კუკის კუნძულები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 159:
 
=== ფლორა და ფაუნა ===
კუკის კუნძულების [[ფლორა]] დიდი არაფრით განსხვავდება წყნარი ოკეანის სხვა ატოლების მცენარეულობებისაგან. მხოლოდ სამხრეთის ჯგუფის კუნძულებზე მცენარეული საფარი უფრო მრავალფეროვანია, რაც აიხსნება ამ კუნძულების გეოლოგიური აგებულებისა და ვულკანური წარმოშობის თავისებურებებით. მათში შეიძლება გამოვყოთ განსაზღვრული მცენარეულობის რამოდენიმერამდენიმე ზონა: ამაღლებული ატოლის (მაკატეა) ფლორა, სანაპირო ფლორა, ჭაობიანი ადგილების ფლორა, [[გვიმრანაირნი|გვიმრანაირნების]] სახეობები, [[ტყე]]ები<ref name="წ">{{cite web|last=Cook Islands National Report.|url=http://www.unccd.int/cop/reports/asia/national/2002/cook_islands-eng.pdf#|title=Flora|publisher=Cook Island Government|date=2002|accessdate=2007-08-27|archiveurl=http://www.webcitation.org/615kepAxd|archivedate=2011-08-21}}</ref>.
 
მაკატეას მცენარეული სახეობები თამაშობენ ძალიან მთავარ როლს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებაში. კუნძულებზე [[თხა|თხების]] და [[ღორი|ღორების]] გამოჩენამდე მაკატეას რაიონები პრაქტიკულად ადამიანის ხელუხლებელი რჩებოდა. მათზე დღესაც კი იზრდება მცენარეულობის დიდი რაოდენობა, რომელთა დიდი ნაწილი გამოიყენება სამედიცინო მიზნებისათვის, საცხოვრებელის ასაშენებლად, [[კანოე]]ბისათვის. იმ კუნძულების სანაპირო ფლორა, როგორებიცაა რაროტონგა და აიტუტაკი, განიცდის მნიშვნელოვან ანტროპოგენურ ზემოქმედებას ტურიზმის განვითარების გამო. ტრადიციული მცენარეულობის გარდა ნაპირზე გვხვდება დიდი რაოდენობით ადამიანის მიერ შემოტანილი მცენარეები, მაგალითად, [[მიმოზა]]<ref name="წ" />. კუკის არქიპელაგის კუნძულის ჭაობიან ადგილებში იზრდება ამ ადგილებისთვის ტიპიური მცენარეები, ხოლო ადგილობრივ მოსახლეობას მოჰყავთ ტარო. ატიუს, მანგაიას, მაუკეს და რაროტონგას კუნძულებზე თანმიმდევრობით გვხვდება გვიმრები, რომლებიც იცავენ ნაყოფიერი ნიადაგის თხელ ფენას გამორეცხვისაგან. ტენიან [[ჯუნგლი|ჯუნგლებს]] უკავიათ რაროტონგას კუნძულის 64 %, ნისლიან ტყეებს (ტროპიკული მარადმწვანე ტყეები მთების ფერდოებზე 400 მ სიმაღლეზე [[ნისლი]]ს კონდენსაციის ზოლში), რომელშიც იზრდება ბევრი ენდემური მცენარე, — კუნძულის 3 %-მდე<ref name="წ" />.