რაინის ფიქლოვანი მთები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 24:
| რუკის წარწერა =
}}
'''რაინის ფიქლოვანი მთები''', აგრეთვე '''რაინის ფიქლოვანი მასივი''' ან '''რაინის მასივი''' ({{lang-de|Rheinisches Schiefergebirge}}) — მთები [[გერმანია]]ში, ნაწილობრივ [[ბელგია]]ში, [[საფრანგეთი|საფრანგეთსა]] და [[ლუქსემბურგი|ლუქსემბურგში]]. ვრცელდება მდინარე [[რაინი]]ს შუაწელის ორივე მხარეს. სიგრძე დაახლოებით 400 კმ, სიმაღლე 878 მ-მდე (მთა [[გროსერ-ფელდბერგი]]). უმთავრესად აგებულია [[ფიქალი|ფიქლებით]], [[კვარციტი|კვარციტებით]], [[კირქვა|კირქვებითა]] და [[ქვიშაქვა|ქვიშაქვებით]]. შემორჩენილია ბაზალტური გუმბათები. ხეობებით გამოყოფილ მასივებს აქვს მოსწორებული თხემები [[ვულკანური კონუსი|ვულკანური კონუსებითა]] და [[მაარი|მაარებით]]. კალთები შემოსილია [[ნაძვი]]ს, [[მუხა|მუხისა]] და [[წიფელი|წიფლის]] მეჩხერი ტყეებით. კალთების ქვედა ნაწილები და მდინარეთა ტერასები დამუშავებულია. განვითარებულია [[მეცხოველეობა]]. რაინის ფიქლოვანი მთების ჩრდილოეთი მთისწინა როფში არის [[რურის ქვანახშირის აუზი]].<ref>{{ქსე|8|293||არა}}</ref>
 
მასივის ზევით, საერთოდ ფართო, ნოტიო პლატოს [[ლანდშაფტი]] აქვს; ის დაფარულია ტყეებით, რომლებშიც მრავალრიცხოვანი ტორფობები და დაჭაობებული უბნებია. პლატოს გასწვრივ სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმულია ამაღლებული ქედისმაგვარი ზოლები, რომელთა შორის მულდისებრი დეპრესიები მდებარეობს. ყველაზე დიდი მულდა მდინარე [[მოზელი (მდინარე)|მოზელისა]] და [[ლანი]]ს ხეობებით ჰუნსრიუკ-ტაუნუსის ქედს აშორებს [[მაღალი აიფელი]]სა და [[ვესტერვალდი]]ს ამაღლებულ ზოლს. უფრო ჩრდილოეთით შეიმჩნევა კიდევ ორი, ამაღლებული, რაინის ხეობასთან ღერძის გასწვრივ ჩაზნექილი ზოლი, რომელიც მაღალ ვენეზე 690 მ-მდე და ზაუერლანდის და როტჰარის მთებზე კი 840 მ-მდე აღწევენ.<ref name="ბთდ">{{cite book|author=[[ბორის დობრინინი|დობრინინი ბ]] |title=დასავლეთი ევროპის ფიზიკური გეოგრაფია |isbn= |publisher=თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა |location=თბილისი, საქ. |page=348-351. თბ. 1953}}</ref>
 
რაინის ფიქლოვანი მთების ქედისმაგვარად აწეული ზონები შეიძლება უფრო მყარი ქანების ზონებად ჩაითვალოს, რომლებიც გამოდიოდნენ [[ჰერცინული დანაოჭება|ჰერცინული დანაოჭების]] მიმართულებით, ისინი გადარეცხვით გამოყვნენ ამ ადგილის უკანასკნელი, მესამეულის [[პენეპლენი|გაპენეპლენების]] დროს. ასეთია ჰუნსრიუკ-ტაუნუსის კვარციტებიანი ქედები.<ref name="ბთდ" />
 
== რესურსები ინტერნეტში ==
{{დსე|Рейнские Сланцевые горы|რაინის ფიქლოვანი მთები}}
 
== სქოლიო ==
{{სქოლიო}}