ნორფოლკი (კუნძული): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 159:
 
კუნძულის მოსახლეობის რაოდენობის მაქსიმუმი აღინიშნა 2001 წელს — 2601 კაცი. მომდევნო წლებში მოსახლეობა რიცხობრივად კლებულობდა და ბერდებოდა.
 
== ეკონომიკა ==
ნორფოლკის [[ეკონომიკა|ეკონომიკის]] საფუძველია ტურისტების მომსახურება. ამასთან ერთად, შემოსავალს იძლევა კუნძულის საფოსტო მარკების გამოშვება და არაუკარიის ({{lang-la|Araucaria heterophylla}}) და ფორსტერის ჰოვეას ({{btname|Howea forsteriana}}) თესლის გაყიდვა. ნორფოლკის [[სოფლის მეურნეობა]] (ხორცეულის, მარცვლეულის, ბოსტნეულის და ხილის წარმოება) და თევზჭერა, პრაქტიკულად უზრუნველყოფენ კუნძულის მოსახლეობის მოთხოვნილებებს.
 
ნორფოლკის კუნძულის მოსახლეობა არ იხდიან ავსტრალიურ ფედერალურ გადასახადებს, არ არსებობს [[მოგების გადასახადი]]. კუნძულის საკანონმდებლო ასამბლეა აწარმოებს გადასახადების ამოღებას იმპორტზე, საწვავზე, სატელეფონო საუბრებზე. მაუწყებლობს ერთი ტელეარხი ადგილობრივი პროგრამით — «ნორფოლკ ტვ».
 
ტურისტებს, ძირითადად ავსტრალიიდან და ახალი ზელანდიიდან, (ყოველწლიურად 30-დან 40 ათასი ად.) იზიდავს კუნძულის უნიკალური ბუნება: ეროვნული პარკი იშვიათი მცენარეულობით, ბევრი ღირსშესანიშნავი უბეები მდიდარი წყალქვეშა სამყაროთი, რბილი [[კლიმატი]], ასევე შედარებით იაფი ფასები მომსახურეობაზე, სამრეწველო საქონელზე და სპირტიან სასმელებზე.
 
== ტრანსპორტი ==
კუნძულზე არ არსებობს [[რკინიგზის ტრანსპორტი|რკინიგზები]], [[ავტომაგისტრალი|ავტომაგისტრალები]] და [[პორტი|პორტები]]. «ნორფოლკის კუნძულის აეროპორტი» — ერთადერთი [[აეროპორტი]]ა კუნძულზე. მანძილი [[ოკლენდი|ოკლენდამდე]] (ახალი ზელანდია) — 1000 კმ-ია, [[ბრისბენი|ბრისბენამდე]] (ავსტრალია) — 1500 კმ. საავტომობილო გზების სიგრძე მაგარი საფარით — დაახლოებით 80 კმ.
 
== ფოტო გალერეა ==