კვირიკე I: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 27:
|დედა =
}}
'''კვირიკე I''' — [[კახეთი]]ს მთავარი (ქორეპისკოპოსი) [[892]]-[[918]] წწ. მისი მმართველობის დროს ადგილი ჰქონდა მთელ რიგ ახალ მოვლენებს. ეს ის დროა, როცა აზერბაიჯანში იქმნება საჯიდების ძლიერი სახელმწიფო. 907-914 წლებში საჯმა [[აბულ კასიმი|აბულ კასიმმა]] დალაშქრა და ააოხრა საქართველოს მთელი რიგი პროვინციები. კახეთმა შეძლო ამ შემოსევის თავიდან აცილება: არაბთა მიერ [[უჯარმის ციხე|უჯარმისა]] და [[ბოჭორმის ციხე|ბოჭორმის]] ციხეების დაკავების შემდეგ კვირიკე I-მა აბულ კასიმს მორჩილება აღუთქვა და სამთავრო აოხრებას გადაარჩინა.

საჯთა ახალმა შემოსევამ დიდად დააზარალა და დაასუსტა კახეთის მეზობელი პოლიტიკური ერთეულები. კახეთი სარგებლობს ამ მდგომარეობით და თავისი ტერიტორიების გაფართოებაზე ზრუნვას იწყებს. დაახლოებით [[915]] წელს კვირიკე I-მა აფხაზთა მეფე [[კონსტანტინე III (აფხაზთა მეფე)|კონსტანტინე III-თან]] ერთად გაილაშქრა [[ჰერეთი]]ს წინააღმდეგ. მოკავშირეებმა დაიპყრეს და გაინაწილეს ჰერეთის პუნქტები [[არიში]] (ახლანდელი მთისძირი), [[გავაზი (ისტორიული)|გავაზი]] (ახლანდელი [[ახალსოფელი (ყვარლის მუნიციპალიტეტი)|ახალსოფელი]]), [[ორჭობი]]. კვირიკე I-ს ერგო ორჭობი. რამდენიმე ხნის შემდეგ ჰერეთის მეფემ [[ადარნასე პატრიკი|ადარნასე პატრიკმა]] ისარგებლა კახეთის სამთავროს საგარეო-პოლიტიკური ვითარების გართულებით და დაკარგული ტერიტორიები დაიბრუნა.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კვირიკე_I“-დან