ნიკორწმინდის ტაძარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ასეთი ბრჭყალები!
No edit summary
ხაზი 69:
==არქიტექტურა==
 
ეკლესია ფორმით ცენტრალურ-გუმბათოვანია. ტაძრის ექსტერიერი რთულია და ელეგანტურობას მოკლებული, განსაკუთრებით გუმბათის ყელის მასიურობის გამო, მაგრამ ორნამენტების სიუხვე, მრავალფეროვნება, შესრულების ძალიან მაღალი ხარისხი მნახველზე ძლიერ შთაბეჭდილებას ტოვებს. ქრისტიანული სიუჟეტების გვერდით ბევრია ისეთი მოტივიც, რომლებიც ხალხურ წინარექრისტიანულ რწმენასთან უნდა იყოს დაკავშირებული. ტაძარი გარედან მოკლემკლავებიანი სწორკუთხა ჯვრის ფორმისაა, შიგნიდან კი ხუთაფსიდიანია, დასავლეთით სწორკუთხა მკლავი აქვს. აფსიდის შვერილებზე, რომელთაც ნახევარსვეტის ფორმა აქვთ, აღმართულია გუმბათის ყელი. ექვსწახნაგად ან გუმბათის წრეზე გადასვლა ხდება აფრების მეშვეობით. საკურთხევლის აფსიდის ბემისა და დასავლეთის მკლავის გამო შინაგანი სივრცე შესამჩნევად არის დაგრძელებული. მთავარი ღერძის გასწვრივ აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. ინტერიერშინიკორწმინდის შემონახულიაფასადები XVIIდა საუკუნისეკვდერები, ფრესკებიჩუქურთმათა გარდა, გვიანდელიმორთულია ხანისუაღრესად ქართულიმნიშვნელოვანი კედლისრელიეფური მხატვრობისქანდაკებებით: აქ არის წმინდანთა გამოსახულებები, მრავალფიგურიანი სცენები, რეალური და დამახასიათებელიფანტასტიკური ნიმუშებიცხოველები.
აღმოსავლეთ ფასადზე წარმოდგენილია [[ფერისცვალება|ფერისცვალების]] სცენა, ხოლო სამხრეთ ფრონტონზე ქრისტეს მეორედ მოსვლა და ჯვრის ამაღლების კომპოზიციები, რომლებიც შინაარსობრივად ატარებს უფლის ძლევამოსილების იდეას. განსაკუთრებით გამოირჩევა ტაძრის კამარა, რომელზედაც გამოსახულია ორნამენტულად მორთული სხივი და მასში ჩასმული ჯვარი. ეკლესიის ფასადები შემოსილია კარგად გათლილი ქვითა და დამუშავებულია უწყვეტი თაღედით. ასეთივე თაღედით არის დამუშავებული 12-სარკმლიანი [[გუმბათის ყელი]]ც. სარკმლებს ირგვლივ შემოუყვება ჩუქურთმიანი არშიები. სამხრეთისა და დასავლეთის კარიბჭეები მოგვიანებითაა მიშენებული, მაგრამ ისინიც XI საუკუნის I ნახევარს განეკუთვნება. ტაძრის ეზოში აღმართული სამსართულიანი სამრეკლო XIX საუკუნის II ნახევარშია აშენებული. [[<big>მხატვრობა</big>]] ტაძარში არსებული რთული მხატვრობა XVI-XVII საუკუნეებით თარიღდება და გამოკვეთილია მხატვრობის ორი ფენა. მრავლადაა საერო პირთა პორტრეტები, რომელთაც თან ახლავს წარწერები. ვარკვევთ, რომ ნიკორწმინდა გვიანშუასაუკუნეებში ადგილობრივი თავადების, წულუკიძეთა საძვალეს წარმოადგენდა. ბარელიეფის ოვალურ მხარეს მოთავსებულია ლამაზად ამოკვეთილი წარწერა, რომლის ავტორიც ლოცავს გაერთიანებული საქართველოს მეფეს [[ბაგრატ III (საქართველოს მეფე)|ბაგრატ III-სა]] და მის მემკვიდრეს: ,,ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ადიდე სიმრთელით დღეგრძელობით შენ მიერ გვირგვინოსანი ბაგრატ აფხაზთა და რანთა მეფე და ქართველთა კურაპალატი და გაზარდე ძე მათი [[გიორგი I (საქართველოს მეფე)|გიორგი]] ნებასა შენსა და მეოხებითა წმიდისა მღვდელმთავრისა ნიკოლოზისათა''.წარწერა ადასტურებს ტაძრის აგების თარიღს, კერძოდ, ბაგრატ მეფემ რანი დაახლოებით 1010-1014 წლებში აიღო და სწორედ ამ პერიოდშია ნიკორწმინდა აგებული. ეკლესიის დასავლეთ კედელზე, სარკმლის მარჯვნივ, მოხსენიებულია ტაძრის მოძღვარი გიორგი: ,,წმიდაო ნიკოლოზ, შეიწყალე გიორგი მოძღუარი ამის წმიდისაი ეკლესიისაი''. XI-XIII საუკუნეებში ნიკორწმინდა რაჭის ერისთავ კახაბერიძეთა საგვარეულო მონასტერს წარმოადგენდა, რაც დასტურდება ტაძარში არსებული რამდენიმე წარწერით: ,,მე კახაბერ... ძემან... ერისთავთერისთავისა რატისმან მოვჭედე ხატი ესე ჯუარცუმისაი... სადღეგრძელებლად ძისა ჩემისა ერისთავთ ერისთავისა, რაჭის ერისთავის რატისად''.
 
XIII საუკუნის 80-იან წლებში დასავლეთ საქართველოს მეფემ, [[დავით ნარინი|დავით VI ნარინმა]] ღალატის ბრალდებით კახაბერიძეთა დინასტია ამოწყვიტა. სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ნიკორწმინდამ დაკარგა მფარველი და იგი საგრძნობლად დასუსტდა. XVI საუკუნის 30-იან წლებში [[ბაგრატ III (იმერეთის მეფე)|იმერეთის მეფემ ბაგრატ III-მ]] გამოიჩინა მზრუნველობა და განაახლა ტაძარი. ხატწერისა და მხატვრობის მეორე ფენა ეკუთვნის XVII საუკუნეს. როგორც სურათებიდან ვასკვნით, იგი მოხატული უნდა იყოს წულუკიძეთა ფეოდალური გვარის მიერ ამავე საუკუნის მეორე ნახევარში.
ეკლესიის ფასადები შემოსილია კარგად გათლილი ქვითა და დამუშავებულია უწყვეტი თაღედით. ასეთივე თაღედით არის დამუშავებული 12-სარკმლიანი [[გუმბათის ყელი]]ც. ტაძარი უხვად არის შემკული მდიდრული ჩუქურთმებით, დიდი ადგილი უჭირავს აგრეთვე სიუჟეტურ მრავალფიგურიან რელიეფებს, მრავალფიგურიან სცენებს ("ფერისცვალება", "მეორედ მოსვლა", "ჯვრის ამაღლება"), წმინდანების ფიგურებს, რეალურ და ფანტასტიკურ ცხოველებს, გამოსახულებებს, რომლებიც ერთი მთლიანი, წინასწარ გააზრებული პროგრამის შემადგენელ ნაწილებს წარმოადგენენ. სარკმლებს ირგვლივ შემოუყვება ჩუქურთმიანი არშიები. სამხრეთისა და დასავლეთის კარიბჭეები მოგვიანებითაა მიშენებული, მაგრამ ისინიც XI საუკუნის I ნახევარს განეკუთვნება.
 
[[1534]] წელს შენობა განუახლებია [[იმერეთის სამეფო|იმერეთის]] მეფეს [[ბაგრატ III, ალექსანდრე II-ის ძე|ბაგრატ III-ს]]. ამავე პერიოდისაა ტაძრის ფრესკული მოხატულობა. ტაძრის ეზოში აღმართული სამსართულიანი სამრეკლო XIX საუკუნის II ნახევარშია აშენებული.
 
==საინტერესო ფაქტები==