კუკის კუნძულები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 411:
 
სახელმწიფო ბიუჯეტის შევსება ასევე ხდება უცხოეთის [[გემი|გემებისათვის]] განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში თევზჭერისთვის ნებართვის ასაღებად [[ლიცენზია|ლიცენზიის]] გაცემაში.
 
=== ტრანსპორტი ===
რაროტონგას საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება საერთაშორისო ხაზებს, რომელიც კუკის კუნძულებს აკავშირებს მსოფლიოს ბევრ წერტილთან. ძირითადი ავიაკომპანია, რომელიც ასრულებს ავიაგადაფრენებს რაროტონგადან ოკლენდამდე, ფიჯიმდე, ტაიტიმდე და [[ლოს-ანჯელესი|ლოს-ანჯელესამდე]] ([[აშშ]]) არის Air New Zealand. შიდა გადაფრენებს და ასევე გადაფრენას საფრანგეთის პოლინეზიის კუნძულ ტაიტიზე, ახორციელებს ავიაკომპანია «ეირ-რაროტონგა».
 
კუნძულ რაროტონგაზე მოქმედებს [[საზოგადოებრივი ტრანსპორტი]] ([[ავტობუსი]]), ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში ტურისტებს შეუძლიათ იქირავონ [[ავტომობილი]] ან გამოიძახონ [[ტაქსი]]<ref name="ი">{{cite web|last=Cook Islands Tourism.|url=http://cookislands.travel/index.php?option=com_content&task=view&id=57&Itemid=75#|title=Public Transport|publisher=|date=|accessdate=05-09-2007|archiveurl=http://www.webcitation.org/615krpMOW|archivedate=2011-08-21}}</ref>.
 
რეგულარული ორთქლისძრავიანი გემების ხაზი აკავშირებს კუკის კუნძულებს ოკლენდთან, [[სამოა]]სთან, [[ტონგა]]სთან და [[ნიუე]]სთან. მცირე გემების მთელი ფლოტი ემსახურება შიდა ხაზებს. რაროტონგაზე და ზოგიერთ სხვა სამხრეთის ჯგუფის კუნძულებზე არსებობს განვითარებული ავტოგზების ქსელი.
 
=== კავშირგაბმულობა ===
სატელეკომუნიკაციო მომსახურებას, საერთაშორისო და შიდა [[ტელეფონი|სატელეფონო]] კავშირის ჩათვლით, [[ფაქსი]]მილარულ და [[ტელეგრაფი|სატელეგრაფო]] კავშირების მომსახურებას და [[ინტერნეტი|ინტერნეტს]] წარმოადგენს კომპანია ''«Telecom Cook Islands»'', რომლის ოფისიც მდებარეობს ავარუაში<ref name="ყ">{{cite web|last=Cook Islands Government Online.|url=http://www.cook-islands.gov.ck/cook-islands.php#|title=Communications|publisher=Cook Island Government|date=|accessdate=05-09-2007|archiveurl=http://www.webcitation.org/615kpQZlA|archivedate=2011-08-21}}</ref>. ამ მომსახურეობის ზოგიერთი ნაწილი ასევე ხელმისაწვდომია არქიპელაგის დაშორებულ კუნძულებზეც. ასევე არსებობს [[ფოსტა|საფოსტო]] კავშირი, ხოლო ადგილობრივი [[საფოსტო მარკა|საფოსტო მარკები]] იწვევს [[ფილატელია|ფილატელისტების]] ინტერესს მთელ მსოფლიოში. რაროტონგას და აიტუტაკის კუნძულებზე მოქმედებენ ზოგიერთი [[ინტერნეტ-კაფე|ინტერნეტ-კაფეები]], საკვანძო ადგილებში არის [[WiFi]]<ref name="კ">{{cite web|last=Cook Islands Tourism.|url=http://cookislands.travel/index.php?option=com_content&task=view&id=61&Itemid=78#|title=Communications|publisher=|date=|accessdate=06-09-2007|archiveurl=http://www.webcitation.org/615ku23zB|archivedate=2011-08-21}}</ref>.
 
მუშაობს [[თანამგზავრული ტელევიზია]], მათ შორის ადგილობრივი არხი, რომელიც ძირითადად მაუწყებლობს ახალი ზელანდიის ტელევიზიისა და კომპანია ''«Elijah Communications Ltd»''-ის (ასევე ''«Radio Cook Islands»'' და ''«The Cook Islands Herald weekly»''-ის მფლობელი) პროგრამებს. კუნძულებზე [[კაბელური ტელევიზია]] არ არსებობს<ref name="ზ">{{cite web|last=World Press Trends.|url=http://www.warc.com/LandingPages/Data/NewspaperTrends/PDF/RepublicCongo.pdf#|title=Cook Islands|publisher=World Association of Newspapers|date=2004|accessdate=2007-08-31|archiveurl=http://www.webcitation.org/615kvtMLV|archivedate=2011-08-21}}</ref>. კუკის კუნძულებზე მაუწყებლობს ორი [[რადიოსადგური]] — ''«Radio Cook Islands»'' და ''«Radio Ikurangi»''<ref name="ყ" />. გამოიცემა ყოველდღიური [[გაზეთი]] «''კუკ აილენდს ნიუსი''» (''Cook Islands News''), ფართოდ გავრცელებულია ახალზელანდიური და ავსტრალიური გაზეთები და [[ჟურნალი|ჟურნალები]]. რაროტონგაში ყოველკვირეულად გამოდიან ადგილობრივი გაზეთები «''Herald''» და «''Independent''».
 
== ველური ბუნება ==