აღლაბიდები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით მობილური აპლიკაციით რედაქტირება
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Kairouan-mosquee-cimetiere.jpg|მინი|200პქ|[[ქაირუანის დიდი მეჩეთი]] — აღლაბიდების ეპოქის ძეგლი]]
'''აღლაბიდები''' — [[არაბები|არაბთა]] ერთ-ერთი მმართველი დინასტია [[800]]-[[909]] წლებში. [[ისლამი]]ს პირველივე საუკუნეებიდან ხალიფატისაგან დამოუკიდებულადდამოუკიდებლად [[ჩრდილოეთ აფრიკა]]სა და [[ესპანეთი]]ს სამხრეთით მრავალი დამოუკიდებელი სახელმწიფო იწყებს ჩამოყალიბებას. [[800]] წელს თანამედროვე [[ტუნისი]]ს ტერიტორიაზე წარმოიშვა აღლაბიდების ფაქტობრივად დამოუკიდებელი სახელმწიფო. აღლაბიდების დინასტიის დამაარსებელია [[იბრაჰიმ ალ-აღლაბი]] ([[800]]-[[812]] წწ.). დინასტია იბრძოდა იმ ტომთა წინააღმდეგ, რომლებიც ხარიჯიზმის დროშის ქვეშ იბრძოდნენ და რომელთაც შექმნილი ჰქონდათ თაჰერის იმამათი. აღლაბიდთა სახელმწიფოს კულტურული ცენტრი იყო ქალაქი [[ქაირუანი]]. ამ ქალაქის მახლობლად მდებარეობდა მათგანვე აგებული ციხესიმაგრე [[კასრ-ალ-კადიმი]] — აღლაბიდების რეზიდენცია. დინასტიამ წარმატებული ბრძოლები ჩაატარა [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუა ზღვის]] აუზის ქვეყნებში. წარმატებას მიაღწიეს, აგრეთვე, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში. განავითარეს მიწათმოქმედება, ხელოსნობა, განავრცეს სანაოსნო და საქარავნო გზები, ტუნისის მთელ სანაპიროზე აიგო ციხესიმაგრეები. აღლაბიდების სახელმწიფომ [[შიიტობა|შიიტთა]] თავდასხმების შედეგად [[909]] წელს შეწყვიტა არსებობა.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აღლაბიდები“-დან