ჯოვანი ბოკაჩო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 15:
1340 წელს ბოკაჩო ფლორენციაში დაბრუნდა. ქალაქის მმართველობამ რამდენიმეჯერ საპატიო დიპლომატიური დავალება მისცა მწერალს. ამავე დროს, ბოკაჩო აგროვებდა ბერძნულ-ლათინურ ხელნაწერებს. ბოკაჩო [[კუატროჩენტო]]სა და ახლად ფეხადგმული, ზეაღმავალი ბურჟუაზიის ტიპიური წარმომადგენელია. ფართო ჰუმანისტური განათლების მიუხედავად, იგი განმსჭვალული იყო [[ცრურწმენა|ცრურწმენებით]], მერყეობდა [[სკეპტიციზმი|სკეპტიციზმსა]] და [[ორთოდოქსია]]ს შორის . ბოკაჩო [[დანტე]]ს დიდი თაყვანისმცემელი იყო, პირველმა დაწრა მისი ბიოგრაფია, მაგრამ მთელი თავისი მოღვაწეობით ზღვარი დაუდო საშუალო საუკენეების მისტიციზმსა და ასკეტიზმს, მწერლობაში დაამკვირდა ახალი ეპოქის ადამიანი. ლათინი კლასიკოსების შესწავლამ და ტოსკანური, კერძოდ, ფლორენციული ხალხური კილოს ცოდნამ მას შესძინა ბუნებრივი და მოხდენილი ფრაზის ხელოვნება. ბოკაჩომ დიდი წვლილი შეიტანა მოქნილი და მდიდარი იტალიური სალიტერატურო ენის ჩამოყალიბებაში. თუ დანტე და [[პეტრარკა]] ითვლებიან იტალიური პოეზიის მამამთავრებად, ბოკაჩის მიიჩნევენ იტალიური მხატვრული პროზის ფუძემდებლად. დეკამერონი დაიწერა 1350-1353 წლებში, გამოქვეყნდა 1471 წელს. ბოკაჩოს ნოველების ამ კრებულს მართებულად უწოდეს ”ადამიანური კომედია”. ნოველების უმეტესობა აღმოსავლური წარმოშობისაა, თუმცა, მწერალმა გამოაქვეყნა ფრანგული ფაბლიოც, მიმართა აპულეუსს, შუა საკუნებიის ლათინურ კრებულებს. მან გააცოცხლა ფრანგული და იტალიური ნოველების ნიღბები და მათ ინდივიდუალური ხასიათი მიანიჭა. შექმნა დიდვაჭრების, ხელოსნების, მედუქნეების, მღვდლების, ხელოსნების ბედნიერი თუ უბედური მიჯნურების სამყარო, რომლის მთავარი მამოძრავებელი ღერძი სიყვარულია, თუმცა, ეს სიყვარული ძალზე დაშორებულია პლატონურ კონცეფციას.
 
დეკამერონის მრავალი [[ნოველა]] ნამდვილი ზნე-ჩვეულების კომედიაა. მათ შორის გვხვდება გულისამაჩუყებელი პათეტიკური დრამაც. დეკამერონის ზოგიერთი ნოველა გადაამუშავეს [[ჯეფრი ჩოსერი|ჩოსერმა]], [[შექსპირი|შექსპირმა]], [[მარგარიტ ნავარელი|მარგარიტ ნავარელმა]], [[ჟან ლაფონტენი|ლაფონტენმა]], [[გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგი|ლესინგმა]], [[მისე]]მ და სხვა.
 
== დევნა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯოვანი_ბოკაჩო“-დან