სატრიუმფო თაღი (პარიზი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: Migrating 62 interwiki links, now provided by Wikidata on d:q64436 (translate me)
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Arc Triomphe.jpg|thumb|250px|ტრიუმფალური თაღი.]]
'''ვარსკვლავის სატრიუმფო თაღი''' ([[ფრანგ.]] L’Arc de triomphe de l’Étoile) — მონუმენტი [[პარიზი|პარიზში]], [[შარლ დე გოლის მოედანი|შარლ დე გოლის მოედნის]] ცენტრში, ყოფილი ვარსკვლავის მოედანი, [[შანზ-ელიზე]]ს გამზირის დასავლეთ ბოლოში.
 
[[აუსტრელიცი]]ს ბრძოლის შემდეგ [[ნაპოლეონ ბონაპარტეს]] შეკვეთით აშენებული ტრიუმფალური თაღი ერთ-ერთი ყველაზე დრამატული არქიტექტურული ნამუშევარია ყველა თაღს შორის, რომლებიც მსოფლიოს დიდ ქალაქებში გვხვდება. მისი სრული სახელწოდებაა ,,ვარსკვლავის მოედნის სატრიუმფო თაღი''. მის სიახლოვეს მეორე, მომცრო და ნაკლებად შთამბეჭდავი - კარუსლის მოედნის თაღიც დგას. ტრიუმფალური თაღი [[შარლ დე გოლი]]ს მოედნის (ყოფილი ვარსკვლავის მოედნის) შუაგულში დგას. ამ მოედნიდან არც მეტი, არც ნაკლები, პარიზის 16 ფართო პროსპექტი გამოდის. ეს იმას ნიშნავს, რომ თაღი პარიზის ცენტრის ყოველი წერტილიდან ჩანს და ქალაქური პეიზაჟისათვის შთამბეჭდავ ფონს ქმნის. 50 მ სიმაღლის, 45 მ სიგანისა და 22 მ სისქის ეს თაღი სიდიდით მეორეა მსოფლიოში. იგი იმდენად დიდია, რომ 1919 წელს პირველი მსოფლიო ომის დასრულების აღსანიშნავად მფრინავმა შარლ გოდფრუამ მის ქვეშ ბიპლანით გაიფრინა. ტრიუმფალური თაღი კლასიკური არქიტექტურული სტილისაა და ანტიკური რომის თაღებს ჰგავს, თუმცა ჩუქურთმებით აშკარად აღემატება წინამორბედებს. ის 1806 წელს ჟან შალგრენმა დააპროექტა (შალგრენი 1811 წელს გარდაიცვალა და 30 წლის განმავლობაში, სანამ თაღის მშენებლობა დასრულდებოდა, იგი რამოდენიმე არქიტექტორმა შეცვალა). თაღი ცნობილია საფრანგეთის გამორჩეული მოქანდაკეების მიერ შექმნილი ფრიზებით. აქ ასახულია სცენები საფრანგეთის მიერ გამართული, მეტწილად, ნაპოლეონის ომებიდან. ოთხივე ფრიზს საკუთარი სახელი აქვს: ,,წინააღმდეგობა''. ,,მშვიდობა'', ,,1810 წლის ტრიუმფი'' და ,,1792 წლის მოხალისეთა გამგზავრება'' ანუ ,,მარსელიეზა''. თაღის შიდა კედლებზე საფრანგეთის პირველი იმპერიის გენერლების სახელებია ამოკვეთილი, ხოლო სვეტებზე - ნაპოლეონის მოგებული ომების სახელები. ზედა, ფრონტონის ფრიზზე ფრანგი ჯარისკაცები არიან გამოსახულნი, მათ ზემოთ კი ოცდაათი ფარია გამოკვეთილი - რევოლუციისა და ნაპოლეონის გამარჯვებების სიმბოლო. თაღის ქვეშ აკლდამები და უცნობი ჯარისკაცის საფლავია, რომელიც აქ 1920 წლის ,,დაზავების დღეს'' დამარხეს. პირველ და მეორე მსოფლიო ომებში დაღუპულ და დაკარგულ ჯარისკაცთა სადიდებლად საფლავზე მარადიული ცეცხლი ანთია. ყოველი წლის 11 ნოემბერს საზეიმო ხსოვნის ცერემონია იმართება.
თაღის სიმაღლეა 49,51 მ, სიგანე 44,82 მ, სიმაღლე 29,19 მ. აიგო [[1806]]-[[1836]] წლებში არქიტექტორი შალგრენის პროექტით. მორთულია ოთხი სკულპტურული ანსამბლით: ელისეს მინდვრების მხრიდან - "[[მარსელიეზა]]", გრან-არმის გამზირის მხრიდან - "წინააღმდეგობა" და "მშვიდობა". თაღის კედლებზე ამოტვიფრულია 128 ბრძოლის სახელი, რომელშიც რესპუბლიკურმა და იმპერიულმა არმიებმა გაიმარჯვეს, ასევე 558 ფრანგი მხედართმთავრის სახელი. უცნობი ჯარისკაცის საფლავზე წარწერაა: "აქ განისვენებს ფრანგი ჯარისკაცი, რომელმაც სიცოცხლე სამშობლოს შესწირა, 1914-1919".
 
==რესურსები ინტერნეტში==