ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ჩემი დილის ნაჩქარევად შესწორებულის გასწორება
ხაზი 21:
|ლიდერის_სახელი_1 = [[ბარაკ ობამა]]
|ლიდერის_ტიპი_2 = [[ჩრდილოეთი მარიანას კუნძულების მმართველების სია|მმართველი]]
|ლიდერის_სახელი_2 = [[ბენიგნოელოი ფიტალიინოსი]]
|ლიდერის_ტიპი_3 =
|ლიდერის_სახელი_3 =
ხაზი 54:
|სქოლიო =
}}
'''ჩრდილოეთ მარიანას კუნძულების თანამეგობრობა''' ([[ჩამორო (ენა)|ჩამორო]]: Sankattan Siha Na Islas Mariånas, {{lang-en|Commonwealth of the Northern Mariana Islands}}) — ორგანიზებული და შეუერთებელი სტატუსის მქონე [[ამერიკის შეერთებული შტატები|ამერიკის შეერთებულ შტატებთან]] თავისუფლად ასოცირებული ტერიტორია [[წყნარი ოკეანე|წყნარი ოკეანის]] დასავლეთ ნაწილში მდებარე [[მარიანას კუნძულები|მარიანას კუნძულებზე]]. ესაზღვრება კუნძულ [[გუამი|გუამს]] (აშშ) და [[კაროლინას კუნძულები|კაროლინას კუნძულებს]] ([[მიკრონეზიის ფედერაციული შტატები]]). იგი შედგება თხუთმეტი კუნძულისაგან. ამ ტერიტორიის საერთო ფართობი შეადგენს 463,63 კმ²-ს.
 
ჩრდილოეთ მარიანას კუნძულების მოსახლეობა შეადგენს 53 883 ადამიანს<ref name="population">[http://commerce.gov.mp/wp-content/uploads/2012/12/2010-Census-Demographics-Profile-Summary-by-District.pdf ჩრდილოეთ მარიანას კუნძულების მოსახლეობა (2010)]</ref> ([[2010]]). 2000 წელს ჩატარებული აღწერის შედეგად აქ ცხოვრობდა 69 221 ადამიანი.<ref>[http://www.census.gov/Press-Release/www/2001/cb01cn173.html Census Bureau News<!-- Bot generated title -->]</ref> მოსახლეობის 90 % ცხოვრობს კუნძულ [[საიპანი (კუნძული)|საიპანზე]]. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი აგრეთვე ცხოვრობს ორ კუნძულზე, [[ტინიანი|ტინიანზე]] და [[როტა (კუნძული)|როტაზე]]. დანარჩენი კუნძულები დაუსახლებელია.
ხაზი 64:
ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები — ეს არის [[ვულკანი|ვულკანური]] ქედებისაგან ჩამონაშალი მაღლობები. ისინი საკმაოდ მაღლებია, ასე რომ, ყველაზე მაღალი წერტილი მარიანას კუნძულების კუნძულ აგრიხანზე აღწევს 965 მეტრს. ამ კუნძულზე და კუნძულ პაგანზე არის მოქმედი ვულკანები.
 
[[კლიმატი]] ტროპიკულია, პასატურ-მუსონური ტიპის. ტემპერატურის სეზონური ცვალებადობა უმნიშვნელოა. თვის საშუალო ტემპერატურა ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებზე არის 24—29 °С. მშრალი სეზონია დეკემბრიდან ივნისის ჩათვლით, წვიმიანი სეზონი კი ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით. აგვისტოდან ნოემბრის ჩათვლით მოქმედებენ ტაიფუნები.
 
{| class="wikitable"
ხაზი 117:
მარიანას კუნძულები აღმოჩენილ იქნა [[მაგელანი]]ს ექსპედიციის მიერ 1521 წლის 6 მარტს. იქ [[პირველყოფილი საზოგადოება|პირველყოფილი საზოგადოების]] სტადიაში მყოფმა [[აბორიგენი|აბორიგენმა]] [[ჩამორო (ხალხი)|ჩამოროს]] ტომის ხალხმა ესპანელებს მოპარეს ნავი, რის გამოც მაგელანმა ამ კუნძულებს დაარქვა ქურდების კუნძული (''Las Islas de los Ladrones'').
 
მიუხედავად იმისა, რომ [[ესპანეთი|ესპანეთმა]] კუნძულები ჯერ კიდევ XVI საუკუნეში თავის საკუთრებად გამოაცხადა, პრაქტიკულად მათზე სრული კონტროლის დაწესება ესპანელებმა დაიწყეს მხოლოდ 1668 წელს. იქ გადასხდნენ ესპანელი [[იეზუიტთა ორდენი|იეზუიტი]] ბერები, რომლებმაც შეუცვალეს მას სახელი და ესპანეთის დედოფლის მარიანა ავსტრიელის საპატივცემულოდ უწოდეს მარიანას კუნძულები («Las Islas Marianas», ან «Las Marianas»). მათ დაიწყეს აბორიგენი მოსახლეობის ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოქცევა. ამან გამოიწვია მათი გააფთრებული წინააღმდეგობა, რის შედეგადაც კუნძულებზე ესპანელმა ჯარისკაცებმა ბერების მოწინააღმდეგე თითქმის ყველა მამაკაცი ამოწყვიტეს. შემდგომ წლებში მოსახლეობის რიცხვი კვლავ იზრდებოდა აბორიგენი ქალების შვილებისაგან, ესპანელ ჯარისკაცებთან და ბერებთან მათი კავშირის გამო.
 
ესპანელმა კოლონიზატორებმა პრაქტიკულად არ აითვისეს კუნძულები, XIX საუკუნის ბოლოს წყნარი ოკეანის ტერიტორიებით ძლიერ დაინტერესდა [[გერმანია]]. საბოლოოდ 1899 წლის 12 თებერვლის შეთანხმებით გერმანიამ ესპანეთისგან იყიდა მარიანისმარიანას კუნძულები, რაშიც გადაიხადა $4,5 მილიონის ეკვივალენტური თანხა ([[აშშ]]-ს მიერ [[ანექსია|ანექსირებული]] ყველაზე დიდ და მარიანას არქიპელაგის ყველაზე სამხრეთით მდებარე კუნძულ გუამის გარდა).
 
გერმანელებმა კუნძულებზე დაიწყეს პლანტაციების შექმნა, მაგრამ მათი იქ ყოფნა დიდხანს არ გაგრძელებულა. [[პირველი მსოფლიო ომი|პირველი მსოფლიო ომის]] დროს — მარიანას კუნძულები (ასევე 1899 წელს გერმანიის მიერ ესპანეთისაგან ნაყიდი კაროლინისა და მარშალის კუნძულები) ოკუპირებული იქნა [[იაპონია|იაპონიის]] მიერ, რომელმაც [[ვერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)|ვერსალის ხელშეკრულებით]] მიიღო იგი [[ერთა ლიგა|ერთა ლიგის]] მანდატის საფუძველზე.
ხაზი 125:
იაპონელები კუნძულებზე აქტიურად ანვითარებდნენ შაქრის ლერწმის პლანტაციებს, ასევე ქოქოსის პალმის, თამბაქოს და ციტრუსების წარმოებას და ახორციელებდნენ კუნძულებზე იაპონელთა ჩასახლების მიზანმიმართულ პოლიტიკას. გარდა ამისა ისინი იძულებით ატარებდნენ აბორიგენელების ასიმილირებას (მათ შორის აბორიგენელების იაპონელ დასახლებულებთან ძალდატანებითი შეჯვარების გზით).
 
[[მეორე მსოფლიო ომი]]ს მსვლელობისას ამერიკის საჯარისო ნაწილებმა მარიანას ოპერაციის დროს დაიკავეს მარიანისმარიანას და სხვა წყნარი ოკეანის კუნძულები, ხოლო ომის დამთავრების შემდეგ იაპონელი ჩასახლებულები დეპორტირებული იქნენ იაპონიაში. 1947 წელს კაროლინის, მარიანას და [[მარშალის კუნძულები]] [[გაერთიანებული ერების ორგანიზაცია|გაერთიანებული ერების ორგანიზაციის]] გადაწყვეტილებით გადაეცა აშშ-ს მეთვალყურეობის ქვეშ.
 
ჩრდილოეთ მარიანას კუნძულების თანამეგობრობა შეიქმნა 1976 წელს წყნარი ოკეანის სამეთვალყურეო ტერიტორიის დაყოფის პროცესში. კაროლინის და მარშალის კუნძულებისაგან განსხვავებით, მარიანას კუნძულებმა გადაწყვიტეს უარი ეთქვათ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობაზე და უპირატესობა მიანიჭეს მხოლოდ შიდა თვითმმართველობას.
ხაზი 134:
 
2007—2008 წლებში ძალაში შევიდა ცვლილებები ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებსა და აშშ-ს შორის დადებულ შეთანხმებაში პოლიტიკური კავშირის შესახებ, რომელმაც დაუახლოა თანამეგობრობის კანონები აშშ-ს მოთხოვნებს, მათ შორის მინიმალური ხელფასის აშშ-ში დადგენილ დონესთან თანდათანობით მომატების, აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დელეგატის არჩევის და საემიგრაციო კანონებში ცვლილებების შეტანის შესახებ (ბოლო ცვლილებები შევიდა მოქმედებაში 2009 წლის 28 ნოემბერს)<ref>[http://www.gpo.gov/fdsys/pkg/PLAW-110publ229/content-detail.html US Government Printing Office — FDsys — More Information<!-- Bot generated title -->] {{ref-en}}</ref>.
 
== პოლიტიკური მოწყობა==
თანამეგობრობა შიდა თვითმმართველობით. ჩრდილოეთ მარიანას კუნძულების მოსახლეობა ითვლება აშშ-ის მოქალაქეებად, მაგრამ არა აქვთ ხმის მიცემის უფლება აშშ-ის პრეზიდენტის, აშშ-ის სენატის და [[აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა|აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის]] არჩევნების დროს.
 
აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურია — გუბერნატორი, რომელიც ირჩევა მოსახლეობის მიერ 4 წლიანი ვადით.
 
ადგილობრივი ხელისუფლება შედგება 10 დეპარტამენტის დირექტორებისაგან (სამინისტროები), რომელსაც ნიშნავს გუბერნატორი.
 
საკანონმდებლო ხელისუფლება — ორპალატიანი პარლამენტი, რომელიც შედგება სენატისაგან (9 წევრი, არჩეული 4 წლის ვადით) და წარმომადგენელთა პალატისაგან (20 წევრი, არჩეული 2 წლის ვადით).
 
2009 წლის იანვრიდან ჩრდილოეთ მარიანას კუნძულების თანამეგობრობა წარდგენილია აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში თავისი დელეგატით ხმის უფლების გარეშე, იმის შესაძლებლობით, რომ მონაწილეობა მიიღოს კონგრესის კომიტეტების მუშაობაში.
 
== ადმინისტრაციული დაყოფა ==
Line 156 ⟶ 167:
 
== მოსახლეობა ==
მოსახლეობის რაოდენობა — 53 883 ადამიანი (აღწერა 2010).
 
ეთნიკური შემადგენლობა: ჩამორო — 23,9 % (12 902 ად.), კაროლინელები — 4,6 % (2461 ად.), ჩუუკელები — 2,3 % (1242 ად.), პალაუელები — 2,2 % (1169 ად.), ოკეანეთის სხვა ხალხი — 1,9 % (1026 ად.), ფილიპინელები — 35,3 % (19 017 ად.), ჩინელები — 6,8 % (3659 ად.), კორეელები — 4,2 % (2253 ად.), სხვა აზიელები — 3,7 % (1979 ად.), შერეული წარმოშობის — 12,7 % (6832 ად.), თეთრკანიანები — 2,1 % (1117 ად.), სხვები — 0,4 % (226 ად.) (აღწერა 2010 წელი<ref name="population" />).
Line 163 ⟶ 174:
 
== ეკონომიკა ==
ჩრდილოეთ მარიანას კუნძულების ეკონომიკის საფუძველია — [[ტურიზმი]] (ნახევარ მილიონამდე ტურისტი წელიწადში, ძირითადად იაპონიიდან). ტურისტების მომსახურების სფეროში დასაქმებულია ბევრი სხვა ქვეყნიდან ჩამოსული მომუშავე (ფილიპინელები, ჩინელები და სხვა.).
 
[[სოფლის მეურნეობა]] ვერ უზრუნველყოფს შიდა მოთხოვნებს. მოყავთ [[ქოქოსი]], [[ბოსტნეული]], [[ხილი]]. მცირე მასშტაბით განვითარებულია — [[მეცხოველეობა]] და [[მეთევზეობა]].
 
ექსპორტი პრაქტიკულად არ არსებობს, იმპორტი — საკვები, სამრეწველო საქონელი, საწვავი და სხვა.
Line 172 ⟶ 183:
 
ფულის ერთეული — [[ამერიკული დოლარი]].
 
== კულტურა ==
მარიანას კუნძულებზე ადრინდელი აბორიგენული კულტურა დიდი ხანია დავიწყებას მიეცა, მისგან შემორჩა მხოლოდ ცალკეული, ძნელად შესამჩნევი კვალი. მისი ადგილი დაიკავა ეგრედ წოდებულმა ესპანური კოლონიალური კულტურის ერთ-ერთმა ვარიანტმა. გავლენა მოახდინა ათწლეულების განმავლობაში გერმანელების, შემდეგ იაპონელების და ბოლოს ამერიკელების ბატონობამ.
 
ჩამოროს ხალხი უკვე დიდი ხანია იცვამენ ევროპული ტიპის ტანსაცმელს, სუსტად შემორჩა ტრადიციული ელემენტები საკვებში, ყოველდღიურობაში, საცხოვრებელ სახლებში. აბორიგენების ძველ სოციალურ წეს-ჩვეულებებს გვახსენებს მხოლოდ ქალების შედარებით მაღალი მდგომარეობა (მატრიარქალური ტრადიციების კვალი). ძველი რელიგიური აღმსარებლობა არ შემორჩა. თანამედროვე ჩამოროს ხალხის დიდი უმრავლესობა კათოლიკეა.
 
მაგრამ მიუხედავად კულტურაში მნიშვნელოვანი ცვლილებებისა, მარიანას კუნძულების თანამედროვე მეტისმა მოსახლეობამ შედარებითი სიწმინდით შეინარჩუნა თავისი ოკეანელი წინაპრების ენა.
 
== სქოლიო ==