ფილიპ ლამი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 38:
}}
 
'''ფილიპ ლამი''' ({{lang-de|Philipp Lahm}}; დ. [[11 ნოემბერი]], [[1983]], [[მიუნხენი]], [[გერმანია]]) — [[გერმანელები|გერმანელი]] ფეხბურთელი, [[ბაიერნი (მიუნხენი)|მიუნხენის „ბაიერნის“]] კაპიტანი. მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 2006, 2010 და 2014 წლების ჩემპიონატებზე და მიიღო ორი ბრინჯაოს და ერთი ოქროს მედალი. 2006 და 2010 წლებში მოხვდა ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში. 2014 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. ასევე მონაწილეობდა ევროპის 2004, 2008 და 2012 წლების ჩემპიონატებზე. 2010 წლიდან იყო ნაკრების კაპიტანი. 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ განაცხადა სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ.
 
==სანაკრებო კარიერა==
ფილიპ ლამმა გერმანიის ნაკრებში პირველი მატჩი ჩაატარა 2004 წლის თებერვალში [[ხორვატიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|ხორვატიის]] ნაკრების წინააღმდეგ. ლამმა შეუცვლელად ითამაშა [[ევრო 2004]]-ზე გერმანიის მიერ გამართულ სამივე მატჩში. მიუხედავად გერმანიის ნაკრების ჩავარდნისა, ლამის ასპარეზობა გამორჩეულად დადებითად იყო შეფასებული.
 
ლამმა გაიტანა პირველი გოლი გერმანიაში გამართული [[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2006|მუნდიალი 2006]]-ის გახსნით მატჩში. ლამმა გოლი [[კოსტა-რიკის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|კოსტა-რიკის]] ნაკრებს გაუტანა. გერმანიამ ის მატჩი 4-2 მოიგო და საბოლოოდ ტურნირში მესამე ადგილი დაიკავა.
 
[[ევრო 2008]]-ზე ლამმა გაიტანა გადამწყვეტი გოლი [[თურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|თურქეთის]] ნაკრების კარში, მატჩის 90-ე წუთზე და მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა. გერმანიამ 3-2 მოიგო და ფინალში გავიდა. თავად ლამმა ეს გოლი კარიერის უმნიშვნელოვანეს გოლად შეაფასა. ფინალში გერმანია [[ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|ესპანეთის]] ნაკრებთა დამარცხდა. მატჩის ერთადერთი გოლი [[ფერნანდო ტორესი|ფერნანდო ტორესმა]] ლამისა და მეკარე [[იენს ლემანი]]ს ორმხრივი შეცდომის შედეგად გაიტანა. ლამი და გერმანიის ნაკრები ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ.
 
[[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2010|2010 წლის მუნდიალზე]] ლამი ნაკრების კაპიტნად დაინიშნა. მან შეცვალა დაშავებული [[მიხაელ ბალაკი]]. მან პირველივე მატჩში ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა. გერმანია ამ მუნდიალზეც ბრინჯაოს მედლების ლაურეატი გახდა.
 
[[ევრო 2012]]-ზე ლამმა ერთი გოლი გაიტანა მეოთხედფინალში [[საბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|საბერძნეთის]] წინააღმდეგ მატჩში, რომელიც გერმანიამ 4-2 მოიგო. ნახევარფინალში გასული გერმანიის ნაკრები [[იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|იტალიამ]] დაამარცხა ანგარიშით 2-0.
 
[[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2014|2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი]] ლამმა დაიწყო [[ნახევარმცველი (ფეხბურთი)|საყრდენი ნახევარმცველის]] პოზიციაზე. მერვედფინალიდან [[იოხიმ ლევი|იოახიმ ლევმა]], რომელმაც ტრავმის გამო დაკარგა მარჯვენა მცველი [[შხოდრან მუსტაფი]], დააბრუნა ლამი მისთვის ჩვეულ მარჯვენა მცველის პოზიციაზე. ლამმა ნაკრებთან ერთად მოიგო ჩემპიონატი. მუნდიალის დასრულების შემდეგ ლამმა განაცხადა სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ.
 
ნაკრების რიგებში ლამმა 10 წლის მანძილზე 113 მატჩში ითამაშა.
 
== ტიტულები ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფილიპ_ლამი“-დან