გიორგი II (კახეთის მეფე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 28:
}}
 
'''გიორგი II''', '''ავგიორგი''' — [[კახეთის სამეფო |კახეთის]] მეფე [[1511]]-[[1513]] წლებში, [[ალექსანდრე I (კახეთის მეფე)|ალექსანდრე I-ისა]] და დედოფალ ანას ძე. დაიბადა 1469 წელს. ჯერ კიდევ გამეფებამდე უთანხმოება ჰქონდა მამასთან და უმცროს ძმასთან, დიმიტრისთან, რომელსაც თავის მეტოქედ თვლიდა. გიორგი არ იზიარებდა მამისა და ძმის პოზიციას — [[ქართლის სამეფო|ქართლის სამეფოსთან]] მშვიდობიანი ურთიერთობის შესახებ და თავის მომხრეებთან ერთად რამოდენიმეჯერ ილაშქრა კიდეც ქართლში. 1511 წელს თავს დაესხა საფურცლიის ჭალაში მყოფ ალექსანდრე I-სა და დიმიტრის. მამა მოკლა, ძმას კი თვალები დასთხარა და ოჯახითურთ კახეთიდან გააძევა. ამის გამო მას ავგიორგი უწოდეს და ასეთი ზედწოდებით შევიდა კიდეც საქართველოს ისტორიაში.
 
ქართლისადმი დამოკიდებულება ავგიორგის გამეფების შემდეგაც არ შეუცვლია და კვლავ აგრძელებდა მეზობელი სამეფოს რბევას. გიორგის წინააღმდეგ ბრძოლა ითავა ქართლის მეფე [[დავით X|დავით X-ის]] ძმამ [[ბაგრატ მუხრანბატონი|ბაგრატმა]]. 1512 წელს გიორგიმ ალყა შემოარტყა ბაგრატის რეზიდენციას, [[ქსნის ციხე|ქსნის ციხეს]], მაგრამ სამი თვის უშედეგო ალყის შემდეგ იძულებული გახდა უკან გაბრუნებულიყო, თუმცა ქართლის რბევას შემდეგაც განაგრძობდა.
 
1513 წელს კახეთის მეფე ქართლში მორიგი ,,გმირული"„გმირული“ ლაშქრობიდან ბრუნდებოდა. ჯარის ძირითადი ნაწილი წინ გაუშვა, თავად კი მცირე ამალით უკან მიჰყვებოდა და ნადირობით იქცევდა თავს. ძალისის ხევში ([[მცხეთა|მცხეთის]] მახლობლად) მას ბაგრატი ჩაუსაფრდა. ამჯერად არ გაუმართლა ავ-გიორგის და [[ქართლის სამეფო|ქართლის]] მეფის ძმას ტყვედ ჩაუვარდა. დატყვევებული გიორგი ქსნის (მტვერის) ციხეში გამოკეთეს, სადაც მალევე სიცოცხლეს გამოასალმეს.
 
== ლიტერატურა ==