ფენეკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 26:
ფენეკი მსოფლიოში ყველაზე პატარა მელაა, ღამურას მსგავსი უზარმაზარი ყურების მეშვეობით არეგულირებს ორგანიზმის ტემპერატურას და სიგრილეს ინარჩუნებს. გრძელი სქელი ბეწვი ღამით სიცივისგან და დღისით მხურვალე მზისგან იცავს. მისი თათებიც კი ბეწვითაა დაფარული, რაც თხილამურის პრინციპით მოქმედებს და უკიდურესად ცხელი ქვიშისგან იცავს. ფეხებით საკმაოდ კარგად თხრის, რადგან მისი საცხოვრებელი მიწისქვეშა ბუნაგებია.<ref>http://animals.nationalgeographic.com/animals/mammals/fennec-fox/</ref>
 
ფენეკები პატარა ჯგუფებად ერთიანდებიან, თითოეულში ათამდე წევრია. მამრებიმამლები ტერიტორიას შარდით ნიშნავენ და შეწყვილების პერიოდში მეტოქეების მიმართ აგრესიულები ხდებიან. იკვებებიან როგორც მცენარეულობით, ასევე მღრღნელებით, კვერცხებით, რეპტილიებითა და მწერებით. უდაბნოს მრავალი მობინადრის მსგავსად, ამ მელასაც შეუძლია წყლის გარეშე დიდხანს გაძლოსგაძლება.<ref>http://www.desertanimals.net/desertanimals/fennecfox.html</ref>
 
მომხიბლავი გარეგნობის გამო ხშირად იჭერენ და ტყვეობაში ზრდიან, ადგილობრივები კი მათზე ნადირობენ ქურქის ხელში ჩასაგდებად. ველურ ბუნებაში 10, ხოლო ტყვეობაში 12 წელს ცოცხლობენ.<ref>http://animaldiversity.ummz.umich.edu/accounts/Vulpes_zerda/</ref> ამჟამად მცირე ინფორმაციაა ცნობილი ფენეკის მელიების პოპულაციების სტატუსზე.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფენეკი“-დან