პავლე კლუშანცევი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
|ხელმოწერა =
}}
'''პავლე კლუშანცევი''' ({{lang-ru|Клушанцев, Павел Владимирович;}} დ. [[25 თებერვალი]] [[1910]], [[სანქტ-პეტერბურგი]] — გ. [[27 აპრილი]] [[1999]], [[სანქტ-პეტერბურგი]]) — საბჭოთა კინორეჟისორი, მწერალი. რსფსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1970). სამეცნიერო-პოპულარული კინო შეათავსა [[სამეცნიერო ფანტასტიკა]]სთან, რითაც სათავე დაუდო სამეცნიერო-ფანტასტიკური კინონარკვევის ჟანრს. 1930 წელს დაამთავრა ლენინგრადის ფოტოკინოტექნიკუმის საოპერატორო ფაკულტეტი. 1932 წლიდან იყო კინოსტუდია „ბელარუსფილმის“ ოპერატორი, ხოლო 1934 წლიდან მუშაობდა ლენფილმში, სადაც 1935 წელს შედგა მისი დებიუტი რეჟისორ-დამდგმელის ამპლუაში (ფილმი „[[შვიდი ბარიერი]]“) და 1937 წელს დააარსა კომბინირებული გადაღებების საამქრო. გამოიგონა გადაღების რიგი ნოვატორული ხერხი (კერძოდ, ფართოდ გავრცელებული კომბინირებული გადაღების ლუმინესცენციური მეთოდი) და კომბინირებული და ტრიუკების გადაღებების ტექნიკური მოწყობილობა. [[მეორე მსოფლიო ომი]]ს დროს ოპერატორად და რეჟისორად მუშაობდა სტუდია „სიბტექფილმში“, რომელიც უშვებდა სამხედრო-სასწავლო ფილმებს. ომის შემდეგ აგრძელებდა შემოქმედებით საქმიანობას ლენინგრადის კინოსტუდიაში. ფილმში „სამყარო“„[[სამყარო (ფილმი)|სამყარო]]“ (1951), პირველად გამოჩნდა სამეცნიერო-ფანტასტიკური მოტივები. აღსანიშნავია კინემატოგრაფიული ხერხები, რომელიც გამოყენებულია ფილმში „გზა„[[გზა ვარსკვლავებისკენ“ვარსკვლავებისკენ]]“ (1958). 1945 წელს დაბრუნდა ლენინგრადის სამეცნიერო-პოპულარული ფილმების სტუდიაში, იყო ოპერატორი, რეჟისორ-დამდგმელი და სცენარისტი. 1962 წელს გადაიღო „პლანეტა„[[პლანეტა ქარიშხალი“ქარიშხალი]]“, რომელსაც საფუძვლად დაედო [[ალექსანდრე კაზანცევისკაზანცევი]]ს ამავე სახელწოდების მოთხრობა. საბჭოთა კავშირში ფილმი არ აღიარეს, თუმცა ფილმის გაქირავებაზე უფლება მსოფლიოს 28 ქვეყანამ მოიპოვა, ხოლო აშშ-ში გამოვიდა ამ ფილმის ხელახლა დამონტაჟებული ორი ვერსია - „მოგზაურობა ისტორიამდელ პლანეტაზე“ (1965) და „მოგზაურობა ისტორიამდელი ქალების პლანეტაზე“ (1968), რომლებშიც კლუშანცევის ორიგინალურ მასალებთან ერთად იყო დამატებული გადაღებები ამერიკელი მსახიობების მონაწილეობით (უკანასკნელ ფილმში აგრეთვე გამოიყენებოდა სხვა საბჭოთა სამეცნიერო-ფანტასტიკური სურათის „ზეცა გვეძახის“ ფრაგმენტები). 1972 წელს კლუშანცევი პენსიაზე გავიდა, რის შემდეგ პროფესიული საქმიანობით აღარ დაკავებულა. მთლიანობაში კლუშანცევს გადაღებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო-პოპულარული ფილმი და სიუჟეტი. ავტორია რიგი საბავშვო სამეცნიერო-პოპულარული წიგნისა. მისი სახელობისაა ასტეროიდი.