მიროსლავ კლოზე: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 49:
იგივე შედეგი, ხუთი გატანილი გოლი გაიმეორა კლოზემ 2006 წელს გერმანიაში გამართულ [[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2006|მსოფლიო ჩემპიონატზე]]. ჩემპიონატის გახსნის მატჩში [[კოსტა-რიკის ეროვნული საფებურთო ნაკრები|კოსტა-რიკის]] წინააღმდეგ კლოზემ დუბლი შეასრულა. ასევე დუბლი შეასრულა კლოზემ ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში [[ეკვადორის ეროვნული საფებურთო ნაკრები|ეკვადორის]] წინააღმდეგ. [[მიხაელ ბალაკი]]სა და [[ბასტიან შვაინშტაიგერი]]ს პასებით ისარგებლა. მეოთხედფინალში [[არგენტინის ეროვნული საფებურთო ნაკრები|არგენტინის ნაკრებთან]] თამაშისას, რომელშიც გერმანია მარცხდებოდა 0-1 კლოზემ [[ტიმ ბოროვსკი]]ს გადაცემის შემდეგ მატჩის დასრულებამდე ათი წუთით ადრე თავური გოლით გაათანაბრა ანგარიში და იხსნა გუნდი მარცხისგან. მატჩი გერმანიამ [[პენალტების სერია]]ში მოიგო და საბოლოოდ მესამე ადგილზე დაასრულა ტურნირი, თუმცა კლოზეს მეტი გოლი არ გაუტანია. არგენტინასთან გატანილი გოლი კი მისთვის მეათე იყო მსოფლიო ჩემპიონატებზე. სწორედ ამავე ჩემპიონატზე დაამყარა ბრაზილიელმა [[რონალდო]]მ ახალი რეკორდი: 15 გოლი მსოფლიო ჩემპიონატებზე.
სამხრეთ აფრიკაში გამართულ [[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი
2014 წლის მაისში [[იოახიმ ლევი|იოახიმ ლევმა]], გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელმა, კლოზე [[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2014|2014 წლის მუნდიალზე]] წამსვლელ ფეხბურთელთა სიაში შეიყვანა. „ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ მსოფლიო ჩემპიონატის გოლების რეკორდის დამყარება ჩემი მიზანია“ განაცხადა კლოზემ.<ref>[http://www.uefa.com/worldcup/news/newsid=2113083.html Klose looking to strike gold in Brazil] {{en icon}}</ref>ეს ჩემპიონატი კლოზემ დაიწყო, როგორც სათადარიგო ფეხბურთელმა. ის შეცვლაზე შევიდა [[განას ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|განას]] ნაკრებთან მატჩში, სადაც დაამატა [[ბენედიქტ ჰოვედესი]]ს თავით დარტყმულს. გატანილი გოლით კლოზემ გაიმეორა რონალდოს რეკორდი. მეოთხედფინალი და ნახევარფინალი კლოზემ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. ნახევარფინალში [[ბრაზილიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|ბრაზილიის]] ნაკრების კარში გატანილი გოლით კლოზე მსოფლიო ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
|