ახალი სამხრეთი უელსი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
2005 წლის ნოემბრის მდგომარეობით ახალ სამხრეთ უელსში იყო 152 ადგილობრივი მმართველობის რაიონი. ამის გარდა, არსებობს არაინკორპორირებული გარე-დასავლეთი რეგიონი (ინგლ. — Unincorporated Far West Region), რომელიც განლაგებულია მეჩხერად დასახლებულ გარე დასავლეთში და არ არის რომელიმე ადგილობრივი მმართველობის რაიონის ნაწილი, ასევე კუნძული [[ლორდ-ჰაუ]] (ინგლ. — Lord Howe Island), რომელიც ასევე არაინკორპორირებულია, მაგრამ თვითმმართველია კუნძულის საბჭოს მიერ.
 
ადგილობრივი მმართველობის რაიონები ხელსაყრელი მართვის პირობების შესაქმნელად ჯგუფდება რამოდენიმერამდენიმე რეგიონად. რეგიონებად დაყოფა არ არის ოფიციალური. შტატის სხვადასხვა სამთავრობო დეპარტამენტები იყენებენ საკუთარ კლასიფიკაციას, რომელშიც შეიძლება შეიყვანონ 7-დან 14-მდე რეგიონი.
 
ამას გარდა, შტატის ტერიტორია დაყოფილია პოლიციის ადგილობრივ სამეთაურო, სტატისტიკურ და საარჩევნო ოლქებად.