კუკის კუნძულები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 445:
 
კუკის კუნძულების ტერიტორიაზე დარეგისტრირებულია დიდი რაოდენობით [[ბანკი|ბანკები]], მათ შორის საერთაშორისო. ''2003 წლის კანონი საბანკო მეურნეობის შესახებ'' ითვალისწინებს ლიცენზიის სამ ტიპს: ლიცენზიას საბანკო მოღვაწეობის განხორციელებაზე ქვეყნის შიგნით, ლიცენზიას საერთაშორისო საბანკო მოღვაწეობის განხორციელებაზე და შეზღუდულ ლიცენზიას საერთაშორისო საბანკო მოღვაწეობის განხორციელებაზე<ref name="ბანკები">{{cite web|last=DeltaQuest.|url=http://www.myoffshoreaccounts.com/russian/offshore_banks-in-Cook-Islands-bank-account#|title=კუკის კუნძულების საბანკო სისტემა.|accessdate=2007-10-17|deadlink=404|archiveurl=http://web.archive.org/20080820134424/www.myoffshoreaccounts.com/russian/offshore_banks-in-Cook-Islands-bank-account#|archivedate=2008-08-20}}</ref>. კუკის კუნძულები ერთ-ერთი მსხვილი ოფშორული ცენტრია მსოფლიოში<ref name="ბანკები" />.
 
== სოციალური სფერო ==
 
=== ჯანდაცვა ===
ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობის პრობლემები დაკავშირებულია უპირატესად არაკონტაგიოზურ დაავადებებთან, ასევე გადაჭარბებულ წონასთან<ref name="ლ">{{cite web|last=World Health Organization.|url=http://www.wpro.who.int/NR/rdonlyres/49101F13-3B07-4ACC-8D08-B602CF6D6FE5/0/cok.pdf#|title=Cook Islands|publisher=|date=October 1999 Revised Edition, March 2000|accessdate=06-09-2007|archiveurl=http://www.webcitation.org/615l01cCM|archivedate=2011-08-21}}</ref>. სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზებია [[ჰიპერტონია]] (აწეული [[სისხლის წნევა]]), [[გულის იშემიური დაავადება]] და [[შაქრის დიაბეტი]]. 1980 წელს კუკის კუნძულების მთავრობამ და [[წყნარი ოკეანის თანამეგობრობის სამდივნო]]მ ჩაატარა გამოკვლევა კუნძულ რაროტონგას 1127 ზრდასრული მოსახლისა. რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ ქალების თითქმის ნახევარს ჰქონდა ჭარბი წონა (წონის ნორმის გადაჭარბება 140 %-ით)<ref name="ლ" />. განმეორებითი გამოკვლევა ჩატარდა 1987 წელს. ამ გამოკვლევის თანახმად, მამაკაცთა 20 %-ს და ქალთა 50 %-ს ჰქონდათ ჭარბი წონა<ref name="ლ" />. 2002 წელს გამოიკვლიეს რაროტონგის 3600 მაცხოვრებელი. ამ გამოკვლევის თანახმად 80 %-მდე მოსახლეობა განიცდიდა ზედმეტ წონას, 12 % — დიაბეტს და გამოკვლეულთა დაახლოებით მესამედს ჰქონდა აწეული სისხლის წნევა<ref name="ლ" />. ასეთი სურათი იყო სხვა კუნძულებზეც.
 
=== განათლება ===
კუკის კუნძულებს შედარებით გრძელი განათლების ისტორია აქვს. პირველი სკოლები გაიხსნა 1823 წელს ლონდონიდან კუნძულებზე მისიონერის ჯონ უილიამსის მოსვლისას მისიონერთა საზოგადოებიდან<ref name="ნ">{{cite web|last=Cook Islands Initial National Communication Under the United Nations Framework Convention on Climate Change.|url=http://unfccc.int/resource/docs/natc/cisnc2.pdf#|title=Education and Training|publisher=Cook Island Government|date=October 1999 Revised Edition, March 2000|accessdate=2007-08-25|archiveurl=http://www.webcitation.org/615khTkhN|archivedate=2011-08-21}}</ref>. მეცადინეობებს ატარებდნენ ტაიტელი მასწავლებლები [[მაორი ენა|მაორის ენაზე]] [[რელიგია|რელიგიის]] განხრით და ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებს. 1840 წელს ავარუაში გაიხსნა მასწავლებელთა მომზადების სპეციალური ცენტრი, ხოლო 1860 წელს კუკის კუნძულებზე შემოიღეს საყოველთაო საწყისი განათლება<ref name="Coxen">''Coxen E.'' Senior Secondary Education in the Pacific. — New Zealand: University of Auckland, 1991.</ref>.
 
მთავარი სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემაზე, არის განათლების სამინისტრო. 2000 წელს კუკის კუნძულებზე მოქმედებდა 28 საწყისი სკოლა, რომლიდანაც 10 მდებარეობდა კუნძულ რაროტონგაზე. 23 სკოლა იყო სახელმწიფო, ერთი — ეკუთვნოდა ეკლესიას, დანარჩენი იყო კერძო. საშუალო სკოლა სულ 23-ა, რომლიდანაც სამი მდებარეობს რაროტონგაზე<ref name="ნ" />.
 
2007 წელს კუკის კუნძულების საწყის სკოლებში სწავლობდა 1968 ბავშვი, საშუალოში — 1915 ბავშვი<ref name="ო">{{cite web|last=Cook Statistics Office.|url=http://www.stats.gov.ck/Statistics/Social/educ_.htm#|title=Social Statistics.|accessdate=2007-08-25|archiveurl=http://www.webcitation.org/615l0Y5nw|archivedate=2011-08-21}}</ref>.
 
კუკის კუნძულების განათლების სისტემა მჭიდრო ურთიერთობაშია ახალი ზელანდიის საგანმანათლებლო სისტემასთან და ძირითადად აქვს იგივე სასწავლო გეგმა. როგორც ახალ ზელანდიაში, ისევე კუკის კუნძულებზე სწავლა სავალდებულოა 5-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის<ref name="ნ" />. საწყის და საშუალო სკოლებში განათლება უფასოა და ფინანსდება სახელმწიფოსგან, შედეგად მოსახლეობის განათლება ძალიან მაღალია<ref name="ნ" />.
 
ხარისხიანი უმაღლესი განათლების მიღება კუკის კუნძულებზე ძალიან ძნელია, ამიტომ მის მისაღებად მიემგზავრებიან ახალ ზელანდიაში. ქვეყანაში მოქმედებს პედაგოგიური ტექნიკუმი ({{lang-en|Teachers Training College}}), სავაჭრო, ტურისტული სასწავლო ცენტრები, ავარუაში მდებარეობს [[სამხრეთ წყნარი ოკეანის უნივერსიტეტი]]ს ფილიალი<ref name="ნ" />.
 
==სქოლიო==