ეშმაკის განმდევნელი (ფილმი): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
ფილმში მონაწილეობენ [[ლინდა ბლერი]], [[ელენ ბიურსტინი]], [[მაქს ფონ სიუდოვი]], [[ჯეისონ მილერი]], [[ლი ჯ. კობი]] და (მხოლოდ ხმა) [[მერსედეს მაკ-კემბრიჯი]]. „ეშმაკის განმდევნელი“ 1960-1970 წლებში წარმოებული ციკლიდან „დემონური ბავშვის“ ერთ-ერთი ნაწილია ფილმებთან „რ[[ოზმარის ბავშვი]]“ და „[[ომენი (1976 წლის ფილმი)||ომენთან]]“ ერთად.
 
ფილმი წარმოებულია [[Warner Bros.]]-ის მიერ და მისი პრემიერა [[აშშ]]-ში შედგა 1973 წლის 26 დეკემბერს. ფილმი ნომინირებული იყო [[ოსკარი|ოსკარზე]] 10 ნომინაციაში, რომელთაგან გაიმარჯვა მხოლოდ 2 ნომინაციაში: [[ოსკარი საუკეთესო ხმისთვის|საუკეთესო ხმისთვის]] და [[ოსკარი საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის|საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის]] და [[ოსკარი საუკეთესო სურათისთვის]] დაუთმო ფილმს „აფერა“„[[აფერა (ფილმი)|აფერა]]“. ფილმის ბიუჯეტმა 12 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო საერთო შემოსავალმა დაახლოებით 441 მილიონს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ „ეშმაკის განმდევნელი“ არის პირველი საშინელებათა ფილმი, რომელიც ნომინირებული იყო [[ოსკარი|ოსკარზე]] ნომინაციაში [[ოსკარი საუკეთესო სურათისთვის|საუკეთესო სურათი]].
 
ფილმმა დიდი გავლენა მოახდინა მასობრივ კულტურაზე. ჟურნალმა Entertainment Weekly, საიტმა Movies.com-მა და ტელეარხმა AMC „ეშმაკის განმდევნელი“ დაასახელა ყველა დროის ყველაზე საშინელ ფილმად 2006 წელს. 2010 წელს კონგრესის ბიბლიოთეკამ ფილმი შეიყვანა ფილმების ეროვნულ რეესტრში.