსფორმაცია. საერო და საულიერო ხელისუფლების ერთი პირის ხელში გაერთიანების ტრადიცია კი საქართველოს მთიანეთისათვის უცხო არ არის. XI საუკუნის დასწყისიდან კახეთის მთავრები „მეფის“ ტიტულს იღებენ და იწოდებიან „კახთა და რანთა“ ე.ი. კახეთისა და ჰერეთის მეფეებად. კახეთის ქორეპისკოპოსებმა რომ ნამდვილად დაიმკვიდრეს საერო მმართველის სტატუსი, ამის დადასტურებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ უკვე IX ს-ში ისინი კახეთის სამთავროს უზენაესი სამოქალაქო ხელისუფალნი არიან, ასეთ როლში გამოდიან ისინი საერთაშორისო არენაზე, სადაც ოფიციალური ბიზანტიური ხელისუფლება მათ წანართა არქონტს უწოდებს.
 
== კახეთის სამთავროს ტერიტორია ==
Line 19 ⟶ 25:
 
== ეკონომიკა ==
 
კახეთის სამთავრო ეკონომიკურად დაწინაურებული მხარე იყო. აქ შერწყმული იყო მთისა და ბარის მეურნეობის დარგები: ინტენსიური მიწათმოქმედება, მევენახეობა, მებაღეობა და სახნავი მიწათმოქმედება ბარისა და ალპურ მესაქონლეობასთან, რის საფუძველსაც საზაფხულო და საზამთრო საძოვრების სიუხვე ქმნიდა. მდინარეები [[იორი]] და [[ალაზანი]] კარგად იყო გამოყენებული ფართო სარწყავი სისტემის შესაქმნელად, რაც ქმნიდა პირობას მიწის ფართო მასშტაბით გამოსაყენებლად სოფლის მეურნეობის ინტენსიური დარგების განვითარებისათვის. მდინარეების - ივრისა და ალაზნის ზემო წელზე, მთიან ზოლში წამყვანი დარგი მესაქონლეობა იყო. დიდი რაოდენობით ცხენებისა და ცხვრის არსებობაზე საინტერესო მითითებას იძლევა X საუკუნის არაბი ისტორიკოსი იაკუთი. 828/30 წ. არაბთა წინააღმდეგ დამარცხებული სანარები (კახეთის სამთავრო) 3 000 ცხენითა და 20 000 ცხვრით იხდიან კონტრიბუციას, ესაა მათი მეურნეობის ძირითადი და საუკეთესო ნაყოფი. ალბათ ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს ის გარემოება, რომ განთქმული ცხენის ჯიშის მფლობელ არაბთათვის 3 000 კახურ ცხენს მნიშვნელოვანი ფასი ჰქონდა. კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთების მოსახლეობა, მათ შორის თუშები, მეჯოგე ტომები იყვნენ, რომელთაც კავკასიონზე ალპური საძოვრები ჰქონდათ, ხოლო ივრისა და ალაზნის ველებს, აგრეთვე მტკვრის მარცხენა სანაპიროს საზამთრო საძოვრებად იყენებდნენ. ამდენად, კავკასიონის მთელი მოსახლეობა ეკონომიკურად კახათთან იყო დაკავშირებული, რაც განაპირობებდა კახეთისადმი პოლიტიკურ დაქვემდებარებას.
 
Line 31 ⟶ 38:
 
=== ურთიერთობა ქართულ სამეფო-სამთავროებთან ===
კახეთის სამთავრო აქტიურად მონაწილეობდა იმ ბრძოლაში, ამ დროს მიმდინარეობდა შიდა ქართლისათვის და რომელსაც ქართული საისტორიო თხზულება უწოდებს ბრძოლას „ქართლსა ზედა“. ეს „ქართლი“ საქართველოსა და ამიერკავკასიის ცენტრალური რეგიონია და უდიდესი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელი იყო და არის ახლაც.

კახეთის სამთავრო საზღვრების გაფართოებას თავისი მეზობელი ჰერეთის ხარჯზეც ცდილობდა. ბრძოლა ცვალებადი უპირატესობით მიმდინარეობდა. X საუკუნის დასაწყისში უპირატესობა კახეთის მხარეს იყო, მაგრამ შემდეგ ქორეპისკოპოსმა [[კვირიკე I|კვირიკე I-მა]] (893-918 წწ.) ვერ გაბედა ჰერეთის წინააღმდეგ დამოუკიდებლად გამოსვლა და კავშირი შეკრა [[აფხაზთა სამეფო|აფხაზთა სამეფოსთან]]. ჰერეთის მეფე [[ადარნასე პატრიკი|ადარნასე პატრიკმა]] (IX საუკუნის ბოლო - X საუკუნის 40-იანი წლები) ვერ გაბედა წინააღმდეგობის გაწევა და ზავის მისაღწევად კვირიკე ქორეპისკოპოსსა და [[კონსტანტინე III (აფხაზთა მეფე)|კონსტანტინე III-ს]] გადასცა ჰერეთის ციხეები: [[არიშის ციხე|არიში]], გავაზნი და ორჭობი. მალე ვითარება [[ჰერეთის სამეფო|ჰერეთის]] სასარგებლოდ იცვლება. 936 წელს კახეთი დაარბია აზერბაიჯანის მმართველმა „''მოვიდეს სარკინოზნი, რომელთა უხმობდეს საჯობით და მოტყუენეს კახეთი''“, მოგვითხრობს ქართველი მემატიანე. ამის შემდეგ ჰერთა მეფემ შეძლო თავისი ციხეების დაბრუნება.

კახეთის მთავრები, ასევე, ცდილობდნენ ესარგებლათ დასავლეთ საქართველოში მდგომარეობის გართულებით და ქორეპისკოპოსი მხარს უჭერს „აფხაზთა მეფე“ [[დემეტრე II (აფხაზთა მეფე)|დემეტრეს]] წინააღმდეგ მებრძოლ მის ძმას, თეოდოსის. როგორც კი დასავლურქართული სახელმწიფო ანარქიამ მოიცვა , კახთა მთავარმა განაგრძო ბრძოლა შიდა ქართლისათვის „მოადგეს კახნი და მოადგეს უფლის ციხესა“, მაგრამ ბედმა არ გაუღიმათ. ახლა უკვე ის დროა (X საუკუნის 70-იანი წლები), როცა ქართული ქვეყნების ერთ სახელმწიფოდ გაერთიანების საქმე რეალურ საფუძველზე დადგა. კახთა წინააღმდეგ ტაოს მეფე [[დავით კურაპალატი]] გამოემართა და როგორც კი ეს გაიგეს „კახთა წარვიდეს ვითარცა მეოტნი და დაუტევეს ქართლი“.

X საუკუნის ბილოსა და XI საუკუნის დასაწყისში [[დავითი (ქორეპისკოპოსი)|დავითი ქორეპისკოპოსი]] (970-1009 წწ.) იბრძვის უკვე ერთიანი ფეოდალური საქართველოს პირველი მეფის, [[ბაგრატ III (საქართველოს მეფე)|ბაგრატ III-ის]] წინააღმდეგ. მათი ინტერესები ჰერეთში დაუპირისპირდა ერთმანეთს. ბაგრატმა დაიკავა ჰერეთი და იქ თავისი მოხელეები დანიშნა, თუმცა ისინი დავითს მიემხრნენ. დავით ქორეპისკოპოსის გარდაცვალების შემდეგ ბაგრატ III-მ ისევ დაიკავა ჰერეთი, შეიპყრო დავითის ძე, [[კვირიკე III]] და 1010-1014 წლებში კახეთ-ჰერეთი გაერთიანებული საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა, თუმცა ბაგრატ მეფის გარდაცვალების შემდეგ, კვირიკემ შეძლო კახეთისა და ჰერეთის დაბრუნება და იწოდა „მეფედ კახთა და ჰერთა“ და „დიდად“. ამის შემდეგ [[კახეთ-ჰერეთის სამეფო]] XII საუკუნის დასაწყისამდე, მეფე [[დავით IV აღმაშენებელი|დავით IV აღმაშენებლის]] მიერ მის დაპყრობამდე, ერთიანი საქართველოს მეფეთაგან დამოუკიდებელ სახელმწიფოს წარმოადგენდა, თუმცა ეს უკანასკნელნი მის შემოერთებას აქტიურად ცდილობდნენ.
 
== კახეთის სამთავროს ადმინისტრაციული სტრუქტურა ==
Line 37 ⟶ 50:
 
== ლიტერატურა ==
* მ. ლორთქიფანიძე, დ. მუსხელიშვილი, რ. მეტრეველი - საქართველოს ისტორია, ტ. 2 - საქართველო IV საუკუნიდან XIII საუკუნემდე, 2012 წ.
 
[[კატეგორია:კახეთის სამთავრო| ]]