დავით V: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 27:
|დედა =
}}
'''დავით V''' — საქართველოს მეფე [[1155]], [[დემეტრე I|დემეტრე I-ის]] უფროსი ძე. დემეტრე I -ს ორი ვაჟი ჰყავდა - დავითი და გიორგი. მემკვიდრეობითობის წესით მეფობა მამის შემდეგ უფროს ძეს, დავითს უნდა მიეღო, მაგრამ დემეტრე იყო ,,მარჩეველი ძისა უმცროსისა'' - გიორგისა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ დემეტრე თავის მემკვიდრედ [[გიორგი III (საქართველოს მეფე)|გიორგის]] აცხადებდა და სამეფო ტახტსაც უმზადებდა. რა იყო მიზეზი [[დემეტრე I|დემეტრესა]] და დავითს შორის ცუდი დამოკიდებულებისა წყაროები ამის შესახებ არაფერს ამბობენ. დავითმა, როგორც ჩანს, კარგად დაინახა, რომ თუ იგი აქტიურ მოქმედებაზე არ გადავიდოდა ტახტს არავინ მიართმევდა. მან დაიწყო მზადება შეთქმულებისათვის რაც მიზნად დემეტრეს ჩამოგდებას ისახავდა, მაგრამ ეს გამოსვლა მეფეს ადვილად ჩაუხშვია, თუმცა [[დემეტრე I|დემეტრეს]] აჯანყების მოთავენი არ დაუსჯია. ამის შესახებ წყაროებში არაფერია ცნობილი. ეს ამბავი დაახლოებით 1150 წელს უნდა მომხდარიყო. ''
 
''პირველ მარცხს დავითი არ შეუშინებია, მან ახალი აჯანყება მოუწყო მამას, ტახტიდან ჩამოაგდო, ბერად აღკვეცა და დავით-გარეჯის მონასტერში გაგზავნა. დემეტრეს ტახტიდან ჩამოგდებას მისი მომხრეებისა და მოხელეების გადაყენება მოჰყვა. დავითმა ორბელებს [[ამირსპასალარი|ამირსპასალარობა]] წაართვა და მამამისის მიერ დატყვევებულ და მის მიერ განთავისუფლებულ თირქაშ აბულეთის-ძეს გადასცა. ეს ის თირქაშია, რომლის მამა, ივანე, დემეტრეს წინააღმდეგ შეთქმულებაში ამხილეს და მეფის ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს. ივანეს შვილი, თირქაში, მტრობდა მეფეს რის გამოც შეპყრობილ იქნა. დავითის ამ ღონისძიებებმა მოწინააღმდეგეთა მრავალრიცხოვანი წრე შექმნა, რომელიც დავითის ძმის [[გიორგი III (საქართველოს მეფე)|გიორგი -ის]] გარშემო მოიყარა თავი. დავით-გარეჯში ბერად აღკვეცილ დემეტრესაც საიდუმლო კავშირი ჰქონდა დამყარებული ამ ჯგუფთან. დავით V გამეფებიდან ექვს თვეში გარდაიცვალა. ქართველი მემატიანე მოკლედ გადმოგვცემს ამ ამბავს: ,,დასუეს მეფედ ძე მისი დავით. იმეფა ექუს თუე და მოკუდა''. სომეხი ისტორიკოსი [[მხითარ გოში]] დავითის სიკვდილს ორბელებს აბრალებს, მეორე სომეხი ისტორიკოსი ვარდანი კი პირდაპირ მიუთითებს მის მკვლელებს - სუმბატ და ივანე ორბელებს. ეს ამბები, წყაროების მიხედვით, 1154-1155 წლებში მომხდარა. ამის შემდეგ დემეტრე I დაბრუნდა [[თბილისი|თბილისში]] და თავისი უმცროსი ძე გიორგი თანამოსაყდრედ დაისვა, ხოლო ორბელებმა ალბათ ამ სამსახურის ფასად კვლავ დაიბრუნეს ამირსპასალარობა. დავით V -ს მცირეწლოვანი ძე - [[დემნა უფლისწული|დემნა ]] დარჩა. დავითის სიკვდილის შემდეგ ის აღსაზრდელად ორბელებს ჩააბარეს. მოგვიანებით, 1177 წელს, დემნა ბატონიშვილმა სამეფო ტახტი მოითხოვა, რასაც [[გიორგი III (საქართველოს მეფე)|გიორგის]] წინააღმდეგ დიდი აჯანყება მოჰყვა 1177-78 წლებში. დემნას მხარში ედგა მისი სიმამრი - ივანე ორბელი, კაცი, რომელმაც წყაროების მიხედვით, თავის დროზე დიდი როლი ითამაშა გიორგის გამეფებაში. ეს აჯანყება მარცხით დამთავრდა და მეფე [[გიორგი III (საქართველოს მეფე)|გიორგი III ]]სასტიკად გაუსწორდა მის მოთავეებს.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დავით_V“-დან