მთავარი მენიუს გახსნა

ცვლილებები

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
== ისტორია ==
[[რადიონახშირბადი]]ს ანალიზის მონაცემებით, კუკის კუნძულების სამხრეთი ჯგუფში თავდაპირველად დასახლდნენ [[პოლინეზიელები]] დაახლოებით ჩვენი წელთაღრიცხვის 500 წელს. შედარებითი ლინგვისტიკის მონაცემების მიხედვით, სამხრეთი ჯგუფის კუნძულებზე მოსახლეობა დასახლდა [[საზოგადოების კუნძულები]]დან, რომლებიც, თავის მხრივ, იქ დასახლდა [[მარკიზის კუნძულები]]დან. ამასთან ერთად გაყოფა პრამარკიზულ და პრატაიტურ ენებს შორის მოხდა დაახლოებით ჩვენი წელთაღრიცხვის 900 წელს. ჩრდილოეთის ჯგუფის კუნძულებზე (გარდა პუკაპუკასი, რომელზეც მოსახლეობა სავარაუდოდ დასახლდა კუნძულ [[სამოა]]დან) მოსახლეობა გადმოსახლდა ან სამხრეთის ჯგუფის კუნძულებიდან, ან პირდაპირ საზოგადოების კუნძულებიდან.
კუკის კუნძულებზე პირველად ადამიანები [[VI საუკუნე]]ში დასახლდნენ, ესენი იყვნენ [[ტაიტი]]დან წამოსული [[პოლინეზიელები]]. ევროპელებიდან პირველად აქ ესპანელები მივიდნენ, [[1595]] წელს ამ ტერიტორიას ეწოდა სან-ბერნარდო. [[1773]] და [[1777]] წლებში აქ მივიდა ბრიტანელი მეზღვაური [[ჯეიმზ კუკი]], სწორედ ამ პერიოდიდან ხდება ეს ტერიტორია ბრიტანეთის იმპერიის ნაწილი. [[1901]] წელს კუკის კუნძულები გახდა ახალი ზელანდიის პროტექტორატის ტერიტორია, [[1965]] წლიდან კი ახალი ზელანდიის ასოცირებული წევრია.
 
[[ესპანეთი|ესპანელი]] ზღვაოსანი ალვარო დე მენდანია და პედრო ფერნანდეს კიროსი გახდნენ პირველი [[ევროპა|ევროპელები]], რომლებმაც მიაღწიეს კუნძულს. პირველად აღმოჩენილი იქნა კუნძული პუკაპუკა, რომელსაც 1595 წელს მენდანიამ სახელად დაარქვა კუნძული ''სან-ბერნარდო''. უკვე XVII საუკუნის შუაში კუნძულები გამოიკვლიეს [[დიდი ბრიტანეთი|ბრიტანელმა]] ზღვაოსნებმა. 1773—1774 წლებში და 1777 წელს გამოჩენილმა [[ინგლისი|ინგლისელმა]] მოგზაურმა [[ჯეიმზ კუკი|ჯეიმზ კუკმა]] აღმოაჩინა კუნძულები მანუაე, პალმერსტონი, მანგაია და ატიუ. მან აღმოჩენილ სამხრეთის ჯგუფის კუნძულებს სახელად დაარქვა ''ჰერვის კუნძულები''. თავისი დღევანდელი დასახელება არქიპელაგმა მიიღო მხოლოდ XIX საუკუნის დასაწყისში, როდესაც კუნძულები შეისწავლა რუსმა მოგზაურმა ივან კრუზენშტერნმა.
 
1820-იანი წლების დასაწყისში კუკის კუნძულებზე გადასხდნენ პირველი [[მისიონერობა|მისიონერები]] [[ლონდონი]]ს მისიონერული საზოგადოებიდან (პირველი გახდა ჯონ უილიამსი). [[ქრისტიანობა]] გავრცელდა ძალიან მალე, და [[ეკლესია]] კუნძულებზე უმალვე დაეუფლა პოლიტიკური და ადმინისტრაციული ცხოვრების კონტროლს. მისიონერების გამოჩენამ ხელი შეუწყო არქიპელაგზე მშვიდობის დამყარებას (მანამდე ადგილობრივი ტომები ერთმანეთში მუდმივად იმყოფებოდნენ საომარ მდგომარეობაში). მიუხედავად ამისა, იყო უარყოფითი შედეგებიც: ავადმყოფობის შედეგად, რომლებიც ევროპელებმა შეიტანეს კუკის კუნძულებზე, ადგილობრივი მოსახლეობის რიცხვმა განიცადა მყისიერი კლება.
 
1843 წელს [[საფრანგეთი]]ს მიერ კუნძულ [[ტაიტი]]ს დაპყრობის შემდეგ კუკის კუნძულების არიკებმა (ადგილობრივი ბელადები) მიმართეს [[ბრიტანეთის იმპერია]]ს დახმარებისათვის. მიუხედავად ამისა, ბრიტანეთის [[პროტექტორატი]] რაროტონგაზე (მოგვიანებით ჩრდილოეთისა და სამხრეთის ჯგუფის ყველა კუნძულზე) გამოცხადდა მხოლოდ 1888 წელს. არქიპელაგზე დიდი ინტერესი ჰქონდა [[ახალი ზელანდია|ახალ ზელანდიას]], მაგრამ იდეის «კოლონიის კოლონია»ს წინააღმდეგ (იმ მომენტში ახალი ზელანდია იყო ბრიტანეთის კოლონია) გამოდიოდნენ კუკის კუნძულების მაორის ტომების უმრავლესობა, რომლებსაც უნდოდათ ბრიტანეთის იმპერიის დაცვის ქვეშ ყოფნა. მაგრამ უკვე 1901 წელს კუნძულების მართველობა გადაეცა ახალ ზელანდიას. 1960 წელს კუკის კუნძულებმა ანტიკოლონიური მოძრაობის შედეგად, წყნარი ოკეანის ერებს შორის ერთ-ერთმა პირველმა მოიპოვა შიდა თვითმმართველობა. 1965 წლის 4 აგვისტოს კუკის კუნძულები გახდა თვითმმართველი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი ახალ ზელანდიასთან თანამეგობრობაში.
 
ბოლო ათწლეულებში გამოვლინდა ეკონომიკური და სოციალურ სფეროებში წინსვლა, გაფართოვდა ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილება, შედეგად, გაიზარდა კუკის კუნძულების დამოუკიდებლობა (მაგალითად, [[საგარეო პოლიტიკა|საგარეო პოლიტიკის]] სფეროში, ახალ ზელანდიასთან თავისუფალი ასოციაციიდან ცალმხრივად გამოსვლის უფლებით). 1990-იანი წლების შუაში ქვეყანამ გადაიტანა დიდი ფინანსური კრიზისი. რის შედეგადაც გაუარესდა ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონე, გაიზარდა [[ემიგრაცია]] ახალ ზელანდიაში, ხდებოდა მთავრობებისა და [[პრემიერ-მინისტრი|პრემიერ-მინისტრების]] ხშირი ცვლა.
 
== ადმინისტრაციული დაყოფა ==
ანონიმური მომხმარებელი