კუკის კუნძულები: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
კუკის კუნძულები მთელი რიგი რეგიონალური და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრია: [[წყნარი ოკეანის კუნძულების ფორუმი]], [[სამხრეთ წყნარი ოკეანის კომისია]], [[აზიის განვითარების ბანკი]], [[ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია]], [[გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია]], [[იუნესკო]], [[აფრიკის, კარიბის ზღვის და წყნარი ოკეანის რეგიონი]] და სხვა ორგანიზაციები. ქვეყანას აქვს ხუთი დიპლომატიური წარმომადგენლობა საზღვარგარეთ: ახალ ზელანდიაში, ავსტრალიაში, [[ამერიკის შეერთებული შტატები|ამერიკის შეერთებულ შტატებში]], [[ნორვეგია]]ში და [[ევროპის კავშირი|ევროპის კავშირში]]<ref name="DiplomaticCorps">[http://www.cookislands.de/files/diplomatic_corps.pdf Diplomatic corps of the Cook Islands]</ref>.
 
==== ჩინეთთან ურთიერთობა ====
დიპლომატიური ურთიერთობა კუკის კუნძულებსა და [[ჩინეთი|ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას]] შორის დამყარდა 1997 წლის 25 ივლისს<ref name="DiplomaticChina">{{cite web|last=The Embassy of the People's Republic of China in New Zealand.|url=http://www.fmprc.gov.cn/eng/wjb/zzjg/bmdyzs/gjlb/3387/default.htm#|title=Bilateral Relations between China and Cook Islands.|publisher=Samisoni Pareti|date=|accessdate=09-10-2007|archiveurl=http://www.webcitation.org/615koBeHb|archivedate=2011-08-21}}</ref>. გამყარებული ურთიერთობები ჩინეთსა და ოკეანეთის მთელ რიგ ქვეყნებს შორის, მათ შორის, კუკის კუნძულებთან, უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში იწვევს გარკვეულ შეშფოთებას ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის მხრიდან, რომელთა პოზიციები რეგიონში ტრადიციულად ძლიერია. ხშირად ოკეანეთის ქვეყნები ჩათრეული არიან დიპლომატიურ ომებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და ჩინეთის რესპუბლიკას (კუნძული [[ტაივანი]]) შორის.
 
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა კუკის კუნძულებს მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას უწევს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის და თევზჭერის სფეროში, ტარდება რეგულარული შეხვედრები ორივე ქვეყნის ლიდერებს შორის. თავის მხრივ, კუკის კუნძულები, აღიარებენ მხოლოდ ერთ ჩინეთს — ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას<ref name="CookNewsChina">{{cite web|last=Cook Islands Government.|url=http://www.cook-islands.gov.ck/view_release.php?release_id=933#|title=Cook Islands continue to support one-China policy.|publisher=|date=2007-09-26|accessdate=09-10-2007|archiveurl=http://www.webcitation.org/615kovni4|archivedate=2011-08-21}}</ref>.
 
2003 წელს საქონელბრუნვამ კუკის კუნძულებსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის შეადგინა US$ 575 000<ref name="DiplomaticChina" />.
 
==== ევროკავშირთან ურთიერთობა ====
კუკის კუნძულები მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპის კავშირთან, მათ შორის [[ბელგია|ბელგიის]] დედაქალაქ [[ბრიუსელი|ბრიუსელში]] მდებარეობს კუკის კუნძულების დიპლომატიური წარმომადგენლობა. კუკის კუნძულების პირველი დამსახურებული კონსული რეგიონში გამოჩნდა 1987 წლის 10 თებერვალს [[ნორვეგია|ნორვეგიის]] დედაქალაქ [[ოსლო]]ში<ref name="DiplomaticCorps" />. ევროკავშირის ქვეყნები კუკის კუნძულებს უწევენ ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას (ძირითადად მოშორებულ კუნძულებს), თანამშრომლობენ [[თევზჭერა]]ში და სოციალურ სფეროში ([[ჯამრთელობის დაცვა]], [[განათლება]])<ref name="EURelations">{{cite web|last=European Commission.|url=http://ec.europa.eu/development/Geographical/RegionsCountries/Countries/Cook%20Islands.htm#|title=EU Relations with Cook Islands.|publisher=|date=2004-01-01|accessdate=2007-10-10|deadlink=404|archiveurl=http://web.archive.org/20070707120222/ec.europa.eu/development/Geographical/RegionsCountries/Countries/Cook%20Islands.htm#|archivedate=2007-07-07}}</ref>.
 
== ადმინისტრაციული დაყოფა ==
ანონიმური მომხმარებელი