კუკის კუნძულები: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 461:
ხარისხიანი უმაღლესი განათლების მიღება კუკის კუნძულებზე ძალიან ძნელია, ამიტომ მის მისაღებად მიემგზავრებიან ახალ ზელანდიაში. ქვეყანაში მოქმედებს პედაგოგიური ტექნიკუმი ({{lang-en|Teachers Training College}}), სავაჭრო, ტურისტული სასწავლო ცენტრები, ავარუაში მდებარეობს [[სამხრეთ წყნარი ოკეანის უნივერსიტეტი]]ს ფილიალი<ref name="ნ" />.
== კულტურა ==
=== კუკის კუნძულების მოსახლეობის კოლონიამდელი ორგანიზაცია ===
ევროპელების გამოჩენამდე კუკის კუნძულებზე არსებობდა მოსახლეობის გვაროვნული სოციალური ორგანიზაცია. თითოეულ კუნძულზე ცხოვრობდნენ [[ტომი|ტომები]], ან [[ვაკა (კუკის კუნძულები)|ვაკა]], რომლებიც წარმოადგენდნენ მსხვილ სოციალურ და ტერიტორიალურ ჯგუფებს. ვაკა ჩამოყალიბდა სხვადასხვა გვარის შეერთების შედეგად, რომელთა წევრები გაერთიანებული იყვნენ საერთო წინაპრებით, რომლებიც ადგილობრივი ლეგენდების მიხედვით მოცურდნენ [[კანოე]]ბით<ref name="vaka">Crocombe R. G. Land Tenure in the Cook Islands. — Canberra, 1961. — С. 32—35.</ref>. ტომის ტიტულირებული მეთაური იყო [[არიკი]], რომელსაც დიდი პატივისცემით ეპყრობოდნენ, რადგანაც ტომის წევრების წარმოდგენით მას ჰქონდა ღვთაებრივი წარმოშობა და მინიჭებული ჰქონდა ზებუნებრივი ძალა. ტომის პრობლემები ასევე განიხილებოდა «სამეფო სასამართლოში»<ref name="vaka" />. ვაკა იყოფოდა [[ტაპერე]]ებად, რომელიც წარმოადგენდა პატარა მიწის ნაკვეთებს, მატაიაპოს (მთავარი გვარის ბელადი) მეთაურობით, ან არიკით (ტომის უმაღლესი ბელადი) და გადაჭიმული იყო კუნძულის ცენტრიდან კუნძულის რიფამდე<ref name="tapere">Crocombe R. G. Land Tenure in the Cook Islands. — Canberra, 1961. — С. 36—40.</ref>. ტაპერეს მაცხოვრებლებს ერქვათ [[მატაკეინანგა]]<ref name="tapere" />.
=== კულტურა და ყოფაცხოვრება ===
==== მუსიკა და ცეკვები ====
[[მუსიკა]]ს და [[ცეკვა|ცეკვებს]] [[კუკის კუნძულების მაორი|კუკის კუნძულების მაორების]] ცხოვრებაში უკავიათ ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი. თითოეულ კუნძულზე არსებობს ცეკვის თავისებური ვარიანტი, და დაწყებული ადრეული ბავშვობიდან ზოგიერთ კუნძულელს ასწავლიან ტრადიციულ სიმღერას და ცეკვას. სპეციალურად ტურისტებისათვის მართავენ კონცერტებს, ხოლო პროფესიონალი მოცეკვავეების პატარა ჯგუფი გასტროლებზეა მთელ მსოფლიოში. ტრადიციული კუკის კუნძულების ცეკვა ''ჰურა'' ({{lang-rar|hura}}) გამოირჩევა რიტმულობით და სიძნელით. ყველაზე პოპულარული მუსიკალური ინსტრუმენტია [[ბარაბანი]].
==== ლიტერატურა ====
კუკის კუნძულების [[ლიტერატურა]] ძირითადად წარმოდგენილია მრავალრიცხოვანი ადგილობრივი ლეგენდებით. თანამედროვე მწერლებიდან ყველაზე ცნობილია [[კაურაკა კაურაკა]] (1951—1997), რომელიც დაიბადა კუნძულ რაროტონგაზე და დაკრძალულია კუნძულ მანიჰიკიზე. მან დაწერა 6 ლექსების კრებული და პუბლიცისტური ნაწარმოები ინგლისურ და კუკის კუნძულების მაორების ენაზე. ლიტერატურული მოღვაწეობის გარდა ის დაკავებული იყო მუსიკით, ფოტოგრაფიით. იყო ანტროპოლოგიც.
==== ტრადიციული ხელსაქმიანობა ====
ბევრი კუნძული, მაგალითად, ატიუ, ცნობილია თავისი ტექსტილის ნაკეთობებით, ანუ '''''ტივაევაე''''' ({{lang-rar|tivaevae}}), თავის თავში შერწყმული აპლიკაციით და მორთვით, ასევე ტრადიციული მორთულობით: აღკაზმულობები, ანუ '''''ეი''''' ({{lang-rar|ei}}), და დიადემებით, ანუ '''''ეი-კატუ''''' ({{lang-rar|ei katu}}). ძვირფასი ნაკეთობანი იქმნება ძირითადად შავი მარგალიტისაგან. სხვა ტრადიციული ხელსაქმიანობა გამოირჩევა კალათები, ჩანთები, სანიავებლები. ბევრ კუნძულზე ოსტატები თლიან სტატუეტებს.
==სქოლიო==
|