ტარდისი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: ფაილი:TARDIS1.jpg|thumb|ტარდისი ბიბისის სატელევიზიო ცენტრში 2005-10 წლებშ...
 
No edit summary
ხაზი 2:
'''ტარდისი''' ({{lang-en|''TARDIS'' — Time And Relative Dimension(s) In Space}}) — [[დროის მანქანა]] და [[კოსმოსური ხომალდი]] [[სამეცნიერო ფანტასტიკა|სამეცნიერო ფანტასტიკის]] ჟანრის ბრიტანული სატელევიზიო პროგრამიდან [[Doctor Who]].<ref>http://www.bbc.co.uk/programmes/profiles/5Dp7g7b0dSVhD2TM1xNlf7c/the-tardis</ref>
 
ტარდისი წარმოადგენს [[დროის ლორდები]]ს მოწინავე ტექნოლოგიის შედეგს. დროის ლორდები უცხოპლანეტური ცივილიზაციაა, რომლის ერთ-ერთი წევრიც არის პროგრამის მთავარი პერსონაჟი, [[დოქტორი (Doctor Who)|დოქტორი]]. სათანადო მართვისა და პილოტირების შემთხვევაში ტარდისს შეუძლია, მისი მგზავრები დროისა და სივრცის ნებისმიერ მონაკვეთში გადაიყვანოს. ტარდისის შიდა ნაწილი გარეზე გაცილებით ფართოა, გარემოს კი ეხამება ხომალდის „ქამელეონის არით". ტარდისებს ასევე გააჩნიათ გარკვეული დონის მგრძნობიარობა, რაც სერიალში გამოხატულია სხვადასხვა ფორმით, მაგალითად მექანიზმის პიროვნულობასა და თავისუფალ ნებაზე მინიშნებით. ტარდისი მომხმარებლებს უზრუნველყოფს დამატებითი იარაღებითა და შესაძლებლობებით, მათ შორის უნივერსალური მთარგმნელი სისტემით, რომელიც [[ტელეპათია|ტელეპათიურად]] მოქმედებს.
 
სერიალში დოქტორი მართავს ტარდისის მოძველებულ და ერთი შეხედვით არასანდო მოდელს Type 40-ს. მისი ქამელეონის ფუნქცია დაზიანებულია და მუდმივად 1960-იანების სტილის ლონდონის პოლიციის ყუთის ფორმა აქვს მას შემდეგ, რაც დოქტორი ლონდონს ეწვია 1963 წელს. სერიების უმეტესობაში აღინიშნებოდა, რომ დოქტორმა ტარდისი მოიპარა დროის ლორდების მშობლიური პლანეტიდან, [[გალიფრეი]]დან, სადაც ის ძველ, ჩამოწერილ და მიტოვებულ ნივთად ითვლებოდა და სამუზეუმო ექსპონატი იყო.<ref>http://www.drwhoguide.com/who_2z.htm</ref> თუმცა სერიაში „დოქტორის ცოლი" (2011) ხომალდის ცნობიერება ადამიანის, სახელად იდრისის, სხეულში სახლდება და ამჟღავნებს, რომ არათუ დოქტორს არ მოუპარავს, არამედ საკუთარი სურვილით დატოვა მასთან ერთად პლანეტა, რადგან სამყაროში მოგზაურობა სურდა.<ref>http://www.theguardian.com/tv-and-radio/tvandradioblog/2011/may/14/doctor-who-doctors-wife-gaiman</ref> ეპიზოდში ფლირტაობისას ის მაცდურად მიანიშნებს, რომ თავად „მოიპარა" დოქტორი, თუმცა იმავე ეპიზოდში მას „ქურდს" უწოდებს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტარდისი“-დან