პაველ კლუშანცევი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 29:
}}
'''პავლე კლუშანცევი''' ({{lang-ru|Клушанцев, Павел Владимирович;}} დ. [[25 თებერვალი]] [[1910]], [[სანქტ-პეტერბურგი]] — გ. [[27 აპრილი]] [[1999]], [[სანქტ-პეტერბურგი]]) — საბჭოთა კინორეჟისორი, მწერალი. რსფსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1970). სამეცნიერო-პოპულარული კინო შეათავსა [[სამეცნიერო ფანტასტიკა]]სთან, რითაც სათავე დაუდო სამეცნიერო-ფანტასტიკური კინონარკვევის ჟანრს.
1930 წელს დაამთავრა ლენინგრადის ფოტოკინოტექნიკუმის საოპერატორო ფაკულტეტი. 1932 წლიდან იყო კინოსტუდია „ბელარუსფილმის“ ოპერატორი, ხოლო 1934 წლიდან მუშაობდა ლენფილმში„ლენფილმში“, სადაც 1935 წელს შედგა მისი დებიუტი რეჟისორ-დამდგმელის ამპლუაში (ფილმი „[[შვიდი ბარიერი]]“) და 1937 წელს დააარსა კომბინირებული გადაღებების საამქრო. გამოიგონა გადაღების რიგი ნოვატორული ხერხი (კერძოდ, ფართოდ გავრცელებული კომბინირებული გადაღების ლუმინესცენციური მეთოდი) და კომბინირებული და ტრიუკების გადაღებების ტექნიკური მოწყობილობა.
 
[[მეორე მსოფლიო ომი]]ს დროს ოპერატორად და რეჟისორად მუშაობდა სტუდია „სიბტექფილმში“, რომელიც უშვებდა სამხედრო-სასწავლო ფილმებს. ომის შემდეგ აგრძელებდა შემოქმედებით საქმიანობას ლენინგრადის კინოსტუდიაში. ფილმში „[[სამყარო (ფილმი)|სამყარო]]“ (1951), პირველად გამოჩნდა სამეცნიერო-ფანტასტიკური მოტივები. აღსანიშნავია კინემატოგრაფიული ხერხები, რომელიც გამოყენებულია ფილმში „[[გზა ვარსკვლავებისკენ]]“ (1958). 1945 წელს დაბრუნდა ლენინგრადის სამეცნიერო-პოპულარული ფილმების სტუდიაში, იყო ოპერატორი, რეჟისორ-დამდგმელი და სცენარისტი. 1962 წელს გადაიღო „[[პლანეტა ქარიშხალი]]“, რომელსაც საფუძვლად დაედო [[ალექსანდრე კაზანცევი]]ს ამავე სახელწოდების მოთხრობა. [[სსრკ|საბჭოთა კავშირში]] ფილმი არ აღიარეს, თუმცა ფილმის გაქირავებაზე უფლება მსოფლიოს 28 ქვეყანამ მოიპოვა, ხოლო [[აშშ]]-ში გამოვიდა ამ ფილმის ხელახლა დამონტაჟებული ორი ვერსია — „[[მოგზაურობა ისტორიამდელ პლანეტაზე]]“ (1965) და „[[მოგზაურობა ისტორიამდელი ქალების პლანეტაზე]]“ (1968), რომლებშიც კლუშანცევის ორიგინალურ მასალებთან ერთად იყო დამატებული გადაღებები ამერიკელი მსახიობების მონაწილეობით (უკანასკნელ ფილმში აგრეთვე გამოიყენებოდა სხვა საბჭოთა სამეცნიერო-ფანტასტიკური სურათის „[[ზეცა გვეძახის]]“ ფრაგმენტები).
 
1972 წელს კლუშანცევი პენსიაზე გავიდა, რის შემდეგ პროფესიული საქმიანობით აღარ დაკავებულა. მთლიანობაში კლუშანცევს გადაღებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო-პოპულარული ფილმი და სიუჟეტი. ავტორია რიგი საბავშვო სამეცნიერო-პოპულარული წიგნისა. მისი სახელობისაა [[ასტეროიდი]].
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* {{IMDb name|0460246}}
* [http://www.kino-teatr.ru/kino/director/sov/37496/bio/ პავლე კლუშანცევი] {{ru icon}}