თურჰან ჰატიჯე სულთანი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/გიორგი ფეიქრიშვილი|გიორგი ფეიქრიშვილი]]|2=2014 წლის 9 ივლისი}}
{{ინფოდაფა პიროვნება
|სახელი = თურჰან ჰატიჯე სულთანი
 
ვალიდეს ტიტულის აღდგენასთან ერთად კიოსემმა მიიღო პატარა სულთნის რეგენტის ტიტულიც. მაგრამ თურჰანი ძალიან პატივმოყვარე ქალი იყო, იმისთვის, რომ არ დაეკარგა ასეთი მაღალი ტიტული უბრძოლველად. ძალაუფლების მოსაპოვებლად კიოსემი გეგმავდა მეჰმედის ჩამოგდებას და მისი სხვა შვილიშვილით შეცვლას. თურჰანმა გაიგო კიოსემის გეგმების შესახებ. [[1651]] წელს კიოსემ სულთანი მოკლეს. მის სიკვდილს ხშირად აბრალებენ თურჰანს. მისი კონკურენტის გარდაცვალების შემდეგ თურჰან სულთანი გახდა ვალიდე სულთანი. ის ხელმძღვანელობდა უზარმაზარ ოსმალეთის იმპერიას სანამ მისი ვაჟი სრულწლოვანი გახდებოდა. სწორედ მისი ინიციატივით დიდი ვეზირი გახდა ქოფრიულიუ მეჰმედ-ფაშა, რითც დიდი ეპოქა დაიწყო .
 
==აღმშენებლობა==
თურჰანი იყო იმპერიის დიდი «აღმაშენებელი». მისი პირველი პროექტი დაიწყო [[1658]] წელს. ვენეციელების მუქარის საპასუხოთ თურჰანმა დარდანელის სიახლოვეს ააშენა ორი ციხესიმაგრე. ერთი - ევროპის მხარეს, ხოლო მეორე აზიის მხარეს (რომლებიც დღემდეა შემორჩენილი). ამ პროექტმა თურჰანი იმავე საფეხურზე დააყენა, როგორც [[მეჰმედ IV|მეჰმედი]] და სხვა სულთნები, რომლებმაც იმავე რაიონში ააშენეს ციხესიმაგრეები. თუმცა თურჰანმა ყველაზე დიდი აღიარება იმით მოიპოვა, რომ დაასრულა [[სტამბული|სტამბულში]] ახალი მეჩეთის მშენებლობა. ამ მეჩეთის მშენებლობა დაიწყო [[საფიე სულთანი|საფიე სულთანმა]], რომელმაც მშენებლობისთვის აირჩია სტამბულის ის უბანი, სადაც ყველაზე ნაკლები მუსლიმი ცხოვრობდა, ამით მას სურდა გაევრცელებინა [[ისლამი]] ქალაქის ამ ნაწილში. მეჩეთის მშენებლობა განახლდა [[1657]] წელს. თუმცა საფიე სულთნის ვაჟის, [[მეჰმედ III]]-ის გარდაცვალების შემდეგ მეჩეთის მშენებლობა შეწყდა. მეჩეთმა მიიღო მეორე შანსი, მას შემდეგ რაც თურჰანმა გადაწყვიტა დაესრულებინა ის რაც დაიწყო საფიემ. [[1665]] წელს კომპლექსის მშენებლობა დასრულდა. მასში არა მხოლოდ მეჩეთი, არამედ სკოლა, საზოგადოებრივი აბანოები, ბაზარი და საწყობი შედიოდა. ამ მეჩეთმა მიიღო იმპერიის პირველი მეჩეთის სახელი, რომელიც ქალმა ააშენა.
 
==გარდაცვალება==