ეშმაკის განმდევნელი (ფილმი): განსხვავება გადახედვებს შორის

ვიკიფიცირება
(ვიკიფიცირება)
ფილმი მოგვითხრობს 12 წლის გოგონას რიგან მაკნილის ისტორიას, რომელიც განიცდის უცნაურ შეტევებს. დედამისი მას ექიმთან დაიწყვანს, თუმცა უშედეგოდ. სპეციალურად მოწვეული მღვდელი კი ფიქრობს, რომ გოგონა ეშმაკითაა შეპყრობილი.
 
ფილმში მონაწილეობენ [[ლინდა ბლერი]], [[ელენ ბიურსტინი]], [[მაქს ფონ სიუდოვი]], [[ჯეისონ მილერი]], [[ლი ჯ. კობი]] და [[მერსედეს მაკ-კემბრიჯი]] (მხოლოდ ხმა). „ეშმაკის განმდევნელი“ 1960-1970 წლებში წარმოებული ციკლიდან „დემონური ბავშვის“ ერთ-ერთი ნაწილია ფილმებთან „რ[[ოზმარისროზმარის ბავშვი (ფილმი)|როზმარის ბავშვი]]“ და „[[ომენი (1976 წლის ფილმი)|ომენთან]]“ ერთად.
 
ფილმი წარმოებულია [[Warner Bros.]]-ის მიერ და მისი პრემიერა [[აშშ]]-ში შედგა 1973 წლის 26 დეკემბერს. იგი ნომინირებული იყო [[ოსკარი|ოსკარზე]] 10 ნომინაციაში, რომელთაგან გაიმარჯვა მხოლოდ 2 ნომინაციაში: [[ოსკარი საუკეთესო ხმისთვის|საუკეთესო ხმისთვის]] და [[ოსკარი საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის|საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის]] და [[ოსკარი საუკეთესო სურათისთვის]] დაუთმო ფილმს „[[აფერა (ფილმი)|აფერა]]“. ფილმის ბიუჯეტმა 12 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო საერთო შემოსავალმა დაახლოებით 441 მილიონს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ „ეშმაკის განმდევნელი“ არის პირველი საშინელებათა ფილმი, რომელიც ნომინირებული იყო [[ოსკარი|ოსკარზე]] ნომინაციაში [[ოსკარი საუკეთესო სურათისთვის|საუკეთესო სურათი]].