საფარის მონასტერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 77:
კლდის პირას გალავნის ჭიშკართან '''წმ. სტეფანეს''' სახელობის მცირე ერთნავიანი სამლოცველოა. იქვე XIX საუკუნეში რუსი ბერების მიერ აშენებული ორსართულიანი შენობა იდგა რომელიც ხანძრისგან განადგურდა.
 
მთავარი ეკლესიად გზად მარჯვნივ კლდეზე მიბჯენილი, ქვაყორით ნაშენი, კამაროვანი სადგომები გვხვდება. მოშორებით კი თლილი ქვით ნაშენი '''სასახლის''' ნანგრევებია შემორჩენილი. სასახლე ზურგით კლდეს ებჯინება ხოლო აღმოსავლეთ მხარეს რამოდენიმერამდენიმე სარკმელი იყურება.
 
მოშორებით გზიდან 2-3 მეტრში '''სამრეკლოა''' აღმართული, რომელსაც ჩრდილოეთიდან '''იოანე ნათლისმცემლის სამლოცველო''' აკრავს. მარცხნივ სადაც წინ წაჩრილი კლდის კონცხი ფართო ბაქანს ქმნის დგას '''წმ. საბას გუმბათოვანი ტაძარი'''. სამხრეთით წმინდა საბას ტაძარს '''მიძინების ტაძარი''' ებჯინება, რომელიც ყველაზე ძველი შენობაა მონასტერში. იმ კუთხეში, რომელიც წმ. საბას სამხრეთით კედელსა და მიძინების ტაძრის აღმოსავლეთის კედელს შუა ჩნდება - '''წმ. დიმიტრის''' სახელობის სამლოცველოა. სამხრეთითვე ოდნავ მოშორებით დგას წმ. გიორგის სამლოცველო. ჩრდილო-დასავლეთით 4 მეტრში, ციცაბო კლდის პირას '''იოანე ოქროპირის სამლოცველო''' დგას.
ხაზი 88:
მიძინების ეკლესიაში ყურადღებას იპყრობს მდიდარი ჩუქურთმები. მას მერე რაც რესტავრაცია ჩაუტარდა ტაძარს და მოიხსნა XIX საუკუნის რუსი ბერების მიერ კირით შელესილი კედლები, გამოჩნდა დამალული ფრესკები და ბევრი ჩუქურთმა. ტაძრის მოხატულობას XIV საუკუნის პირველ ნახევარს მიაკუთვნებენ. ამ ხანებში ეკლესია საფუძვლიანად შეაკეთეს და მთლიანად მოხატეს სამცხის ათაბაგის ბექას შვილების (სარგის, ყუარყუარესა და შალვა) ბრძანებით, რომლებიც აქვე კანკელის გვერდით არიან გამოსახულნი.
 
მიძინების ეკლესიის ერთერთ სამკაულს მისი კანკელი წარმოადგენდა (ამჟამად ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმში). იგი მწვანე ფერის, რბილი ჯიშის, ქვისგანაა გაკეთებული. მის მოაჯირზე საღვთო წერილის რამოდენიმერამდენიმე სურათია გამოქანდაკებული (ხარება, მირქმა, ელისაბედისა და მარიამის შეხვედრა და სხვა). რელიეფის შესრულება - ადამიანთა ფიგურები, მათი მოძრაობა და გამომეტყველება მოწმობს, XI საუკუნის ქვაზე კვეთის მაღალ დონეზე.
 
გარედან მიძინების ეკლესიას მარტივი სახე აქვს. შეიმჩნევა ორი სამშენებლო ფენა. ადრინდელი ფენა აღმოსავლეთ ფასადზე შეიმჩნევა, რომელზეც სუფთად გათლილი რუხი-მომწვანო ფერისა და წითელ-სოსან-ყავისფერი ქვები ურევია. აღმოსავლეთ კედელზე დარჩენილია ძველი კარნიზი და სარკმლის მორთულობა.