ეშმაკის განმდევნელი (ფილმი): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
| დამდგმელი რეჟისორი =
| მონტაჟი =
| როლებში = [[ლინდა ბლერი]]</br>[[ელენ ბიურსტინი]]</br>[[მაქს ფონ სიუდოვი]]</br>[[ჯეისონ მილერი]]</br>[[ლი ჯ. კობი]]</br>(მხოლოდ ხმა)</br>[[მერსედეს მაკ-კემბრიჯი]] (მხოლოდ ხმა)
| ოპერატორი =
| რეჟისორი = [[უილიამ ფრიდკინი]]
'''„ეშმაკის განმდევნელი“''', აგრეთვე ცნობილია როგორც '''„ეგზორცისტი“''' ({{lang-en|The Exorcist}}) — 1973 წლის ამერიკული ზებუნებრივი საშინელებათა ფილმი, რომლის რეჟიროსია [[უილიამ ფრიდკინი]]. ფილმი წარმოადგენს [[უილიამ პიტერ ბლეტი]]ს ამავე სახელწოდების რომანის ადაპტაციას. ფილმი [[IMDb]]-ის 250 საუკეთესო ფილმთა შორის არის მოხსენებული.
 
ფილმში მონაწილეობენ [[ლინდა ბლერი]], [[ელენ ბიურსტინი]], [[მაქს ფონ სიუდოვი]], [[ჯეისონ მილერი]], [[ლი ჯ. კობი]] და (მხოლოდ ხმა) [[მერსედეს მაკ-კემბრიჯი]] (მხოლოდ ხმა). „ეშმაკის განმდევნელი“ 1960-1970 წლებში წარმოებული ციკლიდან „დემონური ბავშვის“ ერთ-ერთი ნაწილია ფილმებთან „რ[[ოზმარის ბავშვი]]“ და „[[ომენი (1976 წლის ფილმი)|ომენთან]]“ ერთად.
 
ფილმი წარმოებულია [[Warner Bros.]]-ის მიერ და მისი პრემიერა [[აშშ]]-ში შედგა 1973 წლის 26 დეკემბერს. ფილმი ნომინირებული იყო [[ოსკარი|ოსკარზე]] 10 ნომინაციაში, რომელთაგან გაიმარჯვა მხოლოდ 2 ნომინაციაში: [[ოსკარი საუკეთესო ხმისთვის|საუკეთესო ხმისთვის]] და [[ოსკარი საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის|საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის]] და [[ოსკარი საუკეთესო სურათისთვის]] დაუთმო ფილმს „[[აფერა (ფილმი)|აფერა]]“. ფილმის ბიუჯეტმა 12 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო საერთო შემოსავალმა დაახლოებით 441 მილიონს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ „ეშმაკის განმდევნელი“ არის პირველი საშინელებათა ფილმი, რომელიც ნომინირებული იყო [[ოსკარი|ოსკარზე]] ნომინაციაში [[ოსკარი საუკეთესო სურათისთვის|საუკეთესო სურათი]].