ღაზის სექტორი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 5:
 
1994 წელს, ისრაელმა პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას ღაზაზე თვითმმართველობის უფლება გადასცა. მანამდე, ღაზე ჯერ ისრაელის (1967–94), უფრო ადრე ეგვიპტის (1948–67), კიდევ უფრო ადრე კი დიდი ბრიტანეთისა (1918–48) და თურქეთის (როდესაც ღაზა ოსმალეთის იმპერიის ნაწილი იყო) სამხედრო ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდა. 2007 წლიდან, ღაზის სექტორის დე-ფაქტო მმართველობას ახორციელებს ჰამასი — პალესტინელთა დაჯგუფება, რომელიც პრეტენზიას აცხადებს, რომ სწორედ ის წარმოადგენს პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციასა და პალესტინელ ხალხს. ღაზა პალესტინის იმ ტერიტორიის შემადგენელი ნაწილია, რომელიც განისაზღვრა ოსლოს ხელშეკრულებითა და გაეროს უშიშროების საბჭოს 1860 წლის რეზოლუციით.
 
ღაზის მოსახლეობის ზრდის საშუალო წლიური მაჩვენებელი 2.91%-ს შეადგენს (2014 წ.), რაც მსოფლიოში მე-13 ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და ეს პატარა ტერიტორია ხალხითაა გადაჭედილი. მსგავსი ზრდის საპასუხოდ, შეზღუდულია ახალი სახლებისა და სხვა საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნაგებობების აშენების შესაძლებლობა. ტერიტორიის სიგრძე 41 კილომეტრია, სიგანე 6-12 კმ, მთლიანი ფართობი კი 365 კმ². 2014 წლის მონაცემებით, ღაზაში ცხოვრობს 1,82 მილიონი პალესტინელი. პალესტინელი დევნილი მოსახლეობის ასეთი დიდი ოდენობის გამო, ღაზის სექტორი ამჟამად მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სუნიტი მუსლიმია.
 
 
[[პალესტინის ტერიტორიები]]ს ერთ-ერთი შემადგენელი რეგიონი, ვიწრო სანაპირო ზოლი [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუა ზღვის]] პირას [[ახლო აღმოსავლეთი|ახლო აღმოსავლეთში]], [[აზია]]ში. სახელი მომდინარეობს მისი მთავარი ქალაქიდან — [[ღაზა]]. სექტორს დაახ. 1,4 მილ. მცხოვრები ჰყავს და 360 კმ² ფართობი უჭირავს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ღაზის_სექტორი“-დან