მთავარი მენიუს გახსნა

ცვლილებები

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
მუშაობს [[თანამგზავრული ტელევიზია]], მათ შორის ადგილობრივი არხი, რომელიც ძირითადად მაუწყებლობს ახალი ზელანდიის ტელევიზიისა და კომპანია ''«Elijah Communications Ltd»''-ის (ასევე ''«Radio Cook Islands»'' და ''«The Cook Islands Herald weekly»''-ის მფლობელი) პროგრამებს. კუნძულებზე [[კაბელური ტელევიზია]] არ არსებობს<ref name="ზ">{{cite web|last=World Press Trends.|url=http://www.warc.com/LandingPages/Data/NewspaperTrends/PDF/RepublicCongo.pdf#|title=Cook Islands|publisher=World Association of Newspapers|date=2004|accessdate=2007-08-31|archiveurl=http://www.webcitation.org/615kvtMLV|archivedate=2011-08-21}}</ref>. კუკის კუნძულებზე მაუწყებლობს ორი [[რადიოსადგური]] — ''«Radio Cook Islands»'' და ''«Radio Ikurangi»''<ref name="ყ" />. გამოიცემა ყოველდღიური [[გაზეთი]] «''კუკ აილენდს ნიუსი''» (''Cook Islands News''), ფართოდ გავრცელებულია ახალზელანდიური და ავსტრალიური გაზეთები და [[ჟურნალი|ჟურნალები]]. რაროტონგაში ყოველკვირეულად გამოდიან ადგილობრივი გაზეთები «''Herald''» და «''Independent''».
 
=== ტურიზმი===
კუკის კუნძულების წამყვანი სამეურნეო სექტორია [[ტურიზმი]], რომელიც ინტენსიურად ვითარდება 1971 წლიდან. 2006 წელს კუნძულები მოინახულა 92 095 ადამიანმა<ref name="Tourism">{{cite news | first = |last = |url = http://www.stats.gov.ck/Statistics/Tourism/tourism_ctyofresid%20prov.htm |title = ''Tourism Statistics'' | publisher = Cook Statistics Office |date = | accessdate = 2007-08-16}}</ref>, რითაც ქვეყნის ეკონომიკას მოუტანა აუცილებელი ფინანსები და ბიძგი მისცა ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. ტურისტთა ძირითადი ნაკადი მიემართება ან კუნძულ რაროტონგაზე, ან აიტუტაკიზე. ბოლო წლებში კუკის კუნძულების [[მშპ]]-ს 80 %-მდე შემოსავლები ტურიზმიდან შემოვიდა. არქიპელაგს უპირატესად სტუმრობენ ახალი ზელანდიის (2006 წელს ტურისტთა ნახევარზე მეტი<ref name="Tourism" />), ავსტრალიის, [[ევროპა|ევროპის]] ქვეყნების, აშშ-ს და [[კანადა|კანადის]] მოქალაქეები. მაგრამ ქვეყნის ეკონომიკაში ტურისტული სექტორის წილის მნიშვნელოვან ზრდას შეუძლია მოიტანოს უარყოფითი შედეგებიც. ტურისტების რაოდენობის მყისიერი შემცირების შემთხვევაში, ეკონომიკას ელოდება ძნელი გამოცდა: ქვეყნის მშპ-ს მაჩვენებლის დაწევა, მოსახლეობის შემოსავლების შემცირება, რაც გამოიწვევს მათ [[ემიგრაცია]]ს ახალ ზელანდიაში.
 
ქვეყანაში შესასვლელად 31 დღიანი ვადით პიროვნებას აუცილებლად სჭირდება თან ჰქონდეს მხოლოდ მოქმედი [[პასპორტი]], უკან დასაბრუნებელი ბილეთი და სამყოფი ფინანსები. თუ კუნძულებზე ყოფნის ხანგრძლივობა აჭარბებს ერთ თვეს და ნაკლებია სამ თვეზე, ასევე აუცილებელია 70 ახალზელანდიური დოლარის გადახდა (15 და უფრო მეტი ასაკის პირთათვის). თუ კუნძულებზე ყოფნის ხანგრძლივობა აჭარბებს სამ თვეს და არ აღემატება ხუთ თვეს — აუცილებელია 120 $NZ გადახდა<ref>{{cite web|url=http://www.cook-islands.gov.ck/faq.php|title=Facts and Information |publisher=The Official Website - Government of the Cook Islands|lang=en|accessdate=2011-10-13|archiveurl=http://www.webcitation.org/62PbGYiCy|archivedate=2011-10-13}}</ref>. თუ კუნძულებზე ყოფნის ვადა 6 თვეზე მეტია, აუცილებელია [[ვიზა|ვიზის]] მიღება<ref name="Tourism2">{{cite news | first = |last = |url = http://cookislands.travel/index.php?option=com_content&task=view&id=55&Itemid=72 |title = ''Entry Requirements'' | publisher = Cook Islands Tourism |date = | accessdate = 2007-08-16}}</ref>.
 
== ველური ბუნება ==
ანონიმური მომხმარებელი