კუკის კუნძულები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 179:
 
ბოლო ათწლეულებში გამოვლინდა ეკონომიკური და სოციალურ სფეროებში წინსვლა, გაფართოვდა ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილება, შედეგად, გაიზარდა კუკის კუნძულების დამოუკიდებლობა (მაგალითად, [[საგარეო პოლიტიკა|საგარეო პოლიტიკის]] სფეროში, ახალ ზელანდიასთან თავისუფალი ასოციაციიდან ცალმხრივად გამოსვლის უფლებით). 1990-იანი წლების შუაში ქვეყანამ გადაიტანა დიდი ფინანსური კრიზისი. რის შედეგადაც გაუარესდა ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონე, გაიზარდა [[ემიგრაცია]] ახალ ზელანდიაში, ხდებოდა მთავრობებისა და [[პრემიერ-მინისტრი|პრემიერ-მინისტრების]] ხშირი ცვლა.
 
== პოლიტიკური მოწყობა ==
 
=== სახელმწიფო წყობა ===
''კუკის კუნძულები'' — ახალ ზელანდიასთან თავისუფლად ასოცირებული თვითმართვადი ტერიტორიაა. ამაში მოიაზრება კუნძულების დამოუკიდებლობა ტერიტორიის შიდა საკითხების მოგვარებაში (კერძოდ, აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის კუკის კუნძულების მთავრობას, საკანონმდებლო — კუკის კუნძულების [[პარლამენტი|პარლამენტს]], და არა [[ახალი ზელანდიის პარლამენტი|ახალი ზელანდიის პარლამენტს]]), [[ახალი ზელანდიის სამეფო]]ს შემადგენლობაში ყოფნა, რომელსაც ხელმძღვანელობს [[ახალი ზელანდიის მონარქია|ახალი ზელანდიის მონარქი]] დედოფალი [[ელისაბედ II]], ტერიტორიის მოსახლეობისთვის ახალი ზელანდიის [[მოქალაქეობა|მოქალაქეობის]] მინიჭება (მაგრამ მათ არ შეუძლიათ მონაწილეობის მიღება ახალი ზელანდიის არჩევნებში და სოციალური დახმარების მიღება იმ დრომდე, სანამ არ გახდებიან ახალი ზელანდიის მუდმივი [[რეზიდენტი (სამართალი)|რეზიდენტები]]). [[საგარეო პოლიტიკა]] და [[თავდაცვა]] რჩება ახალი ზელანდიის ხელისუფლების პრეროგატივა.
 
1965 წლის 4 აგვისტოს მიღებული [[კონსტიტუცია]] ადგენს [[მონარქია|მონარქიული]] ფორმის მმართველობას [[ვესტმინსტერული სისტემა|ვესტმინსტერული სისტემის]] [[პარლამენტარიზმი]]თ, როგორიც მოქმედებს ახალ ზელანდიაში. მაგრამ ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპები მჭიდროდ გადახლართულია ადგილობრივ ტრადიციებთან. მაგალითად, საარჩევნო ოლქები ფორმირდება მიწისა და საზღვრების ტრადიციული დაყოფის საფუძველზე, რომლებიც გაწელილია კუნძულების შიდა რაიონებიდან ოკეანისკენ<ref name="მ">{{cite web|last=Transparency International Country Study Report.|url=http://www.transparency.org.au/documents/cookislands.pdf#|title=Cook Islands.|publisher=|date=|accessdate=10-09-2007|archiveurl=http://www.webcitation.org/615kkphki|archivedate=2011-08-21}}</ref>.
 
==== საკანონმდებლო ხელისუფლება ====
საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოა — 24 [[დეპუტატი]]საგან შემდგარი ერთპალატიანი პარლამენტი<ref name="ჰ">{{cite web | last = Cook Islands Sessional Legislation. |url = http://www.paclii.org/ck/legis/num_act/ca26a2003295/#|title = Constitution Amendment (No 26) Act 2003. |publisher = PacLII Databases |date = |accessdate = 12-09-2007}}</ref> (2003 წლამდე — 25 დეპუტატი<ref name="ო">{{cite web | last = Cook Islands Sessional Legislation. |url = http://www.paclii.org/ck/legis/num_act/cotci327/#|title = Constitution of the Cook Islands. |publisher = PacLII Databases |date = |accessdate = 12-09-2007}}</ref>), რომლებიც არჩეული არიან საყოველთავო ფარული კენჭისყრით. თითოეული დეპუტატი წარმოადგენს ცალკეულ ოლქს, ზოგიერთ შემთხვევაში — მთელ კუნძულს. პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ვადა — 5 წელია<ref name="პ">{{cite web|last=Cook Islands Sessional Legislation|url=http://www.paclii.org/ck/government.html#|title=Government of the Cook Islands.|publisher=PacLII Databases|date=|accessdate=12-09-2007|archiveurl=http://www.webcitation.org/615kmyoXi|archivedate=2011-08-21}}</ref>.
 
პარლამენტის პირველ სხდომაზე დეპუტატები ირჩევენ [[სპიკერი|სპიკერს]] და მის მოადგილეს.
 
==== აღმასრულებელი ხელისუფლება ====
კუკის კუნძულების კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფოს მეთაურია მისი უდიდებულესობა ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II, რომელიც კუნძულებზე წარდგენილია დედოფლის წარმომადგენლით ({{lang-en|Queen’s Representative}} — ძველად [[უმაღლესი კომისარი|უმაღლესი კომისრით]]), რომელსაც ნიშნავს დედოფალი სამი წლის ვადით ხელახალი დანიშვნის უფლებით. დედოფლის წარმომადგენელი მოქმედებს [[მინისტრთა კაბინეტი]]ს, პრემიერ-მინისტრის ან შესაბამისი მინისტრის რჩევით. თუ მინისტრთა კაბინეტს, პრემიერ-მინისტრს ან შესაბამის მინისტრს დედოფლის წარმომადგენელთან შეაქვთ რომელიმე წინადადება და თუ დედოფლის წარმომადგენელი წინადადების შემოსვლის თარიღიდან 14 დღის განმავლობაში მას არ უარყოფს, ითვლება, რომ წინადადება მიღებულია. დედოფლის წარმომადგენელი პარლამენტის აქტებს ანიჭებს კანონის ძალას, იღებს [[უფლებამოსილების სიგელი|უფლებამოსილების სიგელს]]<ref name="მ"/>.
 
მინისტრთა კაბინეტი, რომელიც შედგება თავჯდომარე პრემიერ-მინისტრისაგან და არანაკლებ 6 და არაუმეტეს 8 მინისტრისაგან, ინიშნება პარლამენტის წევრებისაგან (ერთი მინისტრი ინიშნება არა პარლამენტის წევრისაგან). მინისტრთა კაბინეტი პარლამენტის წინაშე პასუხისმგებელი აღმასრულებელი ორგანოა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ნიშნავს ბრიტანეთის დედოფლის წარმომადგენელი პარლამენტის წევრებიდან. დანარჩენი მინისტრები ასევე ინიშნებიან დედოფლის წარმომადგენლის მიერ პარლამენტის წევრებიდან, მაგრამ მხოლოდ პრემიერ-მინისტრის წარდგენით.
 
==== სასამართლო ხელისუფლება ====
კუნძულებზე მოქმედებს [[ანგლო-ამერიკული სამართალი|საერთო სამართალი]] — სამართლებლივი სისტემა, რომელშიც სამართლის წყაროდ მიიჩნევა [[სასამართლო პრეცედენტი]]<ref name="პ"/>. ქვეყნის უმაღლესი კანონია კუკის კუნძულების კონსტიტუცია. სასამართლო ორგანოები წარმოდგენილია [[უმაღლესი სასამართლო]]თი, [[სააპელაციო სასამართლო]]თი, მიწის სასამართლოთი და [[საიდუმლო საბჭო]]თი.
 
კუკის კუნძულების უმაღლესი სასამართლო შედგება უმაღლესი მოსამართლით და მოსამართლეებისგან, რომელსაც ნიშნავს დედოფლის წარმომადგენელი აღმასრულებელი საბჭოს წარდგენით. უმაღლესი სასამართლო იყოფა სამოქალაქო საქმეთა, სისხლის სამართლის, მიწის საქმეთა განყოფილებებად. კუკის კუნძულების უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეები შეიძლება გახდნენ მხოლოდ კუკის კუნძულების მოქალაქეები, რომლებსაც არანაკლებ 7 წელი უმუშავიათ [[ბარისტერი]]ს თანამდებობაზე ახალ ზელანდიაში ან ერთა თანამეგობრობის სხვა ქვეყნებში.
 
აპელაციური სასამართლო შედგება სამი მოსამართლისაგან, რომელსაც ასევე ნიშნავს დედოფლის წარმომადგენელი. საიდუმლო საბჭო განიხილავს სარჩელს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე.
 
==== საარჩევნო ოლქები ====
[[საარჩევნო უფლება|საარჩევნო უფლებები]] მინიჭებული აქვთ კუკის კუნძულების მოქალაქეებს, ახალი ზელანდიის მოქალაქეებს, პირებს, რომლებსაც აქვთ კუკის კუნძულების მუდმივი რეზიდენტის სტატუსი, პირებს, რომლებიც ცხოვრობდნენ როდესმე ქვეყანაში არანაკლებ 12 თვისა. მაგრამ თუ ადამიანი იმყოფებოდა კუკის კუნძულების ფარგლებს გარეთ სამი ან მეტი თვის განმავლობაში, მას ერთმევა უფლება პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობისა. მოქალაქეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ხელმეორედ ეძლევა, თუ პირი იმყოფებოდა კუკის კუნძულების ტერიტორიაზე სამი ან მეტი თვის განმავლობაში<ref name="ჰ" />.
 
{|width="100%" align="center" cellspacing="2" style="border:1px solid #F7F8FF;background:#F7F8FF;padding:3px;text-align:center"
|-----
! colspan="2" bgcolor="#00237d" align="center"|<font color=#ffffff size=3>'''საარჩევნო ოლქები'''</font>
|-----
| colspan="1" align="center" bgcolor="#C8D8FF"|'''[[რაროტონგა]]'''
| colspan="1" align="center" bgcolor="#F7F8FF"|[[ტუპაპა-მარაერენგა]]; [[ტაკუვაინე-ტუტაკიმოა]]; [[ავატიუ-რუატონგა-პალმერსტონი]]; [[ნიკაო-პანამა]]; [[რუააუ]]; [[აკაოა]]; [[მურიენუა]]; [[ტიტიკავეკა(საარჩევნო ოლქი)|ტიტიკავეკა]]; [[ნგატანგიია (საარჩევნო ოლქი)|ნგატანგიია ]]; [[მატავერა(საარჩევნო ოლქი)|მატავერა]]
|-----
| colspan="1" align="center" bgcolor="#C8D8FF"|'''[[აიტუტაკი]]'''
| colspan="1" align="center" bgcolor="#F7F8FF"|[[ამური-ურეია]]; [[არუტანგა-რეურეუ-ნიკაუპარა]]; [[ვაიპაე-ტაუტუ]]
|-----
| colspan="1" align="center" bgcolor="#C8D8FF"|'''[[მანგაია]]'''
| colspan="1" align="center" bgcolor="#F7F8FF"|[[ონეროა (საარჩევნო ოლქი)|ონეროა]]; [[ივირუა (საარჩევნო ოლქი)|ივირუა]]; [[ტამარუა (საარჩევნო ოლქი)|ტამარუა]]
|-----
| colspan="1" align="center" bgcolor="#C8D8FF"|'''[[ატიუ]]'''
| colspan="1" align="center" bgcolor="#F7F8FF"|[[ტიენუი-მაპუმაი]]; [[ტენგატანგი-არეორა-ნგატიარუა]]
|-----
| colspan="1" align="center" bgcolor="#C8D8FF"|'''სხვა კუნძულები'''
| colspan="1" align="center" bgcolor="#F7F8FF"|[[მაუკე (საარჩევნო ოლქი)|მაუკე]]; [[მიტიარო (საარჩევნო ოლქი)|მიტიარო]]; [[რაკაჰანგა (საარჩევნო ოლქი)|რაკაჰანგა]]; [[მანიჰიკი (საარჩევნო ოლქი)|მანიჰიკი]]; [[პუკაპუკა-ნასაუ]]; [[პენრინი (საარჩევნო ოლქი)|პენრინი]]
|}
თითოეული [[საარჩევნო ოლქი]] წარმოადგენს ერთ დეპუტატს ქვეყნის პარლამენტში. რის შედეგადაც, რაროტონგას კუნძული პალმერსტონთან ერთად პარლამენტში წარდგენილია 10 დეპუტატით, აიტუტაკი და მანგაია — 3 დეპუტატით, ატიუ — 2 დეპუტატით, მაუკე, მიტიარო, რაკაჰანგა, მანიჰიკი, პენრინი — 1 დეპუტატით, პუკაპუკა ნასაუსთან ერთად — 1 დეპუტატით.
 
== ადმინისტრაციული დაყოფა ==