აჰმად იბნ ჰანბალი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ბოტი: რჩეული სტატიის ბმული გვერდისათვის ar:أحمد بن حنبل; cosmetic changes
ხაზი 25:

იმამი '''აბუ 'აბდულლაჰ აჰმად ბინ მუჰამმად ბინ ჰანბალ აშ–შაიბანი აზ–ზუჰლი''' ({{lang-ar|أبو عبد الله أحمد بن محمد بن حنبل الشيباني الذهلي}}), ასევე ცნობილი როგორც '''იმამი აჰმადი''' ({{lang-ar|الإمام أحمد}}), '''აჰმად იბნ ჰანბალი''' ({{lang-ar|أحمد أبن حنبل}}) და '''იბნ ჰანბალი''' ({{lang-ar|أبن حنبل}}; დაბ. ჰიჯრის 164/[[780]] წ., [[ბაღდადი]] – გარდ. 12 რაბი' ალ–ავვალი, 241 ჰიჯრით/[[855]] წ., იქვე.<ref>http://sunnahonline.com/library/biographies/364-ahmad-ibn-hanbal</ref>) იყო [[მუსლიმი]] [[თეოლოგია|თეოლოგი]], ღვთისმეტყველი, მუჰადდისი და ფაყიჰი. [[ჰანბალი]] [[მაზჰაბი]]ს ფუძემდებელი და ეპონიმი, ერთ–ერთი [[სუნიზმი|აჰლ ას–სუნნას]] [[ოთხი იმამი]]დან. ცნობილია იმით, რომ გაუძლო [[მიჰნა]]ს და არ უარყო [[ისლამი|ისლამური]] დოგმა [[ყურანი]]ს უქმნელობის შესახებ<ref>http://lostislamichistory.com/imam-ahmad-ibn-hanbal/</ref>.
== ბიოგრაფია ==
იმამი აჰმადი დაიბადა [[780]] წელს ბაღდადში, სადაც მისი ოჯახი ახალდაბრუნებული იყო [[მერვი]]დან – იქ მამამისი სახელმწიფო მოხელე იყო, იგი 30 წლისა გარდაიცვალა და იმამ აჰმადის დედა ფეხმძიმე დაბრუნდა მერვიდან ბაღდადში. როდესაც წამოიზარდა, მან დაიწყო რელიგიის შესწავლა ცნობილ [[ჰანაფი]] [[ყადი]]სთან, აბუ იუსუფთან, იმამ [[აბუ ჰანიფა]]ს მოსწავლესთან. 16 წლიდან იგი ბევრს მოგზაურობდა მთელს ახლო აღმოსავლეთში და აგროვებდა [[ჰადისი|ჰადისებს]]. ამ დროს იგი დღიური სამუშაოთი ირჩენდა თავს. ბაღდადში დაბრუნებისას იგი იწყებს სწავლას იმამ აშ–შაფი'ისთან.

ჰადისების მოგროვების პერიოდში იმამი აჰმადი განმტკიცდა იმ აზრში, რომ რელიგიაზე რაიმეს დამატება და სიახლის შემოტანა (ბიდ'ა) ყოვლად მიუღებელი საქმე იყო. იგი ღიად უპირისპირდებოდა მსგავსი ქმედების ჩამდენ ხალხს და ქადაგებდა მათ წინააღმდეგ, აფრთხილებდა ყველას, მორიდებოდნენ ამ ადამიანებს. <ref>http://www.sayingsofthesalaf.net/the-humble-heretic/</ref>

მალევე იმამმა აჰმადმა მოახერხა ბაღდადში ხალხის საყოველთაო პატივისცემის მოპოვება. ხალხი მასთან მიდიოდა რელიგიის საკითხების გასაგებად, მისი აზრის მოსასმენად ამა თუ იმ საკითხზე.<ref>Ислам. Энциклопедический словарь. М.: «Наука», Главная редакция восточной литературы, 1991. — 315 с. — ISBN 5-02-016941-2 — Стр. 30-31.</ref> მისი მასწავლებელი, იმამი აშ–შაფი'ი, მას თავის თანასწორად მიიჩნევდა და ხშირად ისინი კამათობდნენ ამა თუ იმ საკითხზე.<ref>http://www.fixyourdeen.com/htm/final/qacategorysub2.asp</ref>

მიუხედავად საკმაოდ დიდი ცნობადობისა, იმამი მეტად მოკრძალებულ ცხოვრებას ეწეოდა, რადგან უარს ამბობდა სახელმწიფო სამსახურში შესვლაზე. მისი აზრით, სახელმწიფო სამსახური და ჯამაგირი გავლენას მოახდენდა მისი თავისუფლების ხარისხზე. იგი უმეტესად დღიურ სამუშაოზე მუშაობდა – მებარგულად, მეწაღედ, მისი ცოლი კი ძაფს ართავდა და ფარდაგებს კერავდა, რასაც შემდეგ ჰყიდდნენ. <ref>Кулиев Э. Р. ; '''Сладость веры ''' [пер. с араб. А. С. Самедов]. – М. : Эжаев А. К., 2012. – 368 с. – ISBN 978-5-94824-155-5. Стр. 286</ref>

== მიჰნა ==
[[მიჰნა]] ({{lang-ar|محنة}}) იყო პერიოდი, როდესაც [[მუთაზილობა|მუ'თაზილიტებმა]] ხელში ჩაიგდეს გავლენა სახალიფოს სამეფო კარზე. [[აბასიანები|'აბბასიანმა ხალიფამ]] [[ალ-მამუნი|ალ–მამუნმა]] ყადი ალ–ყუდა'დ (სახალიფოს მთავარი მოსამართლე) დაინიშნა მუ'თაზილიტი იბნ აბი დუ'ადი, რომელმაც შექმნა [[ინკვიზიცია|ინკვიზიციის]] მსგავსი ორგანო, რომლის გამომძიებლებმა დაიწყეს მუ'თაზილიტური იდეის მოწინააღმდეგე [[სუნიზმი|სუნიტ]] სწავლულთა დევნა. ძირითადი გამოსარჩევი ნიშანი იყო ის, რომ მუ'თაზილიტებს სწამდათ, რომ [[ყურანი]] იყო ღმერთის უბრალო ქმნილება, მას არ გააჩნდა არანაირი აღმატება სხვა ქმნილებებზე, ადამიანს შეეძლო მისი განსჯა და სიტუაციებზე მორგება, ზოგჯერ საჭირო იყო მისი ფილოსოფიური გააზრება (ე.წ. [[ქალამი]]) და ა.შ. [[სუნიზმი|სუნიტური]] მრწამსის მიხედვით ყურანი ღმერთის მარადიული ატრიბუტია, იგი მისი სიტყვაა და არა ქმნილი, ამგვარად იგი დაცულია არასრულყოფილებისგან და არ არის უბრალო ქმნილება, საჭიროა მისი პატივისცემა და სხვა. დაიწყო სუნიტ სწავლულთა დევნა. ბევრი სუნიტი სწავლული ამფიბოლიურ პასუხს სცემდა, რათა გამომძიებლები ჩამოხსნოდნენ. <ref>http://i-r-p.ru/page/stream-library/index-3312.html</ref>

იმამმა აჰმადმა უარი თქვა თუნდაც ამფიბოლიურად ეცნო მუ'თაზილიტთა ფილოსოფია და დაბეჯითებით უარყოფდა მას. ხალიფა ალ–მამუნის ბრძანებით, იგი დაატუსაღეს მუჰამმად იბნ ნუჰთან ერთად, თუმცა სახალხო მღელვარების შემდეგ გაათავისუფლეს. იგი ხალიფა ალ–მამუნმა პირადად დაიბარა, მაგრამ როგორც იმამ აჰმადის თანამედროვეები გვამცნობენ, იმამი მხურვალედ სთხოვდა ღმერთს, აეცილებინა მისთვის ეს შეხვედრა. მართლაც, მალევე 46 წლის ალ–მამუნი უეცრად გარდაიცვალა (მოიწამლა ინდისხურმით).<ref>http://thehanbalirevival.wordpress.com/imam-ahmad-ibn-hanbal/</ref>

ხაზი 39:
ალ–მუ'თასიმის მემკვიდრე, ალ–ვასიყი ასევე მუ'თაზილიტური იდეის ერთგული დარჩა, თუმცა რადგან მუ'თაზილიტთა მიმართ უკმაყოფილება ბაღდადში მატულობდა, იმამ აჰმადის დაპატიმრება აღარ უცდია, მაგრამ უბრძანა მას, ბაღდადიდან წასულიყო. იმამმა მართლაც დროებით დატოვა ბაღდადი, ვიდრე ალ–ვასიყი გარდაიცვლებოდა და ხალიფობას მისი ძმა, [[ალ-მუთავაქილი|ალ–მუთავაქქილი]] მიიღებდა.

ალ–მუთავაქქილის ხალიფობისას მოვლენები პირიქით განვითარდა – მან მუ'თაზილიტები გაათავისუფლა იმ მნიშვნელოვანი თანამდებობებიდან, რაც მათ ეკავათ, ბაღდადიდან გააძევა მუ'თაზილიტთა ლიდერი იბნ აბი დუ'ადი, ამით მან დაასრულა მიჰნას პერიოდი.
== ავადმყოფობა და გარდაცვალება ==
77 წლის ასაკში იმამი მძიმედ ავად გახდა, მას ძალიან უჭირდა სალოცავად ადგომაც კი და ლოცვას თავისი ვაჟების დახმარებით ახერხებდა. ჰიჯრით 241 წლის 12 რაბი' ალ–ავვალს, [[პარასკევი|პარასკევს]] ([[31 ივლისი]] [[855]] წ.) იმამი გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების ამბავი მთელ ქალაქს ელვასავით მოედო და პარასკევის საკრებულო ლოცვიდან ხალხმა იმამ აჰმადის სახლს მიაშურა. მისი დაკრძალვისას, ჯანაზას ასი ათასობით ბაღდადელი ლოცულობდა. <ref>http://www.islamhouse.com/68832/ru/ru/articles/Имам_Ахмад_ибн_Ханбал</ref>
== მემკვიდრეობა ==
იმამი აჰმადი ცნობილია, როგორც ჰანბალი მაზჰაბის ეპონიმი. მისი ნაშრომი – მუსნადი 30 ათასამდე ჰადისისგან შედგება, ასევე არსებობს მისი ნაშრომების სარწმუნოების სხვადასხვა საკითხებზე, მაგრამ მის მთავარ დამსახურებად სწორედ მუ'თაზილიტთა წინააღმდეგ მტკიცე პოზიცია მიიჩნევა. მუსლიმი სწავლული, 'ალი იბნ ალ–მადინი ამბობდა: უეჭველად, ღმერთმა განამტკიცა ჩვენი რელიგია [[აბუ ბაქრი|აბუ ბაქრ ას–სიდდიყით]] [[რიდდა]]ს დროს და აჰმად იბნ ჰანბალით მიჰნას დროს."

== სქოლიო ==
{{სქოლიო}}

[[კატეგორია:დაბადებული 780]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 855]]

[[კატეგორია:ისლამი]]

{{Link FA|ar}}