ფრანკთა სახელმწიფო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 120:
ფრანკთა სამეფოს პირველი მმართველი გახდა [[ხლოდვიგ I|ხლოდვიგი]], [[მეროვინგები|მეროვინგთა დინასტიის]] დამაარსებელი. მას უნდა დაეძლია თავისი თანატომელთა წინააღმდეგობა და უნდა მოეგვარებინა ურთიერთობა ადგილობრივ დაპყრობილ გალურ-რომაულ მოსახლეობასთან, საკუთარი ძალების განმტკიცებისათვის მან მოკავშირედ [[რომის ეკლესია]] გაიხადა და მიიღო [[ქრისტიანობა]] ([[498]]-[[499]]). ეკლესია ქმედით დახმარებას უწევდა ხლოდვიგს სახელმწიფო მოწყობასა და მართვაში. ხლოდვიგის ძალაუფლების ლეგიტიმაციას საფუძვლად დაედო ქრისტიანული სწავლება - "ყოველგვარი ძალაუფლება ღვისაა". ეკლესიას და სახელმწიფოს შორის ხლოდვიგის დროს ჩამოყალიბებულ კავშირს, ფრანკთა სამეფოს შემდგომი მმართველებიც ინარჩუნებდნენ. ეს კავშირი განმტკიცდა [[მეროვინგები|მეროვინგთა]] სამეფო დინასტიის [[კაროლინგების დინასტია|კაროლინგებით]] შეცვლისას [[751]] წელს.
 
ხლოდვიგის გარდაცვალების შემდეგ სამეფო ფრანკული წესისამებრ, დაიყო ხლოდვიგის ვაჟებს შორის ოთხ ნაწილად ([[პარიზის სამეფო]], [[მეცის სამეფო]], [[სუასონის სამეფო]], [[ორლეანის სამეფო]]). ეს ყველაფერი მეტად ართულებდა ფრანკთა სახელმწიფოს მდგომარეობას. [[ავსტრაზია|ავსტრაზიამ]], [[ბურგუნდია|ბურგუნდიამ]] და [[ნოისტრია|ნოისტრიამ]] შეძლეს საკუთარი იდენტურობის ჩამოყალიბება, რაც ვერ შეძლეს [[პარიზი|პარიზმა]] და [[ორლეანი|ორლეანმა]]. ფრანკებისა ამ სახელმწიფოებს შორის მუდმივი დაპირისპირება იყო, [[სუასონის სამეფო]] არსებობდა [[486]]-[[584]] წლებში და მისი განადგურების შემდეგ მის ადგილზე [[ნოისტრია|ნოისტრიის სამეფო]] წარმოიშვა. ნოისტრიაშიც მმართველები მეროვინგები იყვნენ, მას განუწყვეტელი ბრძოლები ჰქონდა მეზობელ ავსრაზიასთან, ნოისტრიამ თავის მხრივ საფუძველი დაუდო [[დასავლეთ ფრანკებისფრანკთა სამეფო]]ს. მეროვინგთა უკანასკნელი წარმომადგენელი იყო [[ხლოდვიგ IV]], თოიდერიხ III-ის ვაჟი. მეროვინგების სამეფო დინასტია შეცვალა [[კაროლინგების დინასტია]]მ.
 
== კაროლინგების დინასტია ==